ურთიერთობა.... მაინც რას ნიშნავს ურთიერთობა?
ათასი სახე და ფორმა არსებობს ურთიერთობის, ურთიერთობა ადამიანებთან განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა თან მიჭირს და თან ძალიან მარტივია ჩემთვის.
ადვილია იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად მიყვარს, საყვარლები არიან, საინტერესოები... მათი ფიქრი და მათი აზროვნება ზოგჯერ გაოცებას იწვევს.
რთულია მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ფასეულობები არ ემთხვევა ჩვენი, ყალბები არიან ნებსით თუ უნებლიედ.
ბავშვობაში ვფიქრობდი რომ ცოლად კოჭლი, მუნჯი, ყრუ, ან რამე ეგეთი ნაკლის გოგო მომეყვანა ცოლად...მოვუვლიდი, მოვეფერებოი და ცხოვრებას გავულამაზებდი...
მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი რომ ადამიანის "შეცოდება" სისულელეა, ბედნიერების მომტანი არცერთისთვის იქნება ეს....
ახლაც მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და თან მიადვილდება.... ძირითად ნაწილთან არ მაქვს ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.... ჭორაობა, ლაქლაქი, ვიღაცის ქილიკი, ვიღაცის შეყვარებულის განხილვა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი.... საკვირველი ის არის, თუნდაც ახლო მეგობრები, ერთი სიტყვით, ისიც ზრდილობის გამო მოიკითხავენ ერთმანეთს "როგორ ხარ" და მერე გადადიან ისევ იმ ბიწიერ საუბრებზე...
დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ჩემთვი ურთიერთობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.... ჩემი განცდების, ფიქრების, შეხედულებების გადმოსაცემად. მერე ვიპოვე ეს ფორუმი...
ფორუმზეც რთულია ურთიერთობა, საზოგადოება ჭრელია, ვერ გაიგებ ვის რა უნდა, ვინ ყალბია და ვინ მართალი.... თუმცა ამავდროულად ადვილიც არის

რადგან ფორუმზე რეგისტრაციიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც კონტაქტში შემოდიოდა და მუდმივი ურთიერთობა მქონდა...
ნუ ხანმოკლე იყო ეს ურთიერთობები, მაქსიმუმ 1 კვირიანი ალბათ ყველაზე დიდი.
მთავარი რა არის, ურთიერთობების დალაგება, პოვნა და ა.შ რთულიც არის და ადვილიც, მთავარია იყავი ის ვინც ხარ და ადრე თუ გვიან იპოვი იმ ადამიანს ვისთანაც ურთიერთობა არ მოგბეზრდება

მე გულიც მიტკენია, ჩემთვისაც უტკენიათ, ტყუილიც მითქვამს, მეც მოვუტყუებივარ და ა.შ ბედნიერიც კი მგონებია თავი, მაგრამ ყოველთვის ერთი და იმავეთი სრულდებოდა - ურთიერთობა წყდებოდა....
ვაღიარებ რთული ადამიანი ვარ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მარტივი

ჩემთვის ურთიერთობაში ერთი რამ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი... ადამიანი იყოს გულწრფელი....
არ აქვს მნიშვნელობა რამე ცუდი ჩაიდინა თუ საშინელი.... შეცდომას ყველა უშვებს, აბსოლიტურად ყველა... არ აქვს მნიშვნელობა რა სახის იქნება შეცდომა, მთავარია გულწრფელობა.
მე ყველაფრის პატიება შემიძლია, თუ ადამიანი გულწრფელი იქნება.
პ.ს
მთავარია ადამიანმა საკუთარ თავთან ურთიერთობა ისწავლოს პირველ რიგში, საკუთარი თავი იპოვოს, რა უნდა ამქვეყნად, რა გააბედნიერებს.... ამის მერე გიადვილდება ისეთის პოვნა რომელსაც შენი გაგებაც გაუადვილდება ....
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!