სიტუაცია 1000 წლის მერე:
კაცი- პრეზიდენტები, მეცნიერები, ბიზნესმენები, გამომგონებლები და ა.შ....
ქალი - წიკვინებს ტელევიზორში, ქუჩაში, პარლამენტში, ქმნიან ორგანიზაციებს მათ შორის არასამთავრობოს..... მიზეზი? ქალთა უფლებების დასაცავად
პ.ს
დასკვნა თვითონ გამოიტანეთ!
აქვე იგავს წაგიკითხავთ....
****ამბავი გლახაკისა და მდიდრისა****
იყო ორი ძმა, ერთი მდიდარი და ერთი გლახაკი. მდიდარმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო, გლახაკმა კიდევ უპოვრებს დაურიგა... თვითონ კი მოჯამაგირედ დაუდგა ერთ შეძლებულ კაცს, ღორებს უვლიდა, საქონელს აბინავებდა... გასამრჯელოდ 10 ვერცხლს ღებულობდა.... გლახაკმა პატრონს სთხოვა და იქვე გომურში ცხოვრობდა, ცოტა ფული რომ დაეგროვებინა. ცხოვრობდა მშვიდად და ბედნიერად.
მდიდარი ძმა ცოფებს ყრიდა, ძმას ლანძღავდა, სულელეს უწოდებდა- "მთელი ქონება გაანიავა და ჩემთვის მაინც მოეცაო"... მეტადრე ის აგიჟებდა რომ მისი ძმა ბედნიერად ცხოვრობდა.
გადაწყვიტა ეყიდა ის გომური სადაც მისი ძმა ცხოვრობდა და გაეგდო. ასეც მოიქცა.... ოთხჯერ მეტად შეიძინა ვიდრე ღიდა, რომ მისი ძმა გაემწარებინა და გაუშვა....
გლახაკი არ შეშფოთებულა, წავიდა და მოძებნა ერთი კეთილი კაცი, ვისაც წისქვილი ჰქონდა და მეწისქვილედ დაუდგა, თან სთხოვა რომ წისქვილში იცხოვრებდა. ჯამაგირი არა უნდოდა რა. ცხოვრობდა მშვიდად და ბედნიერად...
მდიდარმა ძმამ ეს რომ გაიგო, კიდევ უფრო გაგიჟდა... მოინდომა წისქვილის შესყიდვა და მისი ძმის თავიდან მოშორება. ასეც მოიქცა.... ათჯერ მეტი გადაიხადა რომ პატრონს დაეთმო წისქვილი და გააგდო მისი ძმა... მდიდარი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, აბა ვნხოთ ახლა რას იზამსო....
გლახაკმა იარა, იარა და მიადგა ერთ უდაბურ ადგილს, ირგვლივ სულ ხრიოკი მიწა იყო. გლახაკმა მიწის პატრონს სთხოვა, რომ ის დათესდა, მოიყვანდა, მოუვლიდა და სანახევროდ გაეყოთ მოსავალი. ასევე ერთი მიწურის აშენებაც ითავა გლახაკმა, სადაც იცხოვრებდა... გამრჯე კაცი იყო გლახაკი და წვალებ-წვალებით, თუმცა მაინც ახერხებდა მიწის დამუშავებას და მოსავლის მიღებას. ცხოვრობდა მშვიდად და ბედნიერად...
მდიდარმა ეს რომ გაიგო, გადაირია... ახლა იმ ხრიოკი ადგილის შესყიდვა გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო გაემწარებინა თავისი ძმა... ასეც მოიქცა ოცჯერ ძვირად შეისყიდა და გააგდო ძმა....
საწყალი გლახაკი წამოვიდა იქედნაც, მიადგა ერთ მდინარეს. მდინარის პირზე ჩამოჯდა და ჩაეძინა.....
როცა გაიღვიძა გლახაკმა, სამი მგზავრი ადგა თავს! მიმოიხედა და იცნო თავისი ყოფილი პატრონები. თურმე იმდენი იშოვნეს, რომ შეეცოდოთ გლახაკი და მადლობის სათქმელად უკან დაედევნენ რომ ნახევარი თანხა მისთვის მიეცათ. გახარებულმა გლახაკმა, მადლობა გადაუხადა, გაეშურა შორს, ისეთ ადგილას სადაც მისი ძმა ვერ იპოვიდა და იქ გააგრძელა სიკეთის კეთება და მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება.
მდიდარმა კაცმა კი მთელი თავისი ქონება გლახაკის "წვალებაში და ტანვაში" გაფლანგა.... პირუტყვი მოუვლელობისგან და უყურადღებობისგან დაეხოცა, წისქვილი დაენგრა, ხოლო ხრიოკი მიწა დაუმუშავლობისგან ისევ ხრიოკად იქცა...
მორალი: ქალები აი იმ მდიდარ ძმას გავხართ, გამოდიხართ და გაჰყვირიხართ ჩვენი უფლებები ილახებაო და კიდევ ათას სისულელეს, ვირტუალურ პრობლემებს იქმნით, ფსევდო ფასეულობებს ეკედლებით, წარსულიდან ჭკუას ვერ სწავლობთ.... ამავდროულად, კაცები კიდევ აი იმ გლახაკს ჰგვანან თავიანთ დასახულ მიზნებს, სიკეთეს და ადამიანობას არაფრის ფასად რომ არ თმობენ, შრომის ფასი იციან და ჭკუის ხმარებაც!!! This post has been edited by MySweetAudrina on 26 Dec 2016, 21:01
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!