მეგობრობა სასწორსა და ვერძს შორისვერძისა და სასწორის მეგობრობას ზოდიაქოს სამყაროში სახასიათო პოლარულობა შემოაქვს. მათ თანავარსკვლავედებს საწინააღმდეგო ადგილმდებარეობა გააჩნიათ - ვერძსა და სასწორს შორის 180 გრადუსიანი კუთხე იქმნება. თითოეულ მათგანს გააჩნია ის ნიშან-თვისებები, რაც მეორეს აკლია. დაუმატეთ ამას ის ფაქტიც, რომ სასწორს ურჩევნია ჰარმონიული და გაწონასწორებული მდგომარეობა, ამიტომ ვერძი-სასწორის ურთიერთობა ყალიბდება აიწონა-დაიწონას პრინციპზე. ვერძები იმპულსურები, ადვილად აღგზნებადები არიან, უყვართ ერთი საგნიდან მეორეზე გადახტომა. მაშინ როცა სასწორები გაუბედავები, მშვიდობის მოყვარულები არიან, არჩევენ საგნებსა და მოვლენებს დაწყნარებულ გულზე შეხედონ.
როგორც ამბობენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნები ხშირად იზიდავენ ერთმანეთს. თუ ერთმანეთს ვერ უგებენ, მაშინ მათი კავშირი ძალიან რთულდება. ამის მიუხედავად, მიჩნეულნი არიან ერთ-ერთი კარგად დაბალანსებულ წყვილად: სასწორი მომხიბვლელია, ინტელექტუალური და გააჩნია ის უნარები, რაც ვერძის თავხედურ და მიმწოლ ბუნებას გააწონასწორებს. მეორე მხრივ, ვერძი ძლიერი ნებისყოფის ადამიანია, არ ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად მას შეუძლია სასწორის ყოყმანის უნარის კომპენსირება. ვერძს შეუძლია დაეხმაროს სასწორს გადაწყვეტილების მიღებაში, შეუძლია სასწორი უფრო სპონტანური გახადოს. ხოლო თავის მხრივ სასწორს ძალუძს დააფიქროს ვერძი, აჩვენოს, რომ ის ყოველთვის მართალი არაა, როგორც თავად მიიჩნევს.
ვერძი იმართება პლანეტა მარსის მიერ, რომელიც წარმოადგენს მამრობითი სქესის უნივერსალურ სიმბოლოს, ხოლო სასწორის მმართველი პლანეტაა ვენერა, ქალურობის უნივერსალური სიმბოლო. შესაბამისად, მათი ურთიერთობა წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი სქესის ბალანსს.
ვერძი ცეცხლის ნიშანია, ხოლო სასწორი ჰაერის. ჰაერი ეხმარება ცეცხლს და უნარჩუნებს წვის უნარს. სასწორი იხიბლება ვერძის ძალითა და ცხოველმყოფელობით; ხოლო ვერძი მოჯადოებულია სასწორის მომხიბვლელობითა და ელეგანტური ბუნებით. იმისათვის, რომ მათი წყვილი შედგეს, მათ უნდა ისწავლონ შეთანხმებით მოქმედება. ეს შეიძლება რთული მისაღწევი აღმოჩნდეს მათი განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე. ვერძის ენერგეტიკული, მიზანსწრაფული ბუნება ხშირად ცუდად უპირისპირდება სასწორის ნაზ, მშვიდობის მოყვარე ბუნებას. თუმცა როგორც აღინიშნა, თუ ისინი ერთმანეთის გაწონასწორებას მოახერხებენ, მათი წყვილი საუკეთესო იქნება.
ვერძი და სასწორი კარდინალური ნიშნები არიან. ორივე იწყებს, მაგრამ ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ვერძს იზიდავს მოქმედებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ხოლო სასწორი უფრო ინტელექტუალური კუთხით უყურებს. ვერძის მსგავსად, სასწორსაც სიამოვნებს სიტუაციის ლიდერობა, თუმცა განსხვავებული გზით: ვერძი იყენებს თავის მტკიცე ნებისყოფასა და დომინანტურ ბუნებას რათა გასცეს ბრძანებები, ხოლო სასწორი იყენებს შარმსა და ქარიზმას, რათა დაიმორჩილოს გარშემომყოფები. პირველობისკენ სწრაფვამ შესაძლოა მათ ურთიერთობაში უთანხმოება შეიტანოს. სასწორი, რომელსაც შეუძლია სადაო საკითხს ყველა მხრიდან შეხედოს, უფრო ხშირად დამთმობია, ვიდრე ვერძი.
აღსანიშნავია, რომ მათი ურთიერთობის მომხიბვლელობა სწორედ მარსისა და ვენერას კავშირია, ის ჰარმონიული ბალანსი, წონასწორობა, რაც მათი განსხვავებულ ბუნების კავშირით იქმნება. ეს გულისხმობს, რომ ორივეს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ და აღმოაჩინონ.
გამოყენებული მასალა მამაკაცი ვერძი და ქალი სასწორი
ერთი შეხედვით სრულიად შეუფერებელი და ერთმანეთის საწინააღმდეგო წყვილი, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. ვერძის ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა გაწონასწორებულია სასწორის დახვეწილობით, ტაქტითა და იდუმალებით. ესაა მამაცი რაინდისა და ნაზი, მშვენიერი პრინცესის კავშირი, რომლის გამოც რაინდი ვერძი მზადაა ყველანაირ გამოწვევას შეხვდეს.
მათ ურთიერთობაში კრიზისი შეიძლება დადგეს მაშინ, როცა მამაკაცი ვერძი ზედმეტად დომინირებს პარტნიორზე. ურთიერთგაგების შენარჩუნების მიზნით, სასურველია პარტნიორებმა გააცნობიერონ, რომ ერთად მოქმედებით ბევრად იოლად მიაღწევენ მიზანს (და იქნებიან ბედნიერები).
წყარო ქალი ვერძი და მამაკაცი სასწორი
მათ შორის სხვაობა ძალიან თვალშისაცემია. მაგრამ თითოეულ მათგანს ძალიან აინტერესებთ და იზიდავთ ერთმანეთის კამპანია, პარტნიორის შესწავლა როგორც განსხვავებული პლანეტისა, რომელიც განსხვავებული კანონებით ცხოვრობს. დაბალანსებული ურთიერთობის აწყობა უცბად არ ხდება - ამისთვის მათ სჭირდებათ ერთმანეთის პიროვნების, ცხოვრების წესისა და სურვილების შესწავლა. რამდენადაც ქალი ვერძი შეიძლება იმპულსურად მოიქცეს, მოინდომოს ურთიერთობებში დომინირება - ეს კი გამოიწვევს პროტესს მის პარტნიორში, რადგან მამაკაც სასწორს ურჩევნია ნეიტრალიტეტის დაჭერა და იცავს თავის დამოუკიდებლობას. ქალი ვერძი პატივს სცემს თავისი რჩეულის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მაგრამ ის ვერ აიტანს სასწორის იდუმალებას, მის გამუდმებულ მერყევ ხასიათსა და გულჩათხრობილობას, რაც იწვევს აღელვებას ვერძში.
ქალი ვერძისა და მამაკაცი სასწორის ცხოვრება მოსაწყენი არასდროს იქნება. იგი იტევს ერთობლივ აღმოჩენებს, თანაგანვდებს, ჩხუბსა და კოფლიქტებს, მაგრამ ამ წყვილის ყველა პრობლემა მოგვარდება მშვიდი, კონსტუქციული დიალოგის მეშვეობით (მშვიდი საუბარი ჭიქა ჩაისა და ვაფლის ფონზე, ლოლ).
წყაროპ.ს. ყველა მასალა და სურათი აღებულია ინტერნეტ წყაროებიდან

ჩემით ფოტოშოპში მამრი ვერძი + სასწორი ქალის კომპილაცია გავაკეთე და ნუ გადამივლით, დამინდეთ
რაც შეეხება ტექსტს, რედაქტირება თუ დასჭირდება, ამისთვის მოდერს უნდა მივმართოთ

რამდენადაც მე პოსტის ჩასწორება სადღაც 1 საათის განმავლობაში შემიძლია, მერე ვეღარ მოვახერხებ.