დილამშვიდობისათ მერწყულებო!.......რაღაც ძალიან ქარიანი დილა გაგვითენდა მაგრამ დღეს ვარსკვლავები გვირჩევენ:
დაისვენეთ, მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
16 აპრილი, მთვარის მეათე დღე
16/04/2016შაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ.
გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ.
მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
ცუდი დღეა ვაჭრობისათვის.
საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ.
კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ღრმა სიბერემდე მიაღწევს.
მცირე ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ.
თმის შეჭრა კარგია.
ამ დღის ქვებია: სერდოლიკი, ცეცხლოვანი ოპალი.
დღის გაფრთხილება: დავარდნილი დანა ან ჩანგალი უსიამოვნებას მოასწავებს.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.
* * *
ერთ საიტზე წავიკითხე ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებისეული პრინციპები და აქ გადმოვიტანე, მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა.. და თუ ეთანხმებით რომელ პუნქტებს? 
მერწყული:1. რა მოსაწყენია იყო ისეთი, როგორიც სხვები არიან!
2. თუ მე შენ გამოგიგონე, გახდი ისეთი, როგორიც მგონია რომ ხარ!
3. წინასწარი ვარაუდის გამოთქმა - იდიოტების ხელობაა.
4. მომავალი ვალდებულია იყოს მშვენიერი!
5. რთულია იყო ანგელოზი, მაგრამ აუცილებელია.
6. კეთილი ზრახვები, კეთილ საქმეებზე მნიშვნელოვანია.
7. რომ იყო ნოვატორი, ჯერ უნდა დაივიწყო ტრადიციები.
8. სექსი?! უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს.
9. ჯერ მეგობრები და მერე ოჯახი.. თუკი დრო დამრჩება.
10. არ არსებობს ჩემზე უფრო კეთილი და ჩემზე უფრო დადებითი.
This post has been edited by marimarita on 16 Apr 2016, 11:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)