გუშინ ღამის სამის ნახევარი იყო სახლში რომ შევედი მსუბუქად ნასვამი.
დავითრიე მიტარბი და მისაღებს იქითა ოთახში შევედი, ჩავრთე კომპიუტერი ფეხბურთის მიმოხილვის საყურებლად.
შუქი ყველგან ჩამქრალია, იმ ოთახის ჩათვლით სადაც ვარ , კომპის მაგიდა ფანჯარასთან დგას და ზემოთ პატარა ნაჩნიკისმაგვარი მაქვს ანთებული.
უცებ მისაღებიდან მესმის ხმა.. ვერაფერს მივამგსავსე.. თითქოს რაღაცამ მსუბუქად გაიარა..ძაან მსუბუქად და მეორეს მხრივ სწრაფად... სადღაც შუისკენ , თან ამ ხმის "მოძრაობის" მიმართულება აშკარად იმ ოთახისკენ იყო მომართული სადაც მე ვარ.. ვიდეოს ვაპაუზებ და მეც ვპაუზდები : | ფართოდგახელილი თვალებით ვიყურები მისაღების სიბნელეში (ოთახებს შორის კარი ღიაა)
სმენად ქცევის ისეთი Mode ჩავრთე მაგარ პალასაზე მყოფ ლომს რომ შეშურდებოდა : D არაფერი ისმის , არც არაფერი ჩანს.. პრინციპში არც მინდოდა გამოჩენილიყო : |
წამიერი დილემა გამეჩითა: მომეყურადას მივწოლოდი თუ "ვისა ჩემიი?!!" ფიქრ-შეძახილებით გამემხნევებინა თავი
კბილებშორის მოქცეულ სიგარეტს მოვუკიდე და ავტომატურად მეორე ვარიანტი ავირჩიე , წვრილმანები ხომ ყოველთვის მოქმედებს მსხვილმანებზე
განვაგრძე ვიდეოს ყურება , დაჟე რაღაცა წავუღიღინე ))) და უცებ... მესმის დახშული მაგრამ მკვეთრი ხმა მისაღების ბოლოდან, სანამ რაიმეს გავიაზრებდი კიდევ რაღაც ხმა თითქოს ოდნავ სხვა მხრიდან.. ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო ნაღდად არ გამიფიქრებია იმ მომენტში , მაგრამ ადგომით ავდექი, ჩავდექი ღია კარში და ვუყურებ მთლიან მისაღებს.. გარედან ოდნავი სინათლე შემოდის, მისაღების ფანჯრები დაკეტილია ვხედავ . ერთი ხუთი წუთი ვიდექი იმინნა არაფერი იძვრის, არც ხმა ისმის.
წავედი დავჯექი კომპთან და ისევ იგივე ხმა : ( უფრო ნერვები მომეშალა ვიდრე იზმენა ავიკიდე , ნუ სადღაც 80/20ზე რა ნერვების სასარგებლოდ.
იგივე მარშუტი გავიარე და ისევ არაფერი..
მესამედაც რომ განმეორდა უკვე O-O თემა გაიჩითა ... რომ მივდიოდი კართან აღარ ისმოდა და ამან მართლა მაგარი დამძაბა, ვერ ვხდებოდი რა უნდა ყოფილიყო. დამავოის ვერსიას გამეტებით ვბლოკავდი : | არადა სხვა არც არაფერი მრჩებოდა.. ბოლო ორი შანსიღა მქონდა დარჩენილი ან ლოცვა გამეძლიერებინა ან ყველა ოთახში შუქი ამენთო და დეტალურად დამეთვალიერებინა ყველაფერი..
საბედნიეროდ ისევ მეორე ავირჩიე