Cecy Elliottზუსტად

მეც მაგიტომ ვფიქრობ რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე, როგორც მცნება, თუ არსებობს არ ნიშნავს სამუდამო სატანჯველს და სამუდამო ბედნიერებას...
ორივე ადამიანის კომფორტისთვის არის შექმნილი

ღმერთი თუ არსებობს ადამიანი უნდა უყვარდეს, სხვაგვარად წარმოუდგენელია, საკუთარი ქმნილება შეუძლებელია არ გიყვარდეს...
როგორც მშობლებს უვართ საკუთარი შვილი ისეა... ასე რომ ღმერთმა შექმნა ორი უკიდურესობა, რომელიც თავის მხრივ ბევრ ერთეულებს მოიცავს...
ჯოჯოხეთში სულ არ არის აუცილებელი ადამიანი ცეცხლში იწვოდეს

სისულელეა ეგ

პირიქით ადამიანები როგორც სამოთხეში იქნებიან ბედნიერები, ისევე იქნებიან ბედნიერები ჯოჯოხეთშიც, ოღონდ სხვა კატეგორიის ადამიანები

როგორც დედამიწაზე არ არის ერთნაირი ადამიანი, ისე იქეთაც არ იქნება, ამიტომაც როგორც დედამიწაზე არსებობს სხვადასხვა ქვეყნები, სოფლები, ქალაქები, პლანეტები და ა.შ ისევე იქნება იქეთაც

ასე რომ ნუ ნერვიულობთ ყველა ბედნიერი იქნება იქეთაც, თუ აქეთ არის ბედნიერე

პ.ს
ზოგადად, ჩემი აზრით ამქვეყნად მთავარია იყო ბედნიერი, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მთავარია იმას აკეთებდა რაც რეალურად გსურს და გაბედნიერებს... ასეთი ადამიანი იქეთაც ბედნიერი იქნება....
მაგალითად, თუ ადამიანს ვნება აქვს და სულ კაცი უნდა ან ქალი, სჯობს ამქვეყნადაც იჯეროს თავისი სურვილები, იმიტომ რომ ჩემი აზრით იმქვეყნადაც ზუსტად ასეთ ყოფაში მოხდება...
თუ ადამიანს სხვისი ჩაგვრა და ტკივილი მოსწონს, ამით ბედნიერია, მაშინ იქეთაც ასეთ სამყაროში მოხდება და ბედნიერი იქნება

პ.პ.ს
მოკლედ ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ მეზარება, ისედაც ბევრი ვწერე...
ადრე მაქვს ამ თემაზე ფორუმზე დანაწერი

საინტერესო საკითხია...
ზოგადად კიდევ ყველაფერი ამქვეყნად ადამიანის კეთილდღეობაზე და ბედნიერებაზე, საკუთარ ეგოზე არის დამყარებული.... აბსოლიტურად ყველაფერი...
და ეს ძალიან საინტერესო ფენომენია

ადამიანის ეგო ყოველდღიურად გაგაოცებს და დაგაფიქრებს, ამოუწურავია და ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავ, რადგან ყველაფერი მაქედან იღებს დასაბამს.