http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/60...li-nishani.htmlვერძი - ასტროლოგები ამბობენ, რომ ვერძი თავით იმართება. ამიტომ ძვირფას ვერძებს ამქვეყნად ყველაზე მეტად დიახაც, რომ საკუთარი თავი უყვართ. ოღონდ საკუთარი თავი ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით - ალბათ ვერსად იპოვნით ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანს, საკუთარი ვარცხნილობით რომ არ იყოს მუდმივად დაკავებული. ვერძისთვის ის თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად, ძალზე მნიშვნელოვანი თემაა. ეს ადამიანები არ ერიდებიან ნოვატორულ მეთოდებს ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ასეთივე სითამამით იმოსებიან და ატარებენ ორიგინალურ აქსესუარებს.
ყველაზე დახვეწილებიიიი
* * *
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან საუკეთესო ჯანმრთელობითვერძი - ცეცხლის სტიქიის პირველი ნიშანია. მასში ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის ჟინი გასაოცარი სიძლიერითაა გამოხატული. ვერძები ვერ ეგუებიან უძრაობასა და უმოქმედობას, ამიტომ ძალზე ხშირად ახერხებენ ნებისმიერი სირთულის დაავადება ფეხზე მოიხადონ, ყოველგვარი ექიმის ჩარევის გარეშე. ამასთან ერთად, გააჩნიათ საოცარი რწმენა იმისა, რომ მათ ვერც ერთი დაავადება ვერასოდეს მოერევათ. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს არის კიდეც ასე.
ზოდიაქოს ნიშნები რომელთაც მარტივად გამოსდით იპოვონ ცხოვრებაში ბედნიერებავერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა, ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრს, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გაიტანოს გოლი. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის ჟინი ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
სულიერად ყველაზე ძლიერი სამი ზოდიაქოს ნიშანივერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მუდმივად ორიენტირებულია წინსვლასა და განვითარებაზე. ვერძები ბუნებით მებრძოლები არიან, ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა წაიქცნენ ცხოვრების გზაზე ისინი მუდამ პოულობენ ძალას, ფეხზე წამოდგნენ და ძველებურზე უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ გზა ნათელი მომავლისკენ, რომლისაც მათ უპირობოდ სჯერათ.
პ.ს
ვერძებიიიი, ყველაზე ჯანმრთელები, ყველაზე ბედნიერები და ყველაზე ძლიერები
იყოს ეს ინფორმაცია მაინც აქ, რომ არ დაავიწყდეთ სხვა ზოდიაქოს ნიშნებს ვინ არის მთავარი
დავუხეთქოთ ბოღმით გულები