ჰე...ჰე...ჰე...
ონავარო, საკმაოდ საინტერესო თემას შეეხე. მოკლედ, ჩემი ბაბუა იყო იმერელი,კერძოდ ჭიათურიდა. თუ გქონია შეხება იმერლებთან გეცოდინება,როგორი იუმორის პატრონი არიან. ხოდა, ბაბუაჩემი როდესაც აბარებდა უნივერსიტეტში ( აგრანომი უნდა გამხდარიყო) კინოში ნახა ფანტომასი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლუი დე ფიუნესმა და ამიტომ მიზნად დაისახა გამხდარიყო ჭიათურელი ლუი დე ფიუნესი. მაგრამ არც სიმაღლე და გარეგნობა უწყობდა ხელს (მაღალი და მეტისმეტად სიმპათიური ყოფილა ) და იმერელის პირობაზე ცუდი იუმორი ჰქონია. თუმცა, მაინც თავისი გაიტანა და ქუთაისის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მისგან კარგი იუმორისტი ვერ დადგა,მაგრამ ვაჟკაცი და ახოვანი მამაკაცების როლს, მშვენივრად ასრულებდა.
ერთ მშვენიერ დღეს გაიცნო ბებიაჩემი,რომელიც თბილისში საკმაოდ ცნობილი ექიმის ერთადერთი ქალიშვილი გახლდად. შეუყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ პაპაჩემს უთქვამს, ვიღაც იმერელ ცირკაჩს ჩემს პრინცესას არ გავატანო. ბაბუაჩემი მისულა და ქალიშვილის ხელი უთხოვია. პაპაჩემმა ერთი პირობით გაგატან მარტო,ოღონდ კაცური სიტყვა უნდა მომცე თუ ვერ შეასრულებ ჩემს პირობას შეეშვები ჩემს გოგოს და დაივიწყებო. ბაბუაჩემი დათახმებულა. პირობა იყო ასეთი: ბაბუას თავისი სამსახიობო ნიჭი უნდა გამოევლინა და იუმორის დონე თავის ერთ-ერთ გამოსვლის დროს სცენაზე უნდა ეთქვა ისეთი რაღაც,რის შედეგადაც მთელი დარბაზი დაიწყებდა სიცილს. თურმე პაპაჩემი ყურამდეც მისულა ის ამბავი,რომ ბაბუას იუმორთან მყრალად ჰქონდა საქმე.
მოკლედ, ცოტა გამიგრძელად ასეთი რამე მოხდა: ბაბუაჩემის თეატრი გასტროლებზე იყო თელავში და სწორედ მაგ დროს გადაწყდა პირობის შესრულება. გამოდის ბაბუა თელავში და პაპაჩემი აკვირდება კულისებიდან. იწყებს ბაბუა ასე: ჩემი კახელებო, კარგი ღვინო გაქვთ,მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმერულ ღვინოსთან ახლოსაც ვერ მოვა კახურიო. ხოდა, კახელებს აუტყდად სიცილი. მთელი დარბაზი არ ჩერდება. ვინც-ეს რას ამბობოსო. ვერც კი გაბრაზდენ

რაღა დარჩენოდა პაპაჩემს გაატანა ბებიაჩემი ცოლად და ასე გახდა მისი სიძე იმერელი კაცი. მერე კი ამბობდა ბებო დანანებით: ნეტე იუმორი გქონოდა კარგი და მამაჩემს სხვა რამეში ჩაეჭარიო,მაგრამ ბაბუა ისეთი თვალები დაუწყებდა ყურებას,ეგრევე ჩახუტების სურვილი უჩდებოდა <3
ხოდა, ყველა მეუბნება ბაბუას ჰგავხარო. დღევანდელ დღემდე მეგონა მარტო ვიზუალით ვგავდი და თურმე ნუ იტყვი კიდევ მქონია საერთო ბაბუასთან.
მადლობა თვალი რომ ამიხილე ონავარო.
ისე, ჩემი ფოტო რომ დავდო, წარმომიდგენია შენი რეაქცია: ჯერ კბილს გამკრავ გარეგნობაზე და გულში გაიფიქრებ: ეხ რატომ ვბუტბუტებდი სულ პმზე და უამრავ სისულელეზე...ასეთი ბიჭი მყავდეს გვერდით და პმს კი არა, თავსაც დავივიწყებდიო. შედეგ ისევ ასლუკუნდები და ტკბილეულს გაავლებ მუსრს და რამე სულელურ რომანტიკულ ფილმს ჩაუჯდები <3
any_bodyარც მე მეცნობი. რა გქონდა ადრე ნიკი თუ არ იმალები