Mulanოხ, ჩემო ძვირფასო ონავარო!
როგორც ჩვენს პრეზიდენტს ქალბატონო სალომეს დამხეცებული აქვს ენაი ქართული, ისე შენ ხარ ზრდილობაშ მოწოდების სიმაღლეზე.
ზოგჯერ ვფიქრობ, მოგზავნილი ხომ არ ხარ სხვა ზოდიაქოების მიერ, რათა სახელი გაუტეხო და შეუბღავლო მერწყულ ქალბატონებს. გამიგონია მერწყლი ქალები გამოირჩევიან ინტელექტით, მოხერხებულობით და რაც მთავარია, შესანიშნავი დიპლომატები არიანო. შენ კიდევ, პატარა ბავშვივით მოგდის გული, რომელსაც ნაყინი წაართვეს. არ ჯდები ერთი შეხედვით მერწყულის ქალის აღწერაში. მაგრამ შემდეგ გამახსენდა სადღაც წერდი მთვარით თევზები ვარო, ხოდა ვოლა… ყველაფერი დალაგდა… ვიცი მთვარით თევზები,როგორი ბუნჩულა ხალხია; ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, გაუთავებლად სლუკინებენ და შემდეგ ტკბილეულით იმშვიდებენ თავს... განსაკუთრებით ქალები გამოირჩევიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ, ერთი შეხედვით ალქაჯები არიან, კომპრომისზე სამსახურში იშვიათად მიდიან, არ უშინდებიან ახალ გამოწვევებს და მამაკაცების საზოგადოებაში ცდილობენ თავიანთი პალაჟენიების დაყენებას… მაგრამ გულის სიღრმეში, ისეთი რომანტიკოსები, ბუტიები და ძალიან თბილი და მოსიყვარულე არსებები არიან, მეტი რომ არ შეიძლება…
მოდი ეს შენი ჯუჯღუნი და არაადეკვატური- ზედმეტად ემოციური და მტრის ხატის შექმნა, მთვარე თევზებს დავაბრალოთ
დღეს სამსახურში საკმაოდ რთული დღე მქონდა, ჩემო დუდღუნა, ონავარო!
ერთი მერწყული გოგო მყავს თანამშრომელი და დღეს ერთ ბიჭთან მოუვიდა კამათი.
მოკლედ, ამ ყველაფრით ისარგებლენ ორმა სხვა თანამშრომელმა ბიჭმა და ამ გოგოსთან ქულები რომ დაეწერათ, იმ საწყალ ბიჭს დაეძგერენ.
ეს მერწყული გოგო მადლობას უხდიდა ამ ორ თვალმაქც როჟას…
მე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, კაცებს რატომ არ გვაქვს მამაკაცური სოლიდარობა და გოგობს იმის მიხვედრის უნარი ვინ არის კარგი ტიპი და ვინ არა.
გაცილებით უკეთესი იქნებოდა სამყარო, ალბათ ტყუილებით რომ არ ვაბოლებდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, თუმცა ვინ იცის.
ეხ, ჩემო, ზრდილობიანო ონავარო!
ზედმეტად ბევრი მოვყევი, მთვრალი კაცის არ იყოს.