მხოლოდ მზის ნიშნით სისულელეა ადამიანების შეფასება, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჩემს ნაცნობ მზით მერწყულებს ბევრი საერთო თვისება აღმოვუჩინე და დავწერ აგერ, ოღონდ სერიოზულად არ მიიღოთ, როგორც ხუმრობა ისე შეხედეთ.

აი, ყველა ჩემი ნაცნობი მერწყული არის ზედმეტაც დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე, ზუსტად ისეთ ნიღბებს ატარებენ, როგორიც მათ საზოგადოებაში პოპულარულს გახდით, ანუ, მორგებული აქვთ ზედმეტად ენერგიული, მხიარული და სოციალური ადამიანის იმიჯი, მაგრამ რომ დაუმეგობრდები, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ენერგიულობა, მხიარულება და სოციალურობა სადღაც ქრება, მოკლედ, სახლში მუდოები არიან, სასაცილოც კია იმდენი საერთო თვისება აღმოვუჩინე მზით მერწყულებს. საუკეთესო მეგობარიც მერწყულია, სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს დებს, როცა რეალობაში სხვანაირია, ანუ, განა ცუდია, უბრალოდ, ნიღბებს ატარებს, მე კიდევ, ბუნებრივობა მიყვარს.
კიდევ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ემოციურებიც არ არიან, არც უყვართ ემოციები მგონი, არადა ემოციებშია მთელი ეგზოტიკა, ეჰჰ, ამას კიჩხიბის გარდა ვინ მიხვდება.

თავისუფლების მაყვარულები არიანო მერწყულებიო, რომ გაიძახიან, საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულება თავისუფლებაა? მე, კირჩხიბი, უფრო ვარ მერწყული, ვიდრე ეგენი.
ჩემი აზრით, ყველაზე კარგია, როდესაც, პირად რუკაში, ადამიანის ურანი უასპექტებს სხვა პლანეტებს, ასეთი ხალხისთვის უფრო შემიმჩნევია თავისუფლებისმოყვარეობა, ვიდრე იმათთვის, ვისაც მხოლოდ პლანეტები ჰყავს მერწყულში.
ჰა, რეალობა სწორად ავსახე?
This post has been edited by blue15 on 2 May 2019, 10:49