ქალწულობის ბრალია ესეიგი არაფერი რომ არ მაკმაყოფილებს ცხოვრებაში? ყველაფერი იდეალურად მინდა და გეგმის მიხედვით. ვერ შევეჩვიე რომ არ ხდება ასე და იდეალურად არაა არაფერი

ამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ ამერიკაში წამიყვანა. ეხლა იმედი მაქვს იქ მაინც ვიპოვი ჩემს თავს. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება სადაც წავალ თხის რქის იქით გზა არ მაქვს .
მოკლედ არვიცი როგორ უნდა ვიყო ბედნიერი ვერ გავიგე
ბოლოდროს ცინიკურიც გავხდი მგონი ცოტა და აბსურდამდე მიმყავს ბევრი რამე. მეცინება ადაიამები რაღაცას რომ მისდევენ და რაღაცაზე გიჟდებიან. იმაზეც როცა ადამიანი რამეზეა დამოკიდებული.
კიდევ უაზრობად მეჩვენება ბევრი რამე რასაც ადამიანები აკეთებენ. მოკლედ მინდა მეც ისეთი ვიყო როგორც ყველა და ეგეთი დებილობები მახარებდეს რაც იმათ

და მაღაზიაში როცა რამეს ვყიდულობ უკან რომ დევს იმას არ ვიღებდე რამე ნაკლი არ ქონდესთქო რაც არის ისიც მაკმაყოფილებდეს

ჩემი თავის მიმართაც ასე ვიყავი ეხლა თანდათან ვაფასებ საკუთარ თავს. რარაც იდეალურს მოვითხოვდი არადა რა პრეტენზია მქონდა ეხლა უკვე ვეღარ ვხვდები ცოტა ამეხილა ეტყობა თვალი

რახან ასეთებზე დავიწყე ფიქრი ესეიგი მეშველება რამე
თქვენც ასე ხართ თუ მე 100 % იანი ქალწული ვარ და არაფერი აღარ მეშველება?