B.I.G.PAPPA
რა იყო, ვინმეს არ მოგწონთ ჩემში შემოქმედის განწყობა?
.........
LTC100ასე ყველას უნდა თავისი ფული. 10 წლისა ვიყავი, როცა ჩემი ჰობი იქცა ბიზნესად, ჩემგან დამოუკიდებლად.
მაიტერესებდა ამა თუ იმ სამოსის ესკიზების ხატვა (ჩემთვის ვთამაშობდი, არაპროფესიონალურად რასაკვირველია), მერე ჩემი დიზაინით საკუთარი ხელით მოდელების შექმნა - ვქსოვდი, ვკერავდი, ვაქრგავდი. ეს ყველაფერი ჩემმა დიდმა ბებოებმა და დედამ მასწავლეს. ქუდები, შარფები, ხელჩანთები მიყვარდა და საერთოდ აქსესუარები განსაკუთრებით.
როცა პირველად ჩემი ნახელავი ნახეს, რომელსაც თავად ვატარებდი, შეკვეთა მომცეს მშობლებმა მათი შვილებისთვის და საჭირო მასალებით მომამარაგეს. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე... სრულიად შემთხვევით იქცა ჩემთვის სასიამოვნო გასართობი ჩემი შემოსავლის წყაროდ. მოკლე პერიოდში იმდენად მოთხოვნადი გახდა ჩემი საქმიანობა, რომ მარტო ფიზიკურად ვეღარ ავუდიოდი შეკვეთებს. დედა მეხმარებოდა ძალიან, როგორც ყოველთვის და ყველაფერში მიგებდა, ჩემს ყველა ინიციატივას უჭერდა მხარს და მფარველობდა ფიზიკურად, მორალურად, ინტელექტუალურად, შემოქმედებითად. ხან ღემეების გათენება გვიწევდა, რომ მოგვესწო დაკვეთის შესრულება. თავიდან მამა საშინლად ბრაზობდა და კატასტროფულად აპროტესტებდა ამ ყველაფერს: "რა სჭირს ჩემს ცოლ-შვილს საიმისო, რომ თვალები ამოიღამონო." დედა პასუხობდა: "გაუშვი, ხომ არ აფუჭებს, აკეთებს. ნუ უშლი, შრომობს, ხომ არ იპარავს. რაც მოსწონს ზუსტად იმ საქმით უნდა დაკავდესო." მოკლედ, როცა გავიაზრეთ მე და დედამ, რომ მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, ჩვენ ორნი ვერაფერის ვეღარ ვასწრებდით, ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები ჩავრთეთ საერთო ბიზნესში. მე ჩემი რამოდენიმე მეგობარი მხატვარი მეხმარებოდა, ისინი ჩემგან განსხვავებით პროფესიონალურად ფლობდნენ ფერწერას. მამამ დაინახა, რომ აღარ ვხუმრობდით და "დაგვნებდა", აღარ ეთაკილებოდა. მალევე, საკუთარი ინიციატივით აღგვჭურვა ტექნიკური რესურსებით, მერე კი ქვეყნის გარეთ გაიტანა ჩვენი ნამუშევრების ესკიზები. საექსპორტო და საგარეო საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგებაში გვეხმარებოდა.
მერე დაიწყო არეულობა, საომარი ვითარება საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენი არტ-სახელოსნოს საქმიანობა იმ პერიოდშიც წუთითაც არ შეჩერებულა. ძირითადი ორიენტირი საბავშვო სამოსისა და აქსესუარების დიზაინზე გვქონდა აღებული.

.........
საერთოდ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძლზე, ჩემი არც ერთი ინტელექტუალური ქმნადობის პროდუქტი (არც ნახელავი) ფურთხით არ შემიქმნია. ყველა მათგანში საკუთარი სულის ნაწილები და რაც მთავარია, უკვდავება ჩავდე ზეგონთან თანაზიარობით. იმიტომ, რომ კლასი ვარ! დიახ, ყველაფერი, რაშიც ჩემი ხელწერაა, განუმეორებელი და უნიკალურია. ამიტომაც ვიზიდავ მაგნიტივით ამდენ პათოლოგ, მანიაკ მკვლელს, ამდენ პლაგიატს, მძარცველს, თაღლითს, ვამპირსა თუ შურით სავსე სულწამხდარ არსებას.
მე შემოქმედი ვარ, ჩემზე უკეთ არავინ იცის რა არის სწორი და რა - არა.
ვერც ერთი უგუნური ქიჩმაჩი, რომელიც ჩემში შემოქმედის მოკვლას ცდილობს და ვერც მისი რომელიმე დაქირავებული მკვლელი ჩემს წინ ვერ დადგება. ამიტომ ჩემს ყველა ქმნილებას დავიცავ, ყირაზეც რომ მოუწიოთ ზოგიერთებს გადასვლა. დავიცავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, რაც არის კიდეც ჩემი კოსმიური მისია.
.........
მარიამობას გილოცავთ მოგვიანებით ქალწულებო.
დღეგრძელობას, მზეგრძელობას, წარმატებებს, რწმენას, სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

))
This post has been edited by Catherina on 22 Sep 2018, 20:35