ქალწული ვარ და ასე ხართ ვინმე? გართობას ტუსოვკებზე სიარულს და აშშ მირჩევნია მარტო ვიყო და რამეს ვაკეთებდე თუნდაც სამსახურში რაღაც ხალხში ვერ ვერთობი. ჩემს გარშემო ყველა ასეა მოდი ბიჭო დავლიოთ წამო უბანში გავიაროთ ვინმე ვნახოთ და ვცდილობ ყოველთვის ავირიდო ესეთი სიტუაცია და რამე სხვა გავაკეთო . როცა მარტო ვარ და რამეს ვაკეთებ პატარა ბავშვივით მიხარია
ფარნავაზი - ჩემნაირი ყოფილხარ

სამსახურში რომ მივდივარ ქუჩაში გოგოები რომ მხვდებიან ზედ ვაფშე არც ვუყურებ სულ რომ ტიტველმა გაიაროს რეაქცია არ მაქვს. ვიღაცა რაღაც იარლიყს მომაკერებს ისახარო ესახარო მარა არა რაღაცნაირად ხამობად მიმაჩნია გოგო რომ გაივლის და თვალები რომ სცვივათ ბუდიდან ან დორბლები სდით პირიდან.
სულ ვარ ჩუმად სახლშიც არ ვლაპარაკობ და ყველა ისეა ჩემ მიმართ რატოარ ლაპარაკობ მუნჯი ხოარ ხარო ლაპარაკი დაგავიწყდებაო ენა შეგიხორცდებაო

უჟმური არვარ ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია დალაპარაკება საერთო ენის გამონახვა მარა ეს მაქვს რომ ბოლოს მაინც მარტო უნდა ვიყო სადღაცას კუთხეში და ვაკვირდებოდე შორიდან ყველაფერს

კიდევ ერთი სხვა რომ მეხმარება არ მომწონს რაღაცნაირად უცნაურად ვგრძნობ ხოლმე თავს და ვცდილობ რომ სხვა არ შევაწუხო მაგრამ როცა სხვას უნდა დახმარება ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ და სიამოვნებით ვეხმარები ხანდახან მგონია რომ შერეკილი ვარ და სულაც არაა ზოდიაქოს ბრალი
ყველა ქალწული არაა მორცხვი ადამიანს გააჩნია. მეც მაქვს სიმორცხვე , მორიდებულიც ვარ მაგრამ ეს არის ჩემი იარაღი შინაგანად მაგარი თამამი გიჟი და გარყვნილი ვარ

მახსოვს ერთხელ შეყვარებულს დაბადებისდღეზე დიდი ფუმფულა სათამაშო ძროხა ვაჩუქე თვალებდაჭყეტილი მიყურებდა ვინც იქ იყო ეს ვინააო

ასევე გადაკიდება ვიცი საშინელი თუ ადამიანი არ მომხვდა თვალში კარგად ან ჩემთან მიქარა იმის საქმე წასულია ყველაფერს გავაკეთებ მის გასამწარებლად
მოკლედ ქალწულებს არ ენდოთ ჩათვალეთ ხელში პატარა გაფუჭებული წიკწიკა ბომბი გიჭირავთ და თამაშობთ
This post has been edited by Avitron on 17 Jan 2019, 15:46