უღიმღამობისა და სიბნელის ასოციაციას სიღრმის ფაქტორი განაპირობებს. თორემ არც ერთია, არც მეორე.
**********
ტესტი ქალწულებს
მე მინდა ჩემმა საყვარელმა მერკურიანელება წაიკითხონ ტექსტი, რომელსაც მივაწვდი, დეტალურად შეისწავლონ, ანალიტიკურად განჭვრიტონ და დადონ საკუთარი დასკვნები.
მაშ ასე, დღის წესრიგშია პორბლემა:
https://mdageorgia.wordpress.com/2009/02/12/091/მომხმარებელთა პერმანენტული უკმაყოფილება “09”–ის მიმართ
"ბოლო 2 წლის განმავლობაში პერმანენტულად გამოიხატება მომხმარებელთა მასიური უკმაყოფილება “საინფორმაციო სამსახური 09” მომსახურეობის მიმართ. მომხმარებლები ან არ აღიარებენ მათზე დარიცხულ გადასახადს, ანდა პრეტენზიას გამოთქვამენ მიღებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვესმის, რომ შესაძლებელია არსებობდეს ტექნიკური წუნის გარკვეული რაოდენობა, ასევე კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციაც შეიძლება მოძველდეს და შეცდომა გაიპაროს, მაგრამ კომპანიის გაუმართავი მუშაობით მომხმარებელი არ უნდა ზარალდებოდეს.
კომპანიაში უნდა ფუნქციონირებდეს მოქნილი და ეფექტური საპრეტენზიო განყოფილება, რომელიც ოპერატიულად, მომხმარებლითვის მინიმალური დანახარჯებით მოახდენს პრეტენზიებზე რეაგირებას. სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით “საინფორმაციო სამსახურ 09” –ზე. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი მომხმარებლის პრეტენზიის შემთხვევაში წარმოადგინონ განხორციელებული ზარის ჩანაწერი და ასეთის არ არსებობის, ან არასწორი ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში გააუქმონ დარიცხული გადასახადი.
ჩვენ არ გვაქვს საბაბი ეჭვი შევიტანოთ ამ განცხადების სისწორეში, მაგრამ პროცედურის სირთულე და შესაძლო დანახარჯები, რომელიც უნდა გაიღოს მომხმარებელმა პრეტენზიის წარსადგენად ხშირად უაზროს ხდის სადაო დარიცხული გადასახადის ანულირებასაც კი.
მაგალითად: მომხმარებელს, რომელსაც დაერიცხა გადასახადი 3 ლარი და მისი აზრით ეს უსამართლოა, არ აქვს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი პრეტენზია ტელეფონის მეშვეობით. იგი იძულებულია მივიდეს კომპანიის ოფისში, რომელიც მდებარეობს არც თუ ქალაქის ცენტრში. ტრანსპორტის ფულის დანახარჯების გარდა მას უწევს საკმაო დროის დაკარგვა მგზავრობასა და შიდა პროცედურების მოგვარებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად მომხმარებელმა მაინც თუ გადაწყვიტა პრეტენზიის წარდგენა ის ამას ვერ მოახერხებს, თუ ის უმუშევარი ან პენსიონერი არ არის, რადგან საპრეტენზიო განყოფილება მუშაობს მხოლოდ სამუშაო დეღეებში და საათებში. ადვილად წარმოსადგენია რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი, რომელმაც უნდა დახარჯოს ამდენი დრო, ენერგია, ფული ხშირად არჩევს გადაიხადოს დარიცხული გადასახადი, 1, 2, 3, ან 5 ლარი თუნდაც ეს მას უსამართლოდ ეჩვენებოდეს.
საინფორმაციო სამსახურის საპრეტენზიო განყოფილებას თვეში საშუალოდ 90 მომხმარებელი მიმართავს. თუ გავითვალისწინებთ პროცედურის სირთულეს და დარიცხული თანხის მეტ–ნაკლებად უმნიშვნელობას, მაშინ პრეტენზიის გამოსახატად მისულ მომხმარებელთა რიცხვი შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდია!
ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ აღნიშნული გართულებული პროცედურით კომპანია ცდილობს მაქსიმალურად ნაკლებმა მომხმარებელმა მოახდინოს რეაგირება სადაო გადასახადზე და ამით გაზარდოს თავისი შემოსავლები.
მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია მოუწოდებს “საინფორმაციო სამსახურ 09” დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რათა მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვა მოხდეს მოქნილად და ეფექტურად. მათ შორის უფასო ტელეფონის მეშვეობით. საპრეტენზიო განყოფილება განლაგდეს ქალაქის ცენტრში, სასურველია ცენტრალური ფოსტის შენობაში, იქ სადაც მომხმარებლებს უწევს თანხის გადახდა და სამუშაო საათებიც განისაზღვროს მომხმარებლისათვის მოსახერხებელ დროს.
მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია მიმართავს მომხმარებლებს, ვისაც დაერიცხათ გადასახადი აღნიშნული კომპანიისგან. თუ ისინი უსამართლოდ თვლიან ამ გადასახადს, აუცილებლად მიმართონ კომპანიის საპრეტენზიო განყოფილებას, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც არ დარწმუნდებიან გადასახადის სამართლიანობაში მათ აქვთ სრული უფლება არ გადაიხადონ გადასახადი, დაელოდონ სასამართლოს და იქ დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე."
მე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, მინდა დავინახო თუ როგორ ვითარდება თქვენში აზრთა მიმართულება, განფენილობა, სიღრმე, ერთი სიტყვით მინდა გავარკვიო რა ტიპის მექანიზმებს მიმართავთ პრობლემის კვლევისას, ამასთან ანალიტიკურ პროცესში მხოლოდ IQ-ს იმედზე ხართ თუ ემოციური ინტელექტსაც ფლობთ მასთან ერთად და ა.შ..
მართლა ძალიან მაინტერესებს თუ როგორ მუშაობს მერკური ქალწულის ნიშანში და რითი განსხვავდება ის მერკურისგან, რომელიც მართავს ტყუპებს.
This post has been edited by Катеньки on 16 May 2017, 13:09
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.