მე თუ მკითხავ მიკარების მერეც არ უნდა ენდო გულუბრყვილოდ :დ :გახუმრება:
მთავარია სინათლე და სიძლიერე შენში.. დანარჩენი გვარდება მაინც )))))
ამ პოტში არის კარგად აღწერილი პლანეტების მიხედვით, თხის რქის ფსიქოტიპის დინამიკები , (მთვარე, იუპიტერი, მარსი, ნეპტუნი და ა.შ.) რა რატომ ხდება. მუშაობა სჭირდება თავს, პლანეტები უნდა დაამუშაო :დ + საინტერესო პროცესია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
განვითარებული თხის რქა მატერიალური ობიექტებისა და გარეგანი სიუჟეტების მიღმა ხედავს მათ აზრს ფაქიზ სამყაროში და შეუძლია საქმეს ისე გაუკეთოს ორგანიზება, რომ ყველა მონაწილეს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოსდა ისინი დაკავებულნი არიან გააზრებით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერსო საქმიანობით და თუმცა თავად მათი რეალობის გააზრება-მოფიქრებულობა განსხვავებულია (დამოკიდებულია ევოლუციური დონეზე), ხოლო მათ მიერ დანახული მიზნები არაა შეთანხმებული, ერთობლივი საქმიანობისას თითოეული მათგანი სულიერად იზრდება და ერთად ზრდიან კოსმოსის წესრიგსა და ჰარმონიას.
ნათელია, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულის მიხედვით, დაბალი და საშუალო თხის რქა, ჩვეულებრივ, მოქუფრულია და მიდრეკილია მოსაწყენობისკენ. სხვა მხრივ, თხის რქა _ ბუნებით მანიპულატორია და, დაბალ ოქტავაში, მიდრეკილია ენერგეტიკული ვამპირიზმისკენ; ამასთან ერთად, ერთია, კირჩხიბის და მორიელის სადიზმი მისთვის დამახასიათებელი არაა, ის ძალიან რაციონალურ-მენტალურია. ფსიქოლოგიური თვალთახედვიდან, თხის რქას უჭირს ცეცხლისა და წყლის ნიშნების შინაგანი და გარეგანი ემოციონალურობის გაგება; მაგრამ მას შეუძლია საკუთარ თავში რამენაირად მოახდინოს მათი ფსიქიკური სიმყარის მოდელირება და ამის შემდეგ ძალიან ნორმალური (კარგი თუ არა) პრაქტიკული ფსიქოლოგი დადგეს, რომელსაც შეუძლია არ ჩაერთოს პაციენტის ემოციურ პრობლემებში, მაგრამ დაინახოს მისი შინაგანი წყობა და ზუსტად მოახდინოს ქვეცნობიერის პროგრამების კორექცია.
სატურნის მმართველობა მაღალგანვითარებულ თხის რქას აძლევს სიბრძნეს, წინდახედულობას და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია მისი მარტივი ამოცანების გადასაწყვეტად. მართავს რა სივრცესა და დროს, სატურნი თხის რქას გამოვლენილი სამყაროს გაცნობიერებულ მმართველად ხდის, რომელიც ევოლუციამდე მიჰყავს. სატურნი თხის რქას ხდის დისციპლინირებულსა და ასკეტურს, ხშირად საკუთარი გარეგანი სახის მიმართ სრულიად გულგრილს, თუმცაღა მკაცრი მუქი ანდა შავი კოსტუმი-სამეული, ერთფეროვანი ჰალსტუხით, არაჩვეულებრივად უხდება მის სახეს. მხოლოდ ერთია, საკუთარ ასკეტიზმს თხის რქა ავრცელებს ძირითადად მხოლოდ საკუთარ თავზე, რამეთუ ფანატიზმი, რაც არ უნდა იყოს, საერთოდ არ ახასიათებს, მაგრამ სამყაროზე ირიბად ზემოქმედებისკენაა მიდრეკილი, რაშიც ასევე აისახება სატურნის სიბრძნე, რომელსაც გამუდმებით შეუძლია გადაითამაშოს და გვერდი აუქციოს აგრესიულ სწორხაზოვან მარსს.
ამავდროულად სატურნი თვალყურს ყურადღებით ადევნებს იმას, რომ თხის რქა არ დარჩეს სამუშაოს გარეშე და მუდმივად უქმნის სხვადასხვა დამაბრკოლებელ გზებს, ასე ასწავლის შეუწყვეტელ მანევრირებას დროსა და სივრცეში, ნაწილობრივ, ასევე _ მუშაობას დაბალ ენერგეტიკასთან და აუტანელ პირობებში. სატურნი მაღალ განვითარებულ თხის რქას აძლევს პრაქტიკულ სიბრძნეს (მშვილდოსნის თეორიული სიბრძნისგან განსხვავებით), რომელიც (თვლის რა სატურნი) მხოლოდ საველე პირობებში პირადი გამოცდილებით მიიღწევა. ამიტომაც აქ დიდი კონტრასტია თხის რქის ცხოვრების დასაწყისში და სიყმაწვილეში (30 წლის ასაკი), როცა ის მთლიანად ჩაფლულია არსებობის პრობლემებში, იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას (რაც მისთვის, შეიძლება, რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშნისთვის), და თხის რქა, მოწიფულ ასაკში გარდაიქმნება მახინჭი გედის ჭუკიდან ბრძენ, ლამაზ, შავ გედად.
მაგრამ, მიუხედავად ცხოვრების მთელი ხილული სიმძიმისა, თხის რქა ძალიან იშვიათად ტყდება. მას შეუძლია დიდი ხნით მოთმენა, გარემოებების სიმძიმის ქვეშ ქედის მოდრეკა, მაგრამ როცა ცხოვრება ძალიან აუტანელი გახდება, ის იხსენებს, რომ კარდინალური ნიშანია და თამამად და გადამწყვეტად ცვლის საკუთარ ცხოვრებას, იწყებს ახალი გზების ძიებას; ამასთან ერთად წარსულ ცხოვრებას სულში ხაზს კი არ უსვამს, არამედ განიხილავს როგორც ზევით მიმავალი, საერთო გზის მოსავლელ ნაწილს.
მთვარის ტყვეობა თხის რქაში ახდენს საკუთარი დაბალი “მე”-სგან თხის რქის გადგომილების და მაღალ მიზანზე დაქვემდებარებულობის სიმბოლიზებას. თხის რქა არ ენდობა საკუთარ ქვეცნობიერს, ის მას ძალიან ცხოველი და მგრძნობიარე აქვს, ამიტომაც მისი პირველი რეაქცია _ საკუთარ თავში დათრგუნოს მთვარე, ანუ ქვეცნობიერის პროგრამების ცხოვრების მხარდაჭერა და მისი ძირითადი ემოციონალური ფონი, თვლის მათ დაბალ, არასაჭირო და ძირითადი პროგრამების გატარებისთვის ხელის შემშლელად. სინამდვილეში კი თხის რქა ძალიან დაუცველი და მგრძნობიარეა, მაგრამ სატურნი მას არ აძლევს ამის გამოვლენის საშუალებას და უფლებას (ემოციური ასკეტიზმი), თუმცაღა ამარაგებს განსაზღვრული დაცვით (სიხმელის ნიღაბი). სატურნის და მთვარის დაბალანსების სწავლა _ ერთ-ერთი მთავარი შინაგანი ამოცანაა თხის რქისთვის, ჩვეულებრივ, ხისტად, წინააღმდეგობრივად დაკისრებული ვალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და სურვილის შესრულებისა. ამავე დროს, ცუდი დამუშავებისას, სიმბოლურად დატყვევებული მთვარის შემთხვევაში, თხის რქა ხდება უგრძნობი და შეუბრალებელი გარშემომყოფების მიმართ, რომელთა განხილვასაც იწყებს, როგორც ზარმაც და არაფრის მომცემ სიბარიტებად (სიბარიტი, ბერძნული სიტყვაა, ბერძნულ კოლონიას ერქვა, რომელიც განთქმული იყო, სიუხვითა და ფუფუნებით, აქ კი ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ (ანდა უყვართ) ფუფუნებაში, სიმდიდრეში), რომლებიც ელიან სიამის გამორჩეულად დიდ ნაჭერს და ამ ნაჭერს ზვიგენის კბილებს ასობენ. განვითარებულ თხის რქას მთვარე გადაჭარბებულად ეხმარება, უზრუნველყოფს რეალობის ემპატიურ აღმქმელობას, ახდენს მისი, როგორც ქალური ნიშნის რეალიზებას, რომლის დავიწყებისკენაც მიდრეკილია თხის რქა. ამასთანავე, კარმული ამოცანის შესრულებისას თხის რქა არსობრივად მსუბუქდება, რამდენადაც რეალობის აღქმის გაზრდილი სიღრმე და სიგრძე, ზიგზაგებით ზევითკენ მიმავალ მის გზაზე, მკვეთრად მცირდება.
მარსის კულმინაცია განვითარებულ თხის რქას აძლევს ენერგიის მყარ წყაროს, რომელიც უნარჩუნებს საქმიანობას იმ პირობებში, როცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დახმარებას არსაიდან არ უნდა ელოდოს. ამავდროულად, ეს საერთოდ არაა ის ენერგია, რომელიც წარმოდგენილია დაბალი ოქტავის ცეცხლის ნიშნებში; ეს უფრო მეტად მაორგანიზებელი ძალაა, რომელსაც შეუძლია იმ სტრუქტურის და პირობების შექმნა, რომლებიც უმკლავდებიან ყველაზე უხეშ და დაუმორჩილებელ ნიშნებს და მათ ენერგიას იმ საქმეზე მიმართავენ, რომლითაც თხის რქაა დაკავებული.
როცა დაუმუშავებელ თხის რქას მარსი კულმინაციაში აქვს, ეს უფრო უარყოფითად უვლინდება, მისთვის გარეგანი და შინაგანი ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემომებების ძალით. მას სჭირდება იმის სწავლა, რომ ბედზე არ უნდა იწუწუნოს, ისწავლოს სამყაროს წვდომა, დაბრკოლებების გვერდის ავლა და გამოიყენოს წინააღმდეგობრივი და გამანადგურებელი ძალა კონსტრუქციულად, პრინციპში, რისი დიდი შესაძლებლობებიც აქვს.
მარსის კულმინაცია ახდენს თხის რქის ფარული ენერგიის წყაროების სიმბოლიზებას, რომლებიც, ამ უკანასკნელისთვის, არც ისე ადვილი აღმოსაჩენია, რადგანაც ისინი მხოლოდ მისი ევოლუციური ზრდის შედეგად იხსნებიან და თავიდან მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ძალა, თითქოსდა, საერთოდ აღარ დარჩა. სამაგიეროდ, როცა თხის რქა დაეუფლება მარსიანულ ენერგიას, იმდენად ფაქიზად იყენებს, რომ გარშემომყოფები მის შემჩნევას ვერ ახერხებენ (ასე რომ, ის არ იწვევს მათ წინააღმდეგობას), და მისი საქმიანობის ეფექტი სტოვებს სასწაულის შთაბეჭდილებას: აი, რატომაა, რომ სინამდვილეში ვერძიც კი უსმენს მას და საქმე ისე ორგანიზდება, თითქოსდა, ეს ჯადოქრობით, თავისით ხდება, ხოლო ვერძი მხოლოდ ძალას ემორჩილება...
იუპიტერის ვარდნა ახდეს თხის რქის პროგრამის სივიწროვის სიმბოლიზებას, მის კონკრეტულ-პრაქტიკულ მიმართლებას. თხის რქას ძალიან უჭირს იუპიტერის აბსტრაქტული, ფართე ხედვის აღქმა და, თავად იდეა დაუმსახურებელი წარმატებისა, მისთვის თავიდანვე უცხოა; მისგან უბერავს ქარაფშუტობისა და ამჩატებულობის ნიავი. ამიტომაც თხის რქას არც ისე განსაკუთრებულად უმართლებს, აქ მოქმედებს პრინციპი “ ჩვენ, მე და შენ, სასწაულების არ გვჯერა, ამიტომაც არ გვაქვს”, და როგორც ჩანს, მათ არც საჭიროებს.
მხოლოდ ერთია, განვითარების დოზით, იწყებს გაგებას, რომ სამყაროზე საკმარისი ფართო ხედვის გარეშე, ცუდად მოტივირებული ოპტიმიზმის (თუნდაც გარეგნულად მაინც), შემწყნარებლობისა და, არცთუ უმნიშვნელო და უკანასკნელ რიგში, წარმატების გარეშე, დიდი პროექტების განხორცილება არ შეიძლება და, რომ ყველა ეს საგანი დაკავშირებულია ერთმანეთთან. განვითარებული თხის რქა, მწარე გამცდილებით დარწმუნებული, რომ რას ნიშნავს ცხოვრება იუპიტერის დახმარების გარეშე, ელოლიავება იუპიტერისეულ ფართო ხედვებს, იდეალიზმსა და შემწყნარებლობას, რაც უფრო ძლიერ აფართოებს თხის რქის შესაძლებლობებს და ხშირად უჩვენებს ბედის ღიმილს.
ნეპტუნის ვარდნა ახდენს სირთულის სიმბოლიზებას, რომელთან ერთადაც თხის რქის გულში აღწევს კოსმიური სიყვარულის იდეა. იქ, სადაც გაჩნდა მიზანი, იქ, სადაც თხის რქასთან მთავრდება სიყვარული და იწყება სამუშაო, ხოლო (პრაქტიკული) მიზნის გარეშე ის საკუთარ თავს ვერ იაზრებს.
ახლობლის თანაგრძნობა და ალტრუიზმი, პირდაპირ უნდა ითქვას, _ ყველაზე ძლიერი შტრიხები არაა საშუალო განვითარების თხის რქისთვის. მხოლოდ ერთია, ამავდროულად ზუსტად კოსმოსი აყენებს თხის რქის წინაშე იმ მაღალ მიზნებს, რომელსაც ის ცუდად აცნობიერებს, თუმცაღა მთელი თავისი ცხოვრება მეთოდურად მისდევს და, რომელიც, სინამდვილეში, ზუსტად კოსმიური სიყვარულის პრინციპითაა ნაკარნახევი, მაგრამ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობის აზრი შეიცნოს და გააცნობიეროს, თხის რქას სჭირდება ფაქიზი სამყაროს სიღრმეებში (ანდა საკუთარ ქვეცნობერში) შეღწევა, რაც ძალიან დიდი ძალისხმევით უხერხდება, ის ძალიანაა ორიენტირებული მყარ ფორმებზე. მითუმეტეს, მისი მაღალი დანიშნულება _ კაცობრიობისთვის იყოს სულიერი მასწავლებელი _ დაკავშირებულია ზუსტად ნეპტუნის დამუშავებასთან.
თხის რქის სიტუაცია ტიპიურია დირექტორული თათბირისთვის, როცა ის მოადგილეებთან ანდა განყოფილებების უფროსებთან ერთად განიხილავს საწარმოს რეორგანიზაციის გეგმებს. აქ, უკიდურეს შემთხვევაში, ზედაპირზე, პირველ ადგილზე ამოდის საერთო საქმის ინტერესები, რომლებსაც ყველა იქ დამსწრე ემსახურება, პირად ურთიერთობებს, ემოციებსა და ვნებებს აქ ადგილი არ აქვთ.
თხის რქის სიტუაცია შეუბრალებლად და ცივსიხლიანად ანაწილებს ადგილებზე და ორგანიზებას უკეთებს ადამიანებს, ხელმძღვანელობს ეთიკით, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს ადამიანურობასთან, მაგრამ, ამავდროულად, არც არაადამიანურია: მინიმალური ზრუნვა ადამიანზე, როგორც ასეთზე, იქნება უზრუნველყოფილი, რათა მან შეძლოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
თხის რქის სიტუაცია განსხვავდება ქალწულის სიტუაციისგან იმით, რომ მეორე შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად შეიგრძნობს ფორმას, რომელთანაც მუშაობს, იმ დროს როცა პირველში ეს საერთოდ არაა აუცილებელი: დაბალი ოქტავის თხის რქის სიტუაციაში ადამიანი ნაწილობრივ შეიგრძნობს საკუთარ თავს უზარმაზარი მანქანის ჭანჭიკად, რომელმაც არ იცის რისთვის მუშაობს, მისთვის ეს გაუგებარია და ნათლივ არადამიანური კანონებია, მაგრამ აქვს მასზე მეტნაკლები ძალაუფლება. თხის რქის სიტუაცია მოიაზრებს იერარქიას; უკეთეს შემთხვევაში, უკანასკნელს აქვს სულიერი აზრი და ნებაყოფლობითია.
მზისეული თხის რქა , ეს საკუთარი და სხვისი შრომის მუდმივი და დაუღალავი ორგანიზატორია. დაბალ დონეზე ის ცდილობს მბრძანებლობას, ბრძანებების გაცემას, ისე რომ, არ ერკვევა საქმის არსში, მაგრამ ორიენტირებას აკეთებს მართვის ანდა ორგანიზაციის უკვე არსებულ ფორმალურ სქემებზე და არსებული ასპექტებისას (მაგალითად, სამხრეთის – დაღმავალი _ კვანძის ტრინი მთვარესთან) შეუძლია გახდეს სრულფასოვანი რეტროგრად-ადმინისტრატორი. ეს მდებარეობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თხის რქაში, როგორც ქალურ ნიშანში, მზეს აუცილებლად უწევს სრულიად ზუსტი და არაორაზროვანი (ეგრეგორის) ბრძანებების ლოდინი რაიმეს და, რაც არ უნდა იყოს, საქმის შესრულების წინ, ხოლო განსაკუთრებით ხანგრძლივი კარმული პროგრამების ჩამოყალიბებისას.
This post has been edited by teoj on 20 Apr 2017, 18:57