უცხოურ გვერდზე შემხვდა,ვთარგმნე და აქ წამოვიღე
თუ ზოდიაქოს ნიშანები ერთად იცხოვრებდნენ.
- ქალწული იღვიძებს 6.00 საათზე და იწყებს აბაზანის დასუფთავებით, შემდეგ შედის საშხაპეში. ის კბილებს იხეხავს და კბილის ჯაგრისს სტერილიზებულ პაკეტში აბრუნებს, სხვა მეზობლებისგან მოშორებით.
-დილის 6.15 საათზე თხის რქა დგება და გამორთავს ცხელ წყალს, ფულის დაზოგვის მიზნით.
- შემდეგ მერწყული დგება და დარბის 6,20 საათზე.
-სასწორი და ლომი უკვე სარკის წინ არიან და იბრძვიან დამატენიაბელი კრემისთვის.
-კურო საუზმობს ნუტელათი, პირდაპირ ქილადან, ხოლო მშვილდოსანი იღვიძებს 6.45 საათზე და ხელახლა ხსნის ცხელ წყალს.
-7.00 საათზე კირჩხიბი შემოდის სამზარეულოში და იწყებს საუზმის მომზადებას ყველასთვის.
-ამასობაში ქალწული ამზადებს რძეს და ყავას.
-ტყუპები ჯერ კიდევ საწოლშია, ამოწმებს ფეისბუქ ანგარიშს და ინსტაგრამის შეტყობინებებს.
-დილის 7.05 საათზე მორიელი აბაზანის კარს ანგრევს და სასწორსა და ლომს აგდებს გარეთ.
-დილის 7.10 საათზე ვერძი დგება საწოლიდან და 10 წუთში იღებს შხაპს, იცვამს, ჭამს და ტოვებს სახლს.
-7.15 საათზე კურომ დაასრულა ნუტელას ქილა.
-დილის 7.30 საათზე ისმის მერწყულის ლანძღვა, რომელმაც შხაპი ცივი წყლის ქვეშ დაასრულა, მას შემდეგ რაც თხის რქამ ცხელი ხელახლა გამორთო.
-7.45 საათზე ყველანი ტოვებენ სახლს.
-7.50 საათზე ტყუპები ბრუნდება, რომელსაც საფულე დაავიწყდა.
-8.00 საათზე თევზები იღვიძებს და ხვდება, რომ ის მარტო დარჩა და სახლშია გამოკეტილი და იწყებს ტირილს.
This post has been edited by Crøs on 1 Oct 2021, 01:31