10 სახლის კუსპიდთან ტრინს ქმნის, მაგრამ სახლი ცარიელია ((
ზოგადად სპორტში არ გამიმართლა, ცალკე სკოლა, მოკლედ არც დიდი ნიჭი აღმომაჩნდა რა დასამალია და არც ფიზიკური მდგრადობა, ცოტა სუსტი ვარ, თან არასწორი ვარჯიშების შედეგად გულის კუნთი დავიზიანე ეტყობა და მალე ვიღლებოდი, რაც არ იყო ჩემი საქმე შევეშვი რა. ვენერასთან შეერთებაშია ჩემი მარსი, გარდა ამისა ლილიტიც ასევე იგივე სახლშია და ჯანმრთელობის მხრივაც გართულებებს მოვერიდე.
საკმაოდ კარგად აღწერე, მადლობა გამოხმაურებისთვის.

თუმცა ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, კონკრეტულად სხვადასხვა სახლის მხარდაჭერას მე მაინცდამიანც (არვიცი, უბრალოდ ჩემი აზრია) დიდად გადამწყვეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, თუ არის ჯანმრთლობის მდგრადობა და არ უშლის დაძაბული ასპექტები, უკვე სპორტისკენ გზა ხსნილი აქვს, მეორე გადამწყვეტი საფეხური უკვე ნიჭებია, მესამე უკვე ფორტუნა რამდენად გაუღიმებს.
არადა, ბავშობაში ფეხბურთზე საერთოდ არ მინდოდა სიარული, უბრალოდ უნაბში ვერთობოდი და ყველაზე კარგი გართობის საშუალება ალბათ ყველასთვის ეს იყო და არის. მანამდე კარატეზე უფრო მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ შემიყვანეს (აი დღეს, აი ხვალ), მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ჩემი "კარმის/ბედისწერის/ბედის" შედეგი უფროა, ვიდრე უბრალო "ასე მოხდა", ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება რთული ტრავმები მიმეღო და სერიოზული დაზიანები შეიძლება გამოეწვია, მოკლედ ერთია სურვილი, მეორე სწორი გადაწყვეტილება, ასე რომ მე ამაშიც სწორ გადაწყვეტილებას ვხედავ, ფეხბურთზე შემეტყო, რომ ჩემი საქმე არ იყო, კარატე ისეთი სპორტია, ერთი შეცდომა და შეიძლება მთელი ცხოვრება სერიოზული პრობლემით დარჩე, თან ჩემი ლილიტის გადამკიდე, ზოგადად ქრონიკული დაავადებების დიდი ალბათობებია.
ასეთი რამეც მაქვს წაკითხული, დაოჯახების შემდეგ ვენერა და მარსის ასეთი მდებარეობის შედეგად კანის დაავადებები ქრებაო, უბრალოდ ხშირად მქონია მსგავსი მცირე სახის პრობლემები, ალერგიები მტვერზე და ა.შ. რომ უცებ დამართნია და მალე მომირჩენია, რაღაც თუ ყურადღებას არ ვაქცევდი, ქრონიკულად სულ მაწუხებდა. ანუ ჯანმრთელობის მხრივ მიქმნის პრობლემებს, თან ცოტას ვზარმაცობ არ ვარჯიშობ და ერთი კარგი მდედრი ცოტას გამომაფხიზლებდა ამ კუთხით. :დ
ერთი შეკითხვაც მექნება, თუ თავს არ შეგაწყენთ, რომელ მარსს ან ვენერას ამჯობინებდით თქვენ, მეორე ნახევრის რუკაში, ჩემი ამ მდებარეობის მიხედვით?

ნუ მე კი მაქვს ჩემი ვარაუდები, უბრალოდ არის მარსის მდებარეობები, რომელიც საკმაოდ ვერ ეწყობა (იგივე სექსში, სპორტში, ხასიათებში, ზოგადად მარსის სფეროებში, დრაივში და ა.შ.), ვფიქრობ ცეცხლი და ჰაერი, მიწას და წყალს კატეგორიულად გამოვრიცხავ, ვფიქრობ, როგორც პარტნიორიდან ასევე ჩემიდან გამომდინარე, არ არის სწორი შეწყობა და საკმაოდ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ დისჰარმონია იყოს. თქვენ რას ფიქრობთ?
This post has been edited by Aquarius_A888 on 29 Jun 2016, 17:40