woman_წუხელ რომ შევხედე, ზეტის პროგრამაში ერთი ტაუ-კვადრატი ჩანს იმ მონაცემით, რაც მოგწერე. საათი შემახსენე და გადავამოწმებ: 14:30? იუპიტერი და ვენერაც არის გარეული, ორივე იღებს მონაწილეობას პროფესიულ წინსვლაში, შესაბამისად, პროფესია, მატერიალური მხარე, ხელოვნების სფეროც შეიძლება იყოს. ამას კარგად უნდა გააზრება სამივე პლანეტის მდებარეობის და სახლების მიხედვით. იუნონა ზოგადად ქორწინების და უფლებების თემაა და რადგან შეიჭრა და იუპიტერთან ერთად ვენერასთან კვადრატდება, არც სიყვარულის თემა არ არის გამორიცხული. ეს იუნონა პარტნიორისადმი ქალის დამოკიდებულება და მოთხოვნებიცაა, ჩემსასაც ახლა ჩავხედე, მორიელში ყოფილა, აღარც მახსოვდა
და არ გაგიკვირდეს, ამ პერიოდში ყველაფერს ასჯერ უნდა გადამოწმება.

ისედაც ყოველთვის რამდენჯერმე ვამოწმებ ხოლმე, მაგრამ რეტრო მერკურის პერიოდში რომ გგონია, 100%-ით სწორია, შეიძლება 100%-ით საპირისპირო აღმოჩნდეს. პროგრამები ურევს ასეთ დროს, ადამიანებს დეტალები ეპარებათ, ფაქტები ეშლებათ და ა.შ. ე.ი. გუშინ ავიღე დატენილი, დასვენებული მობილური, მინდოდა ერთ ადამიანთან დარეკვა, სახელებით არც ერთი ნომერი აღარ იყო დამახსოვრებული, ადრესატების სახელებს აღარ მიჩვენებდა, აუ, მეთქი წამეშალა და თავიდან უნდა დავამახსოვრებინო, სამუშაო მქონდა, ამიტომ დამეზარა, დღეისთვის გადავდე. დღეს გავიღვიძე, მობილური ავიღე და ყველაფერი ძველებურად დამხდვა.
teojპირიქით, დედა ტერეზობა საერთოდ არ გამომდის... უბრალოდ გაგების უნარი აქვს და არაფერი არ უკვირს, ნებისმიერი ადამიანის გაგება შეუძლია, მაგრამ გაგება მიღებას და მოწონებას არ ნიშნავს - აი, ამ განსხვავებას აძლევს წყლის ნიშანი

მთვარე მერწყულია მე-4 სახლში, თორე აღმავალი მე-3 სახლშია. ჩემი მორიელები სულ პირველ სახლზეა გადანაწილებული, ამიტომ აქვს ჩემს აგრესიას შინაგანი-დაფარული სახე, უფრო მორიელურად სარკასტული, ვიდრე ვერძულად ყველგან და ყოველთვის პირდაპირი. გააგრძელე, შენი მოსმენა არ მეზარება.
This post has been edited by Miss_sinaze711 on 31 Jul 2018, 13:11
" ყოველთვის მოიპოვება შირმა,რომელსაც შეიძლება ამოეფაროს ადამიანი"...
/ე.მ.რემარკი/