
აი ეს არის 29 მარტის მზის დაბნელების ტრანზიტული პროექცია საქართველოს ნატალურ რუქაზე. (სიდერიული, ინდური სისტემა)
[თეთრ ზონაში რაცაა ეგ ნატალური რუქაა, მომწვანო - მოხაკიფრო ზონაში ტრანზიტი დაბნელების მომენტისთვის]
ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ასტროფაქტია რაც სერიოზულ შედეგებს მოგვიტანს ქვეყანაში.
თავად ის გარემოება, რომ დაბნელების მომენტში 5 პლანეტაა ერთად (ერთ ნიშანში) უკვე გვეუბნება რომ დაბნელების გავლენა ძლიერი იქნება. ყველა ის პლანეტა, რომელიც ამ დაბნელების მომენტში ერთადაა - მზე, მთვარე, რაჰუ, მერკური, ვენერა - ერთ ფატალურ კომპოზიციას ქმნის და საქმეში ჩაითრევს იმ სახლებს / თემებს, რომლებსაც ეს პლანეტები მართავენ და რომლე სახლებშიც მდებარეობენ ნატალური რქაში.
საქართველოს შემთხვევაში დაბნელება ნატალური რუქის მე-9 სახლში მოხვდა, სადაც ნატალური მზეა - ეს ვატორიტეტული ფიგურაა, მმართველი, რეაალური ძალაუფლების მფლობელი. დიდი ალბათობით ცვლილებები იქნება ამ კუთხით.
ვინაინდა დაბნელებაში ჩართულია ვენერაც, ჩვენს შემთხვევაში ის მე-11 სახლის მმართვალიცაა და თან იქვეა, ეს სახლი კი მოგეხსენებათ პარლამენტსაც განასახიერებს - უნდა ვივარაუდოთ, რომ პარლამენტის როლი ისევ აქტიური იქნება ქვეყნისთვის საბედისწერო ცვლილებების პროცესში. რაღაც მორიგ მთხლეობას გამოაცხობენ. თანაც ვენერა თევზებში ეგზალტირებულია ანუ ძლიერი გავლენა აქვს.
მერკური, რომელიც "დაბნელების კინოში" ასევე ერთ-ერთი მთავრი პერსონაჟია და საქართველოს ნატალურ რუქაში მართავს მე-3 და მე-12 სახლებს და არის ამ ნატალური რუქის მე-10 სახლში - მინიშნებას გვაძლევს, რომ საკითხი შეიძლება ეხებოდეს ხელისუფლების (მე-10 სახლი) გადაწყვეტილებებს საზღვრებთან (მე-3 სახლი ის რაც მეზობლადაა ) და რაღაც გაერთიენებებთან (მე-12 სახლი, სადაც იკარგება სუვერენიტეტი ან მიზი ნაწილი) დაკავშირებით.
ვენერა ასევე მე-4 სახლის მმართველია საქართველოს ნატალურ რუქაში. ეს ოპოზიციაა და ყველაფერი ის რაც ხელისუფლების ვერტიკალს უპირისპირდება. ხოდა მზე ამათთვისაც დაბნელდება.
დაბნელებიდან რამდენიმე საათში, მთელს ამ "ოპერას", თავისი სოლო პარტიით უერთდება სატურნიც, რომელიც მერწყულიდან (საქართველოს ნატალური რუქის მე-8 სახლი) გადმოდის თევზებში და მოაქვს ეს მე-8 და მე-7 სახლის გავლენები.
მოკლედ, მძიმე, მოვლენებით დატვირთული და საინტერესო 6 თვე გველის ყველას.
დამაიმედებელი გარემოებაა ის ასტროფაქტი რომ დანელების "ხაზენინი" (თევზების მმართველი) იუპიტერი, დაბნელების მომენტში არის კუროში, იგივე ნატალურ მე-11 სახლში, იმავე ნატალურ ძლიერ ვენერასთან ერთად, და თან რეცეფციაში ტრანზიტულ (დაბნელების) ვენერასთან. და ვინაინდა მე-11 სახლი პარლამენტთან ერთად სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციებიცა - იმედი მაქვს რომ ქვეყანას ექნება რესურსი გაუძლოს და დაჟე სარგებელიც მიღოს იმ რთული პროცესებიდან რაც მომდევნო 6 თვის მანძილზე გველოდება.
==================================================================
თქვენს ინდივიდუალურ რუქებზე შეგიძლიათ გავრცელოთ დაბნელების ინტერპრეტაციის პრიციპები.
ნახეთ რომელ სახლში მოხვდა დაბნელება თევზებში (ს ი დ ე რ ი უ ლ ი სისტემა) - იმ და მოპირდაპირე სახლებში იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები თქვენს ცხვორებაში.