Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
♑ თხის რქა
, CAPRICORN
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3439
წევრი No.: 170115
რეგისტრ.: 9-July 13
#54633548
· 9 May 2019, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/Jni6viepi6Vf.jpg
)
მზე თხის რქაში
თხის რქის ძველი სიმბოლო - ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს.
ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან.
ზღვიდან ამოსული თხის რქა .თევზის დაბოლოება, თხის რქის მისტიურ ბუნებას გამოსახავს .
ასევე : "უძველესი დროიდან თხის რქის სიმბოლოს გამოსახავდა ნახევრად თხა, ნახევრად თევზი (თევზის კუდი). ზოგიერთ ასტროლოგიურ წყაროებში კი თხის რქა მოიხსენება, როგორც ზღვის (ოკეანის) თხა.
ბაბილონის ისტორიაში (მითოლოგიაში) ზღვის თხა ითვლებოდა ყველაზე დიად ღმერთად, ის ცნობილი იყო ეა-ს სახელით, რომელმაც მესოპოტამიის ხალხს მისცა განათლება და კულტურა.
აქვე მიწათმოქმედების კულტურა დაიწყო დიდი მოქცევის (ტიგროსი და ევფრატი) მდინარეების წყალდიდობის შემდეგ. ამის გამო ხალხს სჯეროდა, რომ აქ არსებობდა მიწისქვეშა ოკეანე, რომლის მბრძანებელიც იყო ღმერთი ეა.
ყოველ დღე ეა ამოდის დედამიწაზე , რადგან მოგვცეს განათლება,ცოდნა... ღამე კი ის შინ (მიწის ქვეშ) ბრუნდება-ესე ამბობდნენ მესოპოტამიელები."
ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიმართულია.
მიზანმიმართულობა - ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის,
იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში - კონმფორმიზმსა და ცბიერებას.
თხის რქას სჭირდება განსაკუთრებული სიბრძნე და შორეულ მომავალში ჩახედვის უნარი, რაც გამომუშავდება თანდათანობით, ცხოვრების მანძილზე, ხოლო მზე წარმოადგენს ეგრეგორის იმპერატიულ ნებას და ცხოვრების დასაწყისიდანვე ითხოვს პირდაპირ ქმედებას, ასე რომ, თხის რქას უწევს ახალგაზრდობის შეცდომების ძალიან შორეულ შედეგებთან შეჯახება; სამაგიეროდ მას აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და წარსულის პატივისცემა. ასეთი სახით მზისეული თხის რქა ბუნდოვნად, არეულად და ინტუიციურად, მაგრამ მაინც შეიგრძნობს მიზეზ-შედეგობრიობის კანონს; მისი მნიშვნელოვანი ამოცანა _ ისწავლოს უფრო კონკრეტულად შეგრძნება და პრაქტიკულად გამოყენება. მაშინ ის ხდება პასუხისგებლობიანი და ეფექტური, პრაქტიკული ხელმძღვანელი, ამასთანავე, ორგანიზებას იმდენად დამაჯერებლად და ზუსტად ახდენს, რომ არავის მოუვა თავში აზრად, რომ რთულ საკითხებში ის აპელირებას ახდენს არა იმდენად ცნობიერებაზე, რამდენაც მაღალ ინტუციაზე და სიტუაციის ფაქიზ ხედვაზე
თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია.
ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე.
თხის რქა, შეიძლება, ყველაზე გამოყოფილი და დაჩაგრული ნიშანია ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან.
ის მოკლებულია ენერგიის უშუალო წყაროს (ცეცხლს) და ღრმა ემოციებს (წყალი), ის ჭეშმარიტ ემოციონალურობას და უშუალო ენერგიას მენტალური მოდელებით ცვლის;
არის რა ორგანიზატორი და მრავალ რამეში მატერიალური ფორმების ირიბი შემოქმედი, ის იმ მდგომარეობაშია, რომ ისინი (ფორმები) ადეკვატურად შეაფასოს;
ბოლოს და ბოლოს, ფაქიზი სამყაროს ჩანაფიქრების განხორციელებისას, წყლის ნიშნებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უშუალო დაშვება და, ნაწილობრივ, კატეგორიულად არ სჯერა არაფერი არამეტერიალურისა,
თუმცაღა, ფაქტიურად, მუდმივად მასთან მუშაობს. უფრო მეტად, მიუხედავად საკუთარი ცხოვრებისეული პროგრამების გადაჭარბებული მკაფიოობისა (სხვა ნიშნებთან შედარებით),
თხის რქა დიდი ხნის მანძილზე ვერ საერთოდ გრძნობს, ხოლო შემდეგ სუსტად შეგრძნებას იწყებს და მაშინაც მხოლოდ ინტუიციურად, რამდენადაც მუდამ გარეგნულზე, პრაქტიკულ გეგმაზე ახდენს ორიენტირებას,
ხოლო კარმულ პროგრამებზე არ ხდება შემდეგი ტიპის ჩანაწერი - “ცხოვრების მაძილზე დაამზადოს ჩუგუნის მილები - 3 მილიონი ცალი”.
თხის რქის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ რეალური მიღწევები ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია,
მაგრამ ეს უნდა აღიქვას როგორც ფაქიზ სამყაროში ჭეშმარიტი სამუშაოების სიმბოლოები, ხოლო ამ სიმბოლოების კითხვის უნარი უცბად არ მოდის და ითხოვს ცალკეულ ძალისხმევებს.
სატურნის მმართველობა მაღალგანვითარებულ თხის რქას აძლევს სიბრძნეს, წინდახედულობას და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია მისი მარტივი ამოცანების გადასაწყვეტად.
მართავს რა სივრცესა და დროს, სატურნი თხის რქას გამოვლენილი სამყაროს გაცნობიერებულ მმართველად ხდის, რომელიც ევოლუციამდე მიჰყავს.
სატურნი თხის რქას ხდის დისციპლინირებულსა და ასკეტურს, ხშირად საკუთარი გარეგანი სახის მიმართ სრულიად გულგრილს,
თუმცაღა მკაცრი მუქი ანდა შავი კოსტუმი-სამეული, ერთფეროვანი ჰალსტუხით, არაჩვეულებრივად უხდება მის სახეს.
მხოლოდ ერთია, საკუთარ ასკეტიზმს თხის რქა ავრცელებს ძირითადად მხოლოდ საკუთარ თავზე, რამეთუ ფანატიზმი,
რაც არ უნდა იყოს, საერთოდ არ ახასიათებს, მაგრამ სამყაროზე ირიბად ზემოქმედებისკენაა მიდრეკილი, რაშიც ასევე აისახება სატურნის სიბრძნე,
რომელსაც გამუდმებით შეუძლია გადაითამაშოს და გვერდი აუქციოს აგრესიულ სწორხაზოვან მარსს.
22 დეკემბერი - 20 (19) იანვარი
ასტროლოგიური სტიქია: მიწა
მოდალობა : კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი , მართავს ჰოროსკოპის
მეათე სახლს
სიმბოლო: თხა, კიბე, კოშკის საათი
თილისმა: შავი კატა
ქვები: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი
ლითონი: ტყვია
ბედნიერი კვირის დღე:სამშაბათი, შაბათი
ბედნიერი რიცხვი: 3, 5, 7, 8
ბედნიერი ფერები: მუქი მწვანე, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ბაცი ყვითელი, მუქი ყავისფერი და ყველა მუქი ფერი.
დადებითი თვისებების განვითარებისას :
ერთგულება, შეუპოვრობა, მიზანდასხულობა, პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, გამძლეობა, სიბრძნე, სიფრთხილე, ორგანიზებულობა
თხის რქა - ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა" თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი - თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა-მაღლა მიმავალი ვაცი - თხირ რქის სიმბოლო - ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა - ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.
უარყოფითი თვისებების განვითარებისას :
სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, კონსერვატორულობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, სისასტიკე, სიცივე, დაბალსულიერება.
თხის რქის ყველაზე სერიოზული ნაკლია უიმედობისა და მელანქოლიისაკენ მიდრეკილება. იგი შიშით შეჰყურებს მომავალს. მან უნდა გამოიმუშაოს იუპიტერული-ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და რწმენაზე, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. არც თხის რქის ეგოიზმი უნდა დავივიწყოთ. მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში განხეთქილებისა და დეპრესიის პერიოდებიც იქნება. თუ მას ეჩენება, რომ ყველაფერი ადგილზე დგას და არაფერი იძვრის, თავი უნდა გაიმხნეოს - სატურნი შეეწევა. მაგრამ ეს პლანეტა ისე ნელა მოძრაობს, რომ თხის რქა მის რითმს უნდა შეეჩვიოს. ისიც უნდა შეიგნოს,რომ ფული დასახარჯავად არის გამოგონილი და მომავლის წინაშე ყველაზე დიდი შიშიც კი გაუმართლებელია. ეჭვიანობაც უნდა მოიშალოს, თავისი ხასიათისა და განწყობის გამოხატვაც.
ჯანმრთელობა :
თხის რქის სუსტი ადგილებია: მუხლები, თეძოები, ძვლები, კუნთები, ხერხემალი, სისხლის მიმოქცევა, ფარისებური ჯირკვლები, კანი, კბილები. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თხის რქა და აზროვნება
ძლიერი მხარე
: ლოგიკური აზროვნება. თანმიმდევრული, გონივრული შეფასებებში. მსჯელობებში მიუკერძოებელი, ზუსტი, არასოდეს არ ეშვება მსჯელობებს და გაანალიზებას, მაშინაც კი როცა პრობლემა საკმაოდ რთული ან შეგნებულად ჩახლართულია. ეს არის რეალისტი, სერიოზული ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ილუზიები. ყოველთვის ზუსტია თავის გამოთქმებში, ზეპირ და წერილობით ტექსტებს რიტორიკის მკაცრ წესებს უსადაგებს.
პრობლემატიკა
: ერთგანზომილებიანი გონება. ეს არის ადამიანი, რომელსაც აკლია წარმოსახვის უნარი, იუმორის გრძნობის ნაკლებობას განიცდის, ხშირად უხეში, ჯიუტი და ლაკონური. მისთვის ყველაზე მთავარია - ნორმა და ფორმა, და არა ის, რაც მათ ავსებს. პესიმისტი, მისი პირველი სიტყვა ყოველთვის: ”არა”-ა. ცივია, როგორც გვიანი შემოდგომა.
პროფესიები:
პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, არქიტექტორი, ბიზნესისა და ვაჭრობის სფერო.
♑ - ეს სიმბოლო მაღალ მთებზე მცოცავი, შეუპოვარი ცხოველის მოღუნულ რქებს განასახიერებს, იგი ზოდიაქოთა შორის ყველაზე ამოუცნობი ნიშანია. თხის რქა ინკარნაციის სიმბოლოდაც შეიძლება ჩავთვალოთ. იგი თითქოს სულის გადაადგილებას ასახავს. ზედა ხაზი ჯერ დედამიწის სფეროს გარედან ჩაუვლის, მერე უკნიდან შემოუვლის და ისევ გარეთ გამოდის. იგი თითქოს ლენტივით გარს ეხვევა დედამიწას და არსად არ არის გაჭრილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3439
წევრი No.: 170115
რეგისტრ.: 9-July 13
#54633562
· 9 May 2019, 18:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/Jnipeiepi6VH.jpg
)
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)
თხის რქა. მმართველი სატურნი. დაჟინებული, უდრეკი თხის რქა
ადამიანი თხის რქა
ტრანსფორმაციის ზონაში მიწის სტიქია იძენს რამდენადმე იდეალურ ჟღერადობას: თხის რქისთვის ფორმას აქვს, პირველ რიგში, ადამიანების (ანდა სხვა ობიექტების) ორგანიზების ფორმის აზრი; მხოლოდ ერთია, მისი ხედვის კუთხე (ჰაეროვანი სასწორებისგან განსხვავებით) მუდამ კონკრეტულ-პრაქტიკულია: თხის რქას აინტერესებს არა თავად ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული ის საქმე, ფუნქცია, რომელსაც თავად ასრულებს. თხის რქის, როგორც მიწის ნიშნის, ცხოვრების აზრი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას განსაზღვრული ფორმები, მაგრამ ის ამ ფორმებს ისე არ წარმოიდგენს, როგორც კურო ანდა ქალწული, არამედ უფრო ფაქიზად. თხის რქისთვის (აქ აისახება ჰაერის სტიქიის გავლენაც) მნიშვნელოვანია არამარტო თავისთავად ფორმები, არამედ მენტალური იდეაც, რომელიც ამ ფორმების უკან დგას. ტიპიური თხის რქა _ ეს, მაგალითად, ქარხნის დირექტორია, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი მდგომარეობს საკუთარი საწარმოს სრულყოფასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. მოცემული თხის რქა საკუთარ ქარხანას განიხილავს როგორც რთულ ფორმას, რომლის მიღმაც დგას მისი განსაზღვრული მაორგანიზებელი იდეა, ხოლო საბოლოო აზრი იმაშია, რომ გამოიმუშაოს მატერიალური პროდუქცია. საკუთარ ამოცანას თხის რქა ხედავს მენტალური იდეის უფრო ზუსტ ღრმა წვდომამდე (რომელსაც ის აღიქვამს პირადად, როგორც თავის საკუთარს) და ცხოვრებაში მის მაქსიმალურად, ეფექტურად გადატანაში. ჰაერის სტიქიის გავლენა ასევე იმაში შეინიშნება, რომ მიზნის მიღწევისას მთავარია ყველა სახის შეუპოვრობა, საკმაოდ პლასტიურია და მუდამ მზადაა მცირე ხნით გადაუხვიოს გვერდზე, ასე ვთქვათ, შორიდან მოუაროს.
თხის რქის კარმული ამოცანა, რაღაც აზრით, ყველაზე მძიმეა ადამიანისთვის. საერთოდ, ადამიანის, როგორც განსხეულებული არსების, მთვარი ამოცანაა _ მყარი ფორმების ქმნილების წარმოდგენა, მაგრამ მიწის სამი ნიშნიდან თხის რქას ერგება ყველაზე ფაქიზი ამოცანა: ფორმების ქმნადობა მატერიალურ და ფაქიზ სამყაროთა პირზე. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ რთულ, მყარ ფორმას ერთი ადამიანი წამსვე და უცბად ვერ შექმნის: ამისთვის საჭიროა მთელი კოლექტივების ორგანიზება (ანდა საკუთარი თავისთვის ხანგრძლივი დროის მიცემა). ასეთი კოლექტივის შექმნა აქ შუალედური ეტაპია ფაქიზ სამყაროში რთული ობიექტის მატერიალიზაციის ამოცანის გადაწყვეტისას; ამ ეტაპს თხის რქა საკუთარ თავზე იღებს.
საშუალო განვითარების თხის რქა, რა თქმა უნდა, არაა ვალდებული საკუთარ ცხოვრებისეულ პროგრამას ზუსტად ასე აყალიბებდეს; მაგრამ მასში საკუთარ საქმეზე პასუხიმსგებლობის ძლიერი გრძნობაა, რომელსაც სრულიად პრაქტიკულად აღიქვამს, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების (წყალი) და ალის (ცეცხლი) გარეშე. თხის რქა არამხოლოდ კოლექტივების ორგანიზებას ახდენს; ის ნებისმიერ საქმიანობას უკეთებს ორგანიზებას და _ საბოლოო შედეგად მთელ თავის ცხოვრებასაც კი, ყურადღებიან დამკვირვებელს ძალიან ზუსტ წარმოდგენას უქმნის ფაქიზ სამყაროში შესაბამის სტრუტურებზე, რომელშიც ის, ცნობიერად ანდა (უფრო ხშირად) ქვეცნობიერად, მაგრამ არაჩველებრივი დაჟინებულობით ახდენს მყარი ფორმების და გარეგანი მოვლენების მატერიალიზებას.
თხის რქა, შეიძლება, ყველაზე გამოყოფილი და დაჩაგრული ნიშანია ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან. ის მოკლებულია ენერგიის უშუალო წყაროს (ცეცხლს) და ღრმა ემოციებს (წყალი), ის ჭეშმარიტ ემოციონალურობას და უშუალო ენერგიას მენტალური მოდელებით ცვლის; არის რა ორგანიზატორი და მრავალ რამეში მატერიალური ფორმების ირიბი შემოქმედი, ის იმ მდგომარეობაშია, რომ ისინი (ფორმები) ადეკვატურად შეაფასოს; ბოლოს და ბოლოს, ფაქიზი სამყაროს ჩანაფიქრების განხორციელებისას, წყლის ნიშნებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უშუალო დაშვება და, ნაწილობრივ, კატეგორიულად არ სჯერა არაფერი არამეტერიალურისა, თუმცაღა, ფაქტიურად, მუდმივად მასთან მუშაობს. უფრო მეტად, მიუხედავად საკუთარი ცხოვრებისეული პროგრამების გადაჭარბებული მკაფიოობისა (სხვა ნიშნებთან შედარებით), თხის რქა დიდი ხნის მანძილზე ვერ საერთოდ გრძნობს, ხოლო შემდეგ სუსტად შეგრძნებას იწყებს და მაშინაც მხოლოდ ინტუიციურად, რამდენადაც მუდამ გარეგნულზე, პრაქტიკულ გეგმაზე ახდენს ორიენტირებას, ხოლო კარმულ პროგრამებზე არ ხდება შემდეგი ტიპის ჩანაწერი _ “ცხოვრების მაძილზე დაამზადოს ჩუგუნის მილები _ 3 მილიონი ცალი”. თხის რქის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ რეალური მიღწევები ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა აღიქვას როგორც ფაქიზ სამყაროში ჭეშმარიტი სამუშაოების სიმბოლოები, ხოლო ამ სიმბოლოების კითხვის უნარი უცბად არ მოდის და ითხოვს ცალკეულ ძალისხმევებს.
ამიტომ, თხის რქა სერიოზულია და ნაწილობრივ რამდენადმე მოსაწყენიც კი, ის ჰგავს ადამიანს, რომელიც ემზადება მთაზე ხანგრძლივი და მძიმე ასვლისთვის; მოკლედ, უშუალოდ გადასვლებისას ის რამდენადმე ცოცხლდება. გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ თამამია (კარდინალური ჯვარი), თხის რქა არაა მიდრეკილი, დეტალური გააზრებისა და იმ პროგრამასთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ახორციელებს, განახორციელოს მკევთრი ქმედებები; სამაგიეროდ, მისი იშვიათი, მაგრამ დეტალურად მომზადებული, მოულოდნელი (გარშემომყოფებისთვის) ენერგიული და გადამწყვეტი ზომები ხშირად ძალიან ეფექტიურია, თუმცაღა ყოველთვისაც არაა ეფექტური _ თხის რქას არ უყვარს ეფექტები. ემოციებსა და გადაჭარბებულ ენთუზიაზმს ეჭვნეულად და სკეპტიკურად ეკიდება, თვლის მათ ან თავაშვებულობად, ანდა თვალთმაქცობად და, ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი პროგრამის ორგანიზაციისა და მატერიალიზაციის უდრეკად განხორციელების დაბრკოლებად.
განვითარებული თხის რქა
მატერიალური ობიექტებისა და გარეგანი სიუჟეტების მიღმა ხედავს მათ აზრს ფაქიზ სამყაროში და შეუძლია საქმეს ისე გაუკეთოს ორგანიზება, რომ ყველა მონაწილეს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოსდა ისინი დაკავებულნი არიან გააზრებით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერსო საქმიანობით და თუმცა თავად მათი რეალობის გააზრება-მოფიქრებულობა განსხვავებულია (დამოკიდებულია ევოლუციური დონეზე), ხოლო მათ მიერ დანახული მიზნები არაა შეთანხმებული, ერთობლივი საქმიანობისას თითოეული მათგანი სულიერად იზრდება და ერთად ზრდიან კოსმოსის წესრიგსა და ჰარმონიას.
ნათელია, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულის მიხედვით, დაბალი და საშუალო თხის რქა, ჩვეულებრივ, მოქუფრულია და მიდრეკილია მოსაწყენობისკენ. სხვა მხრივ, თხის რქა _ ბუნებით მანიპულატორია და, დაბალ ოქტავაში, მიდრეკილია ენერგეტიკული ვამპირიზმისკენ; ამასთან ერთად, ერთია, კირჩხიბის და მორიელის სადიზმი მისთვის დამახასიათებელი არაა, ის ძალიან რაციონალურ-მენტალურია. ფსიქოლოგიური თვალთახედვიდან, თხის რქას უჭირს ცეცხლისა და წყლის ნიშნების შინაგანი და გარეგანი ემოციონალურობის გაგება; მაგრამ მას შეუძლია საკუთარ თავში რამენაირად მოახდინოს მათი ფსიქიკური სიმყარის მოდელირება და ამის შემდეგ ძალიან ნორმალური (კარგი თუ არა) პრაქტიკული ფსიქოლოგი დადგეს, რომელსაც შეუძლია არ ჩაერთოს პაციენტის ემოციურ პრობლემებში, მაგრამ დაინახოს მისი შინაგანი წყობა და ზუსტად მოახდინოს ქვეცნობიერის პროგრამების კორექცია.
სატურნის მმართველობა
მაღალგანვითარებულ თხის რქას აძლევს სიბრძნეს, წინდახედულობას და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია მისი მარტივი ამოცანების გადასაწყვეტად. მართავს რა სივრცესა და დროს, სატურნი თხის რქას გამოვლენილი სამყაროს გაცნობიერებულ მმართველად ხდის, რომელიც ევოლუციამდე მიჰყავს. სატურნი თხის რქას ხდის დისციპლინირებულსა და ასკეტურს, ხშირად საკუთარი გარეგანი სახის მიმართ სრულიად გულგრილს, თუმცაღა მკაცრი მუქი ანდა შავი კოსტუმი-სამეული, ერთფეროვანი ჰალსტუხით, არაჩვეულებრივად უხდება მის სახეს. მხოლოდ ერთია, საკუთარ ასკეტიზმს თხის რქა ავრცელებს ძირითადად მხოლოდ საკუთარ თავზე, რამეთუ ფანატიზმი, რაც არ უნდა იყოს, საერთოდ არ ახასიათებს, მაგრამ სამყაროზე ირიბად ზემოქმედებისკენაა მიდრეკილი, რაშიც ასევე აისახება სატურნის სიბრძნე, რომელსაც გამუდმებით შეუძლია გადაითამაშოს და გვერდი აუქციოს აგრესიულ სწორხაზოვან მარსს.
ამავდროულად სატურნი თვალყურს ყურადღებით ადევნებს იმას, რომ თხის რქა არ დარჩეს სამუშაოს გარეშე და მუდმივად უქმნის სხვადასხვა დამაბრკოლებელ გზებს, ასე ასწავლის შეუწყვეტელ მანევრირებას დროსა და სივრცეში, ნაწილობრივ, ასევე _ მუშაობას დაბალ ენერგეტიკასთან და აუტანელ პირობებში. სატურნი მაღალ განვითარებულ თხის რქას აძლევს პრაქტიკულ სიბრძნეს (მშვილდოსნის თეორიული სიბრძნისგან განსხვავებით), რომელიც (თვლის რა სატურნი) მხოლოდ საველე პირობებში პირადი გამოცდილებით მიიღწევა. ამიტომაც აქ დიდი კონტრასტია თხის რქის ცხოვრების დასაწყისში და სიყმაწვილეში (30 წლის ასაკი), როცა ის მთლიანად ჩაფლულია არსებობის პრობლემებში, იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას (რაც მისთვის, შეიძლება, რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშნისთვის), და თხის რქა, მოწიფულ ასაკში გარდაიქმნება მახინჭი გედის ჭუკიდან ბრძენ, ლამაზ, შავ გედად.
მაგრამ, მიუხედავად ცხოვრების მთელი ხილული სიმძიმისა, თხის რქა ძალიან იშვიათად ტყდება. მას შეუძლია დიდი ხნით მოთმენა, გარემოებების სიმძიმის ქვეშ ქედის მოდრეკა, მაგრამ როცა ცხოვრება ძალიან აუტანელი გახდება, ის იხსენებს, რომ კარდინალური ნიშანია და თამამად და გადამწყვეტად ცვლის საკუთარ ცხოვრებას, იწყებს ახალი გზების ძიებას; ამასთან ერთად წარსულ ცხოვრებას სულში ხაზს კი არ უსვამს, არამედ განიხილავს როგორც ზევით მიმავალი, საერთო გზის მოსავლელ ნაწილს.
მთვარის ტყვეობა
თხის რქაში ახდენს საკუთარი დაბალი “მე”-სგან თხის რქის გადგომილების და მაღალ მიზანზე დაქვემდებარებულობის სიმბოლიზებას. თხის რქა არ ენდობა საკუთარ ქვეცნობიერს, ის მას ძალიან ცხოველი და მგრძნობიარე აქვს, ამიტომაც მისი პირველი რეაქცია _ საკუთარ თავში დათრგუნოს მთვარე, ანუ ქვეცნობიერის პროგრამების ცხოვრების მხარდაჭერა და მისი ძირითადი ემოციონალური ფონი, თვლის მათ დაბალ, არასაჭირო და ძირითადი პროგრამების გატარებისთვის ხელის შემშლელად. სინამდვილეში კი თხის რქა ძალიან დაუცველი და მგრძნობიარეა, მაგრამ სატურნი მას არ აძლევს ამის გამოვლენის საშუალებას და უფლებას (ემოციური ასკეტიზმი), თუმცაღა ამარაგებს განსაზღვრული დაცვით (სიხმელის ნიღაბი). სატურნის და მთვარის დაბალანსების სწავლა _ ერთ-ერთი მთავარი შინაგანი ამოცანაა თხის რქისთვის, ჩვეულებრივ, ხისტად, წინააღმდეგობრივად დაკისრებული ვალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და სურვილის შესრულებისა. ამავე დროს, ცუდი დამუშავებისას, სიმბოლურად დატყვევებული მთვარის შემთხვევაში, თხის რქა ხდება უგრძნობი და შეუბრალებელი გარშემომყოფების მიმართ, რომელთა განხილვასაც იწყებს, როგორც ზარმაც და არაფრის მომცემ სიბარიტებად (სიბარიტი, ბერძნული სიტყვაა, ბერძნულ კოლონიას ერქვა, რომელიც განთქმული იყო, სიუხვითა და ფუფუნებით, აქ კი ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ (ანდა უყვართ) ფუფუნებაში, სიმდიდრეში), რომლებიც ელიან სიამის გამორჩეულად დიდ ნაჭერს და ამ ნაჭერს ზვიგენის კბილებს ასობენ. განვითარებულ თხის რქას მთვარე გადაჭარბებულად ეხმარება, უზრუნველყოფს რეალობის ემპატიურ აღმქმელობას, ახდენს მისი, როგორც ქალური ნიშნის რეალიზებას, რომლის დავიწყებისკენაც მიდრეკილია თხის რქა. ამასთანავე, კარმული ამოცანის შესრულებისას თხის რქა არსობრივად მსუბუქდება, რამდენადაც რეალობის აღქმის გაზრდილი სიღრმე და სიგრძე, ზიგზაგებით ზევითკენ მიმავალ მის გზაზე, მკვეთრად მცირდება.
მარსის კულმინაცია
განვითარებულ თხის რქას აძლევს ენერგიის მყარ წყაროს, რომელიც უნარჩუნებს საქმიანობას იმ პირობებში, როცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დახმარებას არსაიდან არ უნდა ელოდოს. ამავდროულად, ეს საერთოდ არაა ის ენერგია, რომელიც წარმოდგენილია დაბალი ოქტავის ცეცხლის ნიშნებში; ეს უფრო მეტად მაორგანიზებელი ძალაა, რომელსაც შეუძლია იმ სტრუქტურის და პირობების შექმნა, რომლებიც უმკლავდებიან ყველაზე უხეშ და დაუმორჩილებელ ნიშნებს და მათ ენერგიას იმ საქმეზე მიმართავენ, რომლითაც თხის რქაა დაკავებული.
როცა დაუმუშავებელ თხის რქას მარსი კულმინაციაში აქვს, ეს უფრო უარყოფითად უვლინდება, მისთვის გარეგანი და შინაგანი ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემომებების ძალით. მას სჭირდება იმის სწავლა, რომ ბედზე არ უნდა იწუწუნოს, ისწავლოს სამყაროს წვდომა, დაბრკოლებების გვერდის ავლა და გამოიყენოს წინააღმდეგობრივი და გამანადგურებელი ძალა კონსტრუქციულად, პრინციპში, რისი დიდი შესაძლებლობებიც აქვს.
მარსის კულმინაცია ახდენს თხის რქის ფარული ენერგიის წყაროების სიმბოლიზებას, რომლებიც, ამ უკანასკნელისთვის, არც ისე ადვილი აღმოსაჩენია, რადგანაც ისინი მხოლოდ მისი ევოლუციური ზრდის შედეგად იხსნებიან და თავიდან მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ძალა, თითქოსდა, საერთოდ აღარ დარჩა. სამაგიეროდ, როცა თხის რქა დაეუფლება მარსიანულ ენერგიას, იმდენად ფაქიზად იყენებს, რომ გარშემომყოფები მის შემჩნევას ვერ ახერხებენ (ასე რომ, ის არ იწვევს მათ წინააღმდეგობას), და მისი საქმიანობის ეფექტი სტოვებს სასწაულის შთაბეჭდილებას: აი, რატომაა, რომ სინამდვილეში ვერძიც კი უსმენს მას და საქმე ისე ორგანიზდება, თითქოსდა, ეს ჯადოქრობით, თავისით ხდება, ხოლო ვერძი მხოლოდ ძალას ემორჩილება...
იუპიტერის ვარდნა
ახდეს თხის რქის პროგრამის სივიწროვის სიმბოლიზებას, მის კონკრეტულ-პრაქტიკულ მიმართლებას. თხის რქას ძალიან უჭირს იუპიტერის აბსტრაქტული, ფართე ხედვის აღქმა და, თავად იდეა დაუმსახურებელი წარმატებისა, მისთვის თავიდანვე უცხოა; მისგან უბერავს ქარაფშუტობისა და ამჩატებულობის ნიავი. ამიტომაც თხის რქას არც ისე განსაკუთრებულად უმართლებს, აქ მოქმედებს პრინციპი “ ჩვენ, მე და შენ, სასწაულების არ გვჯერა, ამიტომაც არ გვაქვს”, და როგორც ჩანს, მათ არც საჭიროებს.
მხოლოდ ერთია, განვითარების დოზით, იწყებს გაგებას, რომ სამყაროზე საკმარისი ფართო ხედვის გარეშე, ცუდად მოტივირებული ოპტიმიზმის (თუნდაც გარეგნულად მაინც), შემწყნარებლობისა და, არცთუ უმნიშვნელო და უკანასკნელ რიგში, წარმატების გარეშე, დიდი პროექტების განხორცილება არ შეიძლება და, რომ ყველა ეს საგანი დაკავშირებულია ერთმანეთთან. განვითარებული თხის რქა, მწარე გამცდილებით დარწმუნებული, რომ რას ნიშნავს ცხოვრება იუპიტერის დახმარების გარეშე, ელოლიავება იუპიტერისეულ ფართო ხედვებს, იდეალიზმსა და შემწყნარებლობას, რაც უფრო ძლიერ აფართოებს თხის რქის შესაძლებლობებს და ხშირად უჩვენებს ბედის ღიმილს.
ნეპტუნის ვარდნა
ახდენს სირთულის სიმბოლიზებას, რომელთან ერთადაც თხის რქის გულში აღწევს კოსმიური სიყვარულის იდეა. იქ, სადაც გაჩნდა მიზანი, იქ, სადაც თხის რქასთან მთავრდება სიყვარული და იწყება სამუშაო, ხოლო (პრაქტიკული) მიზნის გარეშე ის საკუთარ თავს ვერ იაზრებს.
ახლობლის თანაგრძნობა და ალტრუიზმი, პირდაპირ უნდა ითქვას, _ ყველაზე ძლიერი შტრიხები არაა საშუალო განვითარების თხის რქისთვის. მხოლოდ ერთია, ამავდროულად ზუსტად კოსმოსი აყენებს თხის რქის წინაშე იმ მაღალ მიზნებს, რომელსაც ის ცუდად აცნობიერებს, თუმცაღა მთელი თავისი ცხოვრება მეთოდურად მისდევს და, რომელიც, სინამდვილეში, ზუსტად კოსმიური სიყვარულის პრინციპითაა ნაკარნახევი, მაგრამ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობის აზრი შეიცნოს და გააცნობიეროს, თხის რქას სჭირდება ფაქიზი სამყაროს სიღრმეებში (ანდა საკუთარ ქვეცნობერში) შეღწევა, რაც ძალიან დიდი ძალისხმევით უხერხდება, ის ძალიანაა ორიენტირებული მყარ ფორმებზე. მითუმეტეს, მისი მაღალი დანიშნულება _ კაცობრიობისთვის იყოს სულიერი მასწავლებელი _ დაკავშირებულია ზუსტად ნეპტუნის დამუშავებასთან.
თხის რქის სიტუაცია ტიპიურია დირექტორული თათბირისთვის, როცა ის მოადგილეებთან ანდა განყოფილებების უფროსებთან ერთად განიხილავს საწარმოს რეორგანიზაციის გეგმებს. აქ, უკიდურეს შემთხვევაში, ზედაპირზე, პირველ ადგილზე ამოდის საერთო საქმის ინტერესები, რომლებსაც ყველა იქ დამსწრე ემსახურება, პირად ურთიერთობებს, ემოციებსა და ვნებებს აქ ადგილი არ აქვთ.
თხის რქის სიტუაცია შეუბრალებლად და ცივსიხლიანად ანაწილებს ადგილებზე და ორგანიზებას უკეთებს ადამიანებს, ხელმძღვანელობს ეთიკით, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს ადამიანურობასთან, მაგრამ, ამავდროულად, არც არაადამიანურია: მინიმალური ზრუნვა ადამიანზე, როგორც ასეთზე, იქნება უზრუნველყოფილი, რათა მან შეძლოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
თხის რქის სიტუაცია განსხვავდება ქალწულის სიტუაციისგან იმით, რომ მეორე შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად შეიგრძნობს ფორმას, რომელთანაც მუშაობს, იმ დროს როცა პირველში ეს საერთოდ არაა აუცილებელი: დაბალი ოქტავის თხის რქის სიტუაციაში ადამიანი ნაწილობრივ შეიგრძნობს საკუთარ თავს უზარმაზარი მანქანის ჭანჭიკად, რომელმაც არ იცის რისთვის მუშაობს, მისთვის ეს გაუგებარია და ნათლივ არადამიანური კანონებია, მაგრამ აქვს მასზე მეტნაკლები ძალაუფლება. თხის რქის სიტუაცია მოიაზრებს იერარქიას; უკეთეს შემთხვევაში, უკანასკნელს აქვს სულიერი აზრი და ნებაყოფლობითია.
მზისეული თხის რქა
, ეს საკუთარი და სხვისი შრომის მუდმივი და დაუღალავი ორგანიზატორია. დაბალ დონეზე ის ცდილობს მბრძანებლობას, ბრძანებების გაცემას, ისე რომ, არ ერკვევა საქმის არსში, მაგრამ ორიენტირებას აკეთებს მართვის ანდა ორგანიზაციის უკვე არსებულ ფორმალურ სქემებზე და არსებული ასპექტებისას (მაგალითად, სამხრეთის – დაღმავალი _ კვანძის ტრინი მთვარესთან) შეუძლია გახდეს სრულფასოვანი რეტროგრად-ადმინისტრატორი. ეს მდებარეობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თხის რქაში, როგორც ქალურ ნიშანში, მზეს აუცილებლად უწევს სრულიად ზუსტი და არაორაზროვანი (ეგრეგორის) ბრძანებების ლოდინი რაიმეს და, რაც არ უნდა იყოს, საქმის შესრულების წინ, ხოლო განსაკუთრებით ხანგრძლივი კარმული პროგრამების ჩამოყალიბებისას.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ ჩვენ გვაქვს მიწის სტიქია ტრანსფორმაციის მესამე ზონაში, საკუთარი გამოვლინების უფრო ფაქიზ, იდეალურ დონეზე. ძირითადი მმართველია სატურნი. თხის რქის ძველი სიმბოლო _ ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს. ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან. ასეთი ორმაგი თვისებები აქვს იმათაც, ვისი მზეც იმყოფება მშვილდოსნის ნიშანში (რადგანაც, თხის რქის ნიშანი, მშვილდოსნის ნიშნის შემდეგია, და, შესაბამისად, ცეცხლის ტიქია დაკავშირებულია მიწასთან ტრანსფორმაციის ზონაში).
ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიმართულია. მიზანმიმართულობა _ ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის, იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში _ კონმფორმიზმსა და ცბიერებას.
დაბალი განვითარების შემთხვევაში, საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველაფრის გაწმენდვა, მოქმედებს რა საკმაოდ ხისტად, ზუსტად და განსაზღვრულად.
ცუდ შემთხვევაში, ის ძალიან ცბიერი ადამიანია, ამასთანვე, ძალიან რთულია მისი მოხელთება, რადგანაც მოქმედებს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად. საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის მეშვეობით ცხოვრებაში შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება. ასეთი თხის რქებს შორის იყო პოლ პოტა (მეოცე საუკუნის კომუნისტი კამბოჯელი დიქტატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების დაბადების თარიღი განსხვავებულია, ზოგან მითითებულია 19 მაისი 1925 წელი, მისი ბიოგრაფია საკმაოდ იდუმალია, რადგანაც თავადვე ცდილობდა საკუთარი ბიოგრაფიის დაფარვას გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო პ. გლობას იგი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულად ჰყავს მოხსენიებული, ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ასტროლოგ პ. გლობას მონაცემებს), რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყნის რამდენიმე მილიონი ადამიანი, ასევე თხის რქა იყო მაო ძე დუნი (26 დეკემბერი 1893 წელი).
თხის რქებს შორი მრავალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს მიზნის შინაგანი გრძნობით, რომელთა ცხოვრების მიზანიც ზუსტადაც სხვებამდე ამ მიზნის შეგრძნების მიტანა ხდება. ამიტომ მაღალი განვითარების დონის თხის რქებს შორის ვპოულობთ მქადაგებლებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, მისიონერებს, მაგრამ, მშვიდოსნებისგან განსხვავებით, აქ უფრო პრაქტიკული მიმართულებაა. მას შეუძლია არამარტო მაღალი იდეის მიცემა, არამედ მისი მიღწევის საშუალებების, პრაქტიკული საშუალებების, რეალური სქემებისა და შესაძლებლობების ჩვენება. მისი განვითარების მაღალი დონე დაკავშირებულია შინაგანი, მაღალი მიზნის შეგრძნებასთან. ხანდახან ეს შეგრძნება დასულია მისტიციზმამდეც კი, ურყევ სურვილამდე მიიტანოს საკუთარი მაღალი მიზანი ერებამდე, ხალხებამდე. იდეალში _ ეს სამყაროს და კაცობრიობის გადამრჩენელები არიან _ ზარატუსტრა, იესო ქრისტე. ისტორიაში ვპოულობთ სხვა თხის რქებსაც: ჟანა დ’ არკი (6 იავარი), ფილოსოფოსი ალბერტ შვეიცარი (14 იავნარი), ნოსტრადამუსი (14 დეკემბერი). თხის რქებს შორის ასევე იყვნენ გურჯიევი (14 იანვარი), თავისი სისტემით “ადამიანი-მანქანა”, ჟოზეფ სმიტი (11 იანვარი), მორმონების რელიგიის დამფუძნებელი.
თხის რქებს შორის ასევე ვხდებით მრავალ პესიმისტსაც, ადამიანებს უკიდურესად დაფარულებს, რომლებიც არავის უშვებენ ახლოს. მრავალი მათგანი ასკეტია, სქიმოსანია (სქიმონაზონი) (სქიმა ბერძნულად – σχημα _ სახება, შინაგანი მხარე, უმაღლესი საფეხური მართმადიდებლური ქრისტიანობის ბერ-მონაზვნობისა, ის სამყაროსგან გარიყვის, მატერიალურ სამყაროზე უარი თქმის უფრო ღრმა საფეხურია), ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავების ყველაფერში შეზღუდონ.
თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია. ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე.
გარეგან დონეზე მიწა ვლინდება როგორც მიზნისკენ მისწრაფება. მისი პრობლემები _ ეს შინაგანი სამყაროსა და ემოციონალური ცხოვრების (მთვარის განდევნის გამო) წამახვილებული პრობლემებია. ის ხშირად იქნება ჩაკეტილი და ადამიანებისგან გარიყული (ასოციალურიც კი), მაგრამ ეს ჩაკეტილობა მოდის მისი ტრავმებიდან, შინაგანად ძალიან ტრავმირებულია, ხოლო გარეგნულად ჩაკეტილობა წარმოადგენს მის დაცვას, ფარს. მისთვის არსებობს საკუთარი შინაგანი ენერგიის გამოყენების და მისი კონსტრუქციულ არხში მიმართვის პრობლემა. შესაძლებელია, მისი ყველაზე ღრმა და რთული პრობლემა იყოს შინაგანი სულიერი ორიენტაცია, რადგანაც ის _ პრაქტიკულად ხელმღვანელია და უნდა ჰქონდეს მაღალი იდეა და ცხოვრებაში ამ იდეით იხელმძღვანელოს, იდეის დახმარებით გამოხატოს პრაქტიკული, მწყობრი სისტემა და იგი მისცეს ადამიანებს.
თხის რქის ქვეყანა _ ჩინეთი. აქ არის თხის რქის ისეთი შტრიხები როგორიცაა: სიზუსტე, გეგმაზომიერება, სტაბილურობა, მიზანმიმართულება, რაც არ უნდა მოხდეს კონსერვატიზმისკენ, ტრადიციებისკენ, სიმყარისკენ, მიზნისკენ სწრაფვა. ცუდ შემთხვევაში აქ ვპოულობთ ეშმაკობის და მორგების უნარს.
მისი კარმული ამოცანაა
, სხვებს მაღალი სულიერი მიზნის მისაღწევად მისცეს პრაქტიკული სისტემა.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3439
წევრი No.: 170115
რეგისტრ.: 9-July 13
#54633575
· 9 May 2019, 18:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/Jnir-ipEi6Vq.jpg
)
წყარო: ს. ვ შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ჰარმონიულ ასპექტებში
პიროვნებას აძლევს მიზანმიმართულებას და დაგეგმვის უნარს, ჯანსაღ პატივმოყვარეობას, შრომისმოყვარეობასა და დაჟინებულობას, უდრეკობას, მონდომებულობას, პრაქტიკულობას, საფუძვლიანობას, სიფხიზლეს, წინდახედულებას, სიფრთხილესა და კეთილგონიერებას, მცირედი შანსების და შესაძლებლობების გამოყენების უნარს, სირთულეების გადალახვის უნარს და სხვა ადამიანების საკუთარი გეგმებისა და მიზნების განხორციელებისთვის გამოყენების უნარს, პრობლემების არსში ღრმად წვდომას, აზრების კონცენტრაციასა და ზუსტ მახსოვრობას, ნათელ ცნობიერებას და ქმედებების გააზრებულობას, ეკონომიურობას და მომჭირნეობას, თვითფლობას და დისციპლინას, სიმშვიდეს და განმსჯელობას, ამტანობასა და მოთმინებას, მისწრაფებას ეკუთვნოდეს არჩეულ წრეს. თხის რქა ნამდვილი კოლექტივისტია, მას არ უყვარს მარტოობაში საქმის კეთება, ამისგან შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. ამიტომაც ის გარშემომყოფებს იმ საერთო საქმისკენ იზიდავს, რომელიც დაგეგმა ანდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს.
თუ მზე დაზიანებულია
, მაშინ სუბიექტის ხასიათში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა: დეპრესიაში გადავარდნის უნარი, დარდი და პესიმიზმისკენ მიდრეკილება, მელანქოლია, მიდრეკილება მოთენთილობისენ, უხასიათობისკენ, დათრგუნულობისკენ, გადაჭარბებული სიფრთხილე და გადაუწყვეტელობა (ორჭოფობა), გადაწყვეტილების მიღების ანდა არჩევანის გაკეთების უუნარობა, შიშები და ეჭვები, პედანტიზმი და სიჯიუტე, უსაზღვრო და მიუღებელი პატივმოყვარეობა და იერარქიული და სუბორდინაციის კანონების უპირობო დევნა, ჩინების თაყვანისცემა, სწორხაზოვნება, სიხმელე და სიცივე, რაციონალობა, გადაჭარბებული სიმკაცრე და პირქუშობა, ავტორიტარობა, კონფლიქტურობა, ხელისუფლების (ძალაუფლების) ქონა, გამაღიზიანებლობა, ქედმაღლობა, ხალხის თვალწინ საკუთარი თავის “გამოფენა”, უნდობლობა და გაუცხოება, ცრუ ნდობა, ეგოიზმი, სიძუნწე, სიამაყე და ცბიერება, მზაკვრობა, წყენიაობა, გამძაფრებული რეაგირება, მატყუარობა, გაორებულობა, მიდრეკილება გამცემობისა და ჭორისკენ, ცილისწამებებისკენ, პრეტენზიები პრივილეგირებულ მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ თხის რქა თქვენდამი კეთილად განაწყოთ, საჭიროა დაეხმაროთ მისი გეგმებისა და საქმეების რეალიზაციაში. გეგმების თაობაზე მსჯელობები თხის რქისთვის თავად სამქეზეც კი მნიშვნელოვანია. მას უყვარს განსაზღვრულობა და წინასწარ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს საღამოს, ხვალ, მეორე კვირას და სად წავა დასასვენებლად ზაფხულში, გაურკვევლობა მისთვის აუტანელია. ამიტომაც საჭიროა აქტიური მონაწილეობა დაგეგმვასა და გეგმების შესრულებაში.
იმისთვის, რომ თხის რქა თქვენგან წავიდეს, საჭიროა მთელი დრო საკუთარი გეგმებით აღუდგეთ წინ და შეეწინააღმდეგოთ მის გეგმებს და არ დაეხმაროთ საქმეში, აიძულოთ თავად გააკეთოს ეს.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
არ კმაყოფილდებიან დღევანდელი დღით. მათ აქვთ შეგრძნება, რომ დიადი მომავალი ელით. სურთ, რაიმე განსაკუთრებული მოახდინონ. მათი პატივმოყვარეობა თვალში საცემია, ამასთანავე ეყრდობიან რეალობას, მაგრამ ხშირად ირჩევენ უჩვეულო გზებს, რომელიც უმეტესად შემოვლითად ჩანს და ადგილზე პირველები მიდიან. მათი მოჭიდების უნარი გამაოგნებელია, რასაც მათი გარეგნობის მიხედვით ვერ იფიქრებთ. ძლიერი კონკურენტები და პრინციპულები არიან. გადაიტანენ რა ბედის დარტყმებს, სურთ თავი აარიდონ შემდეგ დარტყმებს, ამისთვის იარაღდებიან ცოდნითა და მოთმინებით და ერთი სიმაღლიდან მეორეზე ადიან. მალე აღმოჩდებიან მწვერვალებზე, მაგრამ მარტოობაში, რომელსაც ეგუებიან, ხმამაღლა წუწუნებენ, მაგრამ ამ მარტოობას არ შეუძლია უკან დაბრუნება აიძულოს. დაბრკოლებებს საკუთარ გზაზე უბრალოდ კი არ ლახავენ, არამედ ანადგურებენ. ძალიან გულითადები არიან, სწავლისთვის მუდამ მზად არიან, კრიტიკას იღებენ, ცდილობენ მის გადამუშავებას და დასკვნების გამოტანას. ბრწყინვალე ინტუიცია აქვთ, რომელსაც იყენებენ ეკონომიკურ უზრუნველყოფაში საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გონებას მაღალ აღთქმად თვლიან. სწამთ საკუთარი ძალის, არიან ფრთხილები, მოკრძალებულნი, ეკონომიურნი, მათ შორის გრძნობების გამოვლენაშიც. ზოგავენ საკუთარ ნერვებს, ხოლო მუცელს (სტომაქს) ნაკლებად, რადგანაც ბევრს და გემრიელად ჭამენ. გაურბიან არასაჭირო კამათებს, ზოგავენ დროს, რადგანაც ის ცოტაა, საქმე კი ბევრი. ერთგულები და ზუსტები არიან, იშვიათად იცვლიან საკუთარ შეხედულებებს. ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავს მთელ მათ გზას. მიზნის მიღწევისას დაჟინებულნი არიან. აზროვნებენ ნათლად, მაგრამ იუმორის გრძნობა მცირედი აქვთ, ძალიან სერიოზულები არიან. როცა მათ აჯავრებენ, ეჭვნეულები ხდებიან. ვერ ითმენენ დუმილს, გაჩუმებას, დაუსრულებელ ფრაზებს, ბუნდოვანებას. გარეგნულად პირქუშები არიან, ხოლო შინაგანად ძალიან რბილები, მგრძნობიარენი, უჩვეულოდ სენტიმენტალურები.
სირთულეებისთვის, გამოცდებისთვის მუდამ მზად არიან. სამუშაო არ აშინებთ, მათი გამოყენება ნებისმიერ საქმეში შეიძლება. როგორც წესი, არ ჩანან და მათი ხმა არ ისმის, წყნარად და ჩუმად ასრულებენ საკუთარ საქმეს, მაგრამ როგორც კი საწარმოს საქმეები ცუდად წავა, მაშინ გამოდიან სცენაზე, ერკვევიან ყველაფერში, ჩვეულებრივ, სიტუაციიდან მოულოდნელ გამოსავლებს, ახალ იდეას პოულობენ, რომელიც ყველას გადაარჩენს. მიღწეულს მათ არავინ ართმევს, მხოლოდ ავამდყოფობაა ხელის შემშლელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თხის რქები სწრაფად იღდგენენ საკუთარ ძალებს. ბედისგან განებივრება არ უყვართ, რადგანაც ძალიან დაკვირვებულნი არიან და უყვართ პრაქტიკოსობა. ზარმაცებთან, დემაგოგებთან და ტრაბახებთან შეიძლება ცივები და ქედმაღლები იყვნენ. როგორც წესი, შურიანები არ არიან, მაგრამ სურთ, რომ სხვები მათ ღირსეულად აფასებდნენ. ძალიან უყვართ ფული, რადგანაც დღეგრძელობის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი და ამის გამო აშინებთ არა უზრუნველყოფილი სიბერე. ბავშვობაში ავადმყოფობენ, მაგრამ შეუძლიათ დღეგრძელობის იმედი ჰქონდეთ. საკუთარ მდგომარეობას კარგად უვლიან და იცავენ, მაგრამ თავად ეჭვნეულები არიან. მათი მოტყუება შეიძლება მხოლოდ ერთი-ირჯერ, ისიც ცხოვრების დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ასეთი შემთხვევა აღარ ხდება.
სიყვარულშიც
ასევე ფხიზლები და პრაქტიკულები არიან. ცხოვრებისულ გზას გრძნობები ხელს არ უნდა უშლიდეს, აუცილებლობისას გრძნობები ითრგუნება, ამასთანავე ისეთი ძალით, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოსდა ეს ადამიანი სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ვნების და თავდავიწყებული სიყვარულის გამოცდილება მოდის სწრაფად ანდა არასდროს, რის შემდეგაც რჩება კრიტიკულობა, სიფხიზლე, ხოლო ემოციები იმალება ღრმად, შიგნით, მაგრამ გრძნობები არსებობს და ძალიან ძლიერიცაა. ქორწინება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება, მზად არიან პატიებისთვის, მაგრამ ხშირად იჩენენ ეჭვნეულობას. თუ იპოვიან შესაფერის პარტნიორს, ქორწინება მყარი და შეუბღალავი იქნება. ქალებისთვის პირველ ადგილზე შვილები, მათი კეთილდღეობა დგას, მამაკაცისთვის _ სამუშაო, ორივესთვის კი პირველ ადგილზე მოვალეობა დგას. ბავშვებს აღზრდიან ფხიზლად, გამოცდილ ჭეშმარიტებებზე.
საშიშროებები
: ეგოიზმი, სიჯიუტე, დაუთმობლობა, მიდრეკილება მარტოობისკენ. სუსტი კონსტიტუცია (სხეულის წყობა), მიდრეკილება საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაწლავების დაავადებებისკენ, გაციებისკენ, უხარისხო კვებისკენ, გაუვალობისკენ (ყაზბობა) და მელანქოლიისკენ.
ადამიანი მზით თხის რქაში სერიოზული, დისციპლინირებული და გონიერია (პატივმოყვარეობის საზღვრებში). ახასიათებს სურვილი დაამტკიცოს, ვინ არის ის, რას წარმოადგენს, სურვილი მიაღწიოს მატერიალურ წარმატებას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, მდგომარეობა საზოგადოებაში. იმისთვის რომ მიაღწიოს მიზანს, რომელიც საკუთარ თავს დაუსახა, უდრეკად, დაჟინებით გადალახავს ყველა სირთულეს, იმედგაცრუებასა და, ნაწილობრივ, პირადი ურთიერთობიდან და ოჯახური ცხოვრებიდან ბევრ რამეს გაიღებს მსხვერპლად.
ფლობს ჩაფიქრებულ, წყნარ, ჩუმ და შეკავებულ ხასიათს, ის არც ისე დიდი სიამოვნებით აჩვენებს, რასაც გულის სიღრმეში გრძნობს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას მოვლენების კონტროლირება გამოსდის. უნარიანი მუშაკია, ძლიერი პიროვნებაა, ის _ ადამიანია, ვის მხრებზეც ოჯახსა თუ სამსახურში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დევს (და სამუშაოს უდიდესი ნაწილიც). ბავშვობის დროსაც კი, უკვე ფლობს მოწიფულობას, სიფხიზლეს და იმ ყოფით სიბრძნეს, რაც ბავშვებისთვის საერთოდ არაა დამახასიათებელი.
თავის საფუძველში პრაგმატიკოსი და რეალისტია. და თუმცა მას, შესაძლებელია, ახასიათებდეს ყველა სახის ოცნება, იდეალური წესრიგისა და კაშკაშა იდეები, მაგრამ საბოლოოდ, საფუძვლიან კონცეფციად მაინც პრაქტიკულ სარგებელს თვლის. მასში დევს ბუნებითი ეშმაკობა და საქმიანი უნარები _ და კიდევ, ცინიზმის გარკვეული დოზა.
მუდამ ნათლად აზროვნებს, დამოუკიდებელია საკუთარ შეხედულებებში, ობიექტურია მსჯელობებში. გრძნობების დონეზე დრამატულ დეტალებს არ შეუძლიათ მისი საქმის არსიდან აცდენა. ძალიან ხშირად ძალაუფლებიანი ადამიანია, ღრმად სამართლიანი, მაგრამ _ შეუბრალებელი. მისთვის ტრადიციები წმინდაა და, მაშინაც კი თუ არ ეთანხმება ზოგიერთ კანონს, მაინც დაექვმდებარება მათ ანდა იმუშავებს ამ კანონების შეცვლის მიმართულებით, მაგრამ თავს უფლებას არასდროს მისცემს დანაშაულებრივად გამოიყენოს ისინი. ფრთხილი და შეკავებულია, ნებისმიერ თამაშში თამაშობს წესების მიხედვით.
ეს ადამიანი წყნარი, ჩუმი, გააზრებული ქმედებების მომხრეა. არაა მიდრეკილი მკვეთრი, გაუფრთხილებელი ქმედებებისკენ, ბოლომდე გახსნილად არ გამოთქვამს აზრებს. მას არ შეუძლია საკუთარ თავს (და ადამიანებსაც, რომლებთანაც ცხოვრება ახვედრებს) მისცეს უფლება გრძნობების ნებას დაჰყვეს, დაკავდეს თამაშით, მოიქცეს ისე, როგორც მოეხასიათება და მოაფიქრდება. არ შეუძლია უაზროდ მიეცეს ტკბობას, იყოს სუსტი, დაუცველი.
მისი ხასიათის ძლიერი მხარეები _ სიღრმე, აკურატულობა, მოთმინება, მოჭიდება, საკუთარ თავზე არსებული ვალდებულებების ერთგულება. მისი უარყოფითი მხარეები (ნაკლი) _ მიდრეკილება კონსერვატიზმისკენ, მოუქნელობა და გადაჭარბებული სერიოზულობა.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
თხის რქა _ დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან _ “ქალური” და “უარყოფითი” ნიშანია. ამიტომაც ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იმ თვეს, როდესაც მზე იმყოფება ამ ნიშანში, ავლენენ პრაქტიკულ მიდრეკილებებს. ისინი ნელა, აუჩქარებლად მუშაობენ და შესაძლებლობისას არ იტყვიან უარს წაზარმაცებაზევ, მაგრამ აქვთ ორგანიზატორული უნარები; შეუძლიათ იმუშაონ იქ, სადაც საჭიროა მოთმინება და თანდათანობითი პროგრესი;
კარგად მუშაობენ კომერციულ სფეროში და იქ, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვლა, გამოთვლა და რაიმეს დაგროვება. უყვართ საქმის დღიდან დღემდე გადადება, საკმაოდ ეგოისტები არიან და არ უყვართ სხვა ადამიანების კონტროლის ქვეშ ყოფნა; მაგრამ შეუძლიათ დაჟინებით და შეუპოვრად მუშაობა. უყვართ მოგზაურობა. ყველა ადის ზევით, ცხოვრების კიბეზე. შეუძლიათ სწრაფად, იდეების ჰაერში დაჭერა და უყვართ მათთვის საინტერესო საკითხის სწორად, ბოლომდე გაგება. შეუძლიათ რაიმე ცხოვრებისეული სიკეთისგან სრულიად მოწყვეტა, მისი უარყოფა, მათ ხასიათში არის ისეთი შტრიხი, რომელიც ახასიათებს სტოიკოსებს (სტოიკოსი Phil. Gk. Stōikos1. სტოიციზმის მიმდევარი.
2.გადატ. გაჭირვებისა და განსაცდელის მტკიცედ ამტანი ადამიანი.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ); საკუთარი მიდრეკილების შედეგად შეუძლიათ კარგად აღიქვან ტრანსცედენტული ფილოსოფია, როგორც წესი, იქმნიან პესიმისტურ შეხედულებას სამყაროზე და გარშემომყოფ ადამიანებზე.
კლასიკური ტექსტებიდან და ინდუბალას პირადი გაცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ამ ადამიანების ისეთ თვისებზე, როგორიცაა: წარმოებულობა, საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობამდე ასვლის უნარი ანდა საზოგადოებაში, სადაც მაღალი მდგომარეობის მქონე ადამიანები არიან, მოხვედრის შესაძლებლობა, შეუძლიათ იყვნენ მომაბეზრებლები და ჩაერიონ იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებათ; შეუძლიათ იყვნენ უბედურები, უგულოები (გულქვები), ძუნწები და ჯიუტები. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა გამოხატონ უიღბლოებისა და დათრგუნულების მიმართ; ფრთხილები, შეუდრეკელად მუშაობენ, მეგობრულები, ფლობენ იუმორის გრძნობას. წყნარები და მელანქოლიურები, ისწრაფვიან თანდათანობით გახსნან საკუთარი აზრები, სწამთ ბედის და ზებუნებრივის. შეუძლიათ რაიმე საქმეს საკუთარი თავები მსხვერპლად შეწირონ. ეს ადამიანები შემოქმედებითნი, ხანდახან ეშმაკები და ეჭვის გამომწვევები არიან.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
თხის რქა (განსაკუთრებით თუ ამ ნიშანში რამდენიმე პლანეტაა) _ რეალისტია. უყვარს მარტოობა და ნამდვილად რისკავს რომ სრულ მარტოობაში აღმოჩდეს.
ამავდროულად ის _ შრომისმოყვარე ადამიანია, კარგი ორგანიზატორია; იმისთვის, რომ იგრძნოს საკუთარი თავი “შესაბამის, საკუთარ ადგილზე”, მას სჭირდება მუდმივად შრომა; მისთვის წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთი და იგივეა, თუ არაა მიღწეული დაჟინებული შრომით.
თხის რქა ორიენტირებულია კარიერაზე, ხშირად პირადი ცხოვრების საზიანოდ. ისწრაფვის წარმატებისკენ, თითქოსდა ამით ცდილობს მოახდინოს კომპენსაცია სევდისა და ცხოვრების ასეთი სიცარიელისათვის. მოკლედ, საკუთარ გრძნობებს საქმეში არასდროს ურევს.
მისი გრძნობები იმართება გონებით; მთელი ცხოვრება _ შეშლილი წესრიგია, მოვალეობის გრძნობა და ლოგიკაა. მათ ამოძრავებთ ამბიციები და ძალაუფლებისკენ, ხელისუფლებისკენ სწრაფვა. მუდმივად შრომაშია, ვარაუდობს, რომ მის საქმეს მასზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება. დრო მასზე მუშაობს.
ყველაზე მთავარი ცხოვრები ფაზა _ სურვილების შესრულების ფაზა _ დგება 50 წლის ასაკის შემდეგ. სიყმაწვილის ასაკი რთული და ბრძოლებით სავსეა. აფასებს და უფრთხილდება დაგროვებულს, შეუძლია ძუნწიც კი გახდეს. კონსერვატორი, ტრადიციონალისტია. ახალგაზრდობას იგი არ უყვარს მისი სიხმელისა და სიცივის გამო.
თხის რქას, ჩვეულებრივ, უფრო ძლიერად განვითარებული სული აქვს, ვიდრე სხეული; ცოტას სვამს და ჭამს.
ჩაკეტილია, გულჩათხრობილია, ადამიანებს რთულად უდგება, საკუთარ თავს უქმნის პრობლემებს. ამას დროთაგანმავლობაში მიჰყავს რევმატიზმებამდე, ათრიტებადე და ა.შ. ჩვეულებრივ, პესიმისტია, წუწუნებს მრავალ უხასიათობაზე, თუმცაღა ცხოვრობს დიდ ხანს (თხის რქები _ დღეგრძელნი არიან). ნაჩვენებია ტყეში სეირნობები, უკეთესია ფიჭვნარი, შრომა აგარაკზე. ახალგაზრდებისთვის _ ტურიზმი, ალპინიზმი, სპელეოლოგია (მღვიმეთმცოდნეობა). მოკლედ, თხის რქები სპორტით, როგორც წესი, არ კავდებიან. ნაჩვენებია _ მაგნეზია, კალცი. მცენარეებიდან _ კვიპაროსი. მრავალი დაავადებისთვის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებები _ კარგი განწყობა, სიცილი.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
dryade
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3439
წევრი No.: 170115
რეგისტრ.: 9-July 13
#54633583
· 9 May 2019, 18:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზღვის სიღმეებიდან თეთრწვერა მთის მწვერვალებისკენ
ვისწრაფვი მე, დასვენება არ ვიცი.
მე _ ლიდერი ვარ! ჩემი გონება მომწიფებულია
ყველას თან იყოლებს,
ხან სიბრძნით, ხან კიდევ ხუმრობით კაშკაშებს.
(IMG:
https://img.forum.ge/Jni6Tiepi6Vw.jpg
)
ბმულები
ზოგადი დახასიათება
საბავშვო ჰოროსკოპი
ბერძნული, ეგვიპტური, მითოლოგიური , ვიკინგების, ინდიელების, და ა.შ. ჰოროსკოპები
ნიშნების შეთავსება
ვერძი და თხის რქა
კურო და თხის რქა
ტყუპები და თხის რქა
კირჩხიბი და თხის რქა
ლომი და თხის რქა
ქალწული და თხის რქა
სასწორი და თხის რქა
მორიელი და თხის რქა
მშვილდოსანი და თხის რქა
თხის რქა და თხის რქა
მერწყული და თხის რქა
თევზები და თხის რქა
კომბინაციები
მზე თხის რქაში, მთვარე ნიშნებში
მზე თხის რქაში, ასცენდენტი ნიშნებში
წინა თემები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მზე ♑ თხის რქაში
მზე ♑ თხის რქაში
მზე ♑ თხის რქაში
თხის რქა ♑
მზე თხის რქაში ♑
♑ თხის რქა
თხის რქა
♑ თხის რქა
თხის რქა ♑
თხის რქა ♑
თხის რქა
თხის რქა ♥
თხის რქა
თხის რქა
თხის რქა
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 232378
რეგისტრ.: 27-May 17
#54633831
· 9 May 2019, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზღვის სიღმეებიდან თეთრწვერა მთის მწვერვალებისკენ
ვისწრაფვი მე, დასვენება არ ვიცი.
მე _ ლიდერი ვარ! ჩემი გონება მომწიფებულია
ყველას თან იყოლებს,
ხან სიბრძნით, ხან კიდევ ხუმრობით კაშკაშებს.
რა ვაართ რაა. მოხერხებულის ერთები :დ
ურანი რო გვირაღაცაკარგსშვება, ეგ მარტო პირველდეკადელებზე ვრცელდება?
რუსა_
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1869
წევრი No.: 154079
რეგისტრ.: 16-September 12
#54634903
· 9 May 2019, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kira001
QUOTE
ეგ მარტო პირველდეკადელებზე ვრცელდება? რუსა_
არა. კონკრეტულად და მარტო თხის რქებს არ ეხება ეს და მითუმეტეს მარტო პირველ დეკადას.
ზოგად პროგნოზს რაც შეეხება - პირველ რიგში უყურებენ ნელა მოძრავ პლანეტებს (პლუტონი, ნეპტუნი, ურანი, სატურნი) რადგან მათი გავლენა უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გრძელდება და შესაბამისად უფრო სიღრმისეულ და მნიშვნელოვან ან ხანგრძლივ გავლენას ახდენს. რომ ავიღოთ იგივე ურანი , ახალა კუროს ზოდიაქოში მოძრაობს, პირველ რიგში რა თქმა უნდა კუროს ნიშანზე ან პლანეტებზე კუროს ნიშნებში მოახდენს გავლენას, მაგრამ ამავდროულად ურანი ქმნის ასპექტებს , რადგან თხის რქაში პლანებთან შექმნის ტრგონს ურანის შედარებით უფრო დადებითი გავლენა იქნება თხის რქებზე ან პლანეტებზე რომელიც თხის რქაში მოხვდება და მაგალითად მზე მერწყულებზე, ლომებზე და მორიელებზე (ან პლანეტებზე ამ ნიშნებში) უფრო ნაკლებად იქნება დადებითი გავლენა რადგან კვადრატურა , ოპოზიციები იქნება. რაც შეეხება თხის რქების პირველ დეკადას, უბრალოდ ჯერ ურანი კუროს საწყის გრადუსებზე მოძრაობს შესაბამისად ჯერ იმ თხის რქების მზესთან შექმნის ტრინს ვინც დეკემბერში (პირველ დეკადაში) არიან დაბადებულები.
გარდა ამისა ზოგადად ყველა თხის რქისთვის ახლა ურანი სიმბოლურად ( !!!! ) 5 სახლში მოძრაობს(რადგან კურო მე-5 ნიშანია თხის რქისთვის), შესაბამისად ზოგადად ყველა თხის რქისთვის ურანის გავლენა შეეხება 5 სახლის სიტუაციებს (სიყვარული, შვილები, გართობა, ჰობი, შემოქმედება ) . უფრო ზუსტად რა სფეროებს მოიცავს უნდა ნახო პირად რუკაში რომელ სახლში ხვდება ურანი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
decembre
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
decembre
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5504
წევრი No.: 222774
რეგისტრ.: 13-August 16
#54635215
· 10 May 2019, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალ თემას გილოცავთ! :bis:
მოკლედ მაისი სამსახურში ცოტა რთული იქნებაო, ოჯახში გადასარევიო. :yes:
დადებითი დღეები: 7, 14, 21, 22, 28. :)
ცოტა გველაძუა დღეები: 2, 6, 9, 13, 20, 27, 30. :mad:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qop4
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Qop4
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1042
წევრი No.: 212311
რეგისტრ.: 6-January 16
#54636241
· 10 May 2019, 09:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
:დ წინა პოსტში ვნახე თEვზებს გვქონდა აქ უვიზო მიმოსვლის საშვი
ხოოოოოოოოოოოოო დააააააააა...............
აი მეც აქ ვარ ^_^
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hi-Power
chmod 700
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Hi-Power
chmod 700
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 267
წევრი No.: 249155
რეგისტრ.: 6-March 19
#54636266
· 10 May 2019, 09:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიდ ბარეტი იყო თხის რქა :drug:
This post has been edited by
Hi-Power
on 10 May 2019, 09:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Desmond Miles
♑
ჯგუფი: Members
Desmond Miles
♑
ჯგუფი: Members
წერილები: 8339
წევრი No.: 164928
რეგისტრ.: 5-April 13
#54636376
· 10 May 2019, 10:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მზე ♑ თხის რქაში (post #54451633)
მასტერჩიკ, ახალ თემაში გიპასუხებ.
გაიხარე. სიახლეებში ვარ.
დავანებე სამსახურს თავი. 9 წლიანი თბილისური საგა დავამთავრე. :დ
დავუბრუნდი ისევ ჩემს ბათუმს. დღეს ახალი სამსახურის და სიტუაციის დასათვალიერებლად მივდივარ.
შენ როგორ ხარ, როგორ მოგწონს ოჯახური ცხოვრება))))))
გამარჯობა მეგობრებო :2kiss:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 232378
რეგისტრ.: 27-May 17
#54637028
· 10 May 2019, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ როენა კი არა, ილია მეორეზე რო გავიგე თხის რქა იყო, ლამის თავი დავიბრიდე. მაგაზე უარესი ძაან ცოტა თუ იქნება მსოფლიოში ჩემთვის
რუსა_
სპს, გირლ :*
D3cember
QUOTE
ცოტა გველაძუა დღეები: 2, 6, 9, 13, 20, 27, 30.
ვის აშინებენ პროსტა :D
* * *
QUOTE
სიდ ბარეტი იყო თხის რქა
მაგარი ტიპი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tom Creo
♈︎
ჯგუფი: Members
Tom Creo
♈︎
ჯგუფი: Members
წერილები: 4490
წევრი No.: 157072
რეგისტრ.: 12-December 12
#54637078
· 10 May 2019, 12:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როენა ყოფილა კურო, 13ში ჰქონია დაბ. დღე, ,,გამოუშვით მამიდა" ივენთზე დაპოსტეს :D აქციაც მაგ დღეს გავმართოთო. პრინციპში, არც ისე შორს, თხის რქა-კურო... :D
* * *
ხო, ახალ თემას გილოცავთ კაი ხალხო :up:
მევასებით ბაკუნიებო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
decembre
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
decembre
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5504
წევრი No.: 222774
რეგისტრ.: 13-August 16
#54637440
· 10 May 2019, 13:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kira001 @ 10 May 2019, 12:26 )
QUOTE
ცოტა გველაძუა დღეები: 2, 6, 9, 13, 20, 27, 30.
ვის აშინებენ პროსტა :D
ხასიათს მიფუჭებს მაქსიმუმ თორე ერთი მაგათიც :givi:
Tom Creo
კი ეტყობა გარეგნობაზეც, რაღაცნაირი ეშხიანი კუროა. :gigi:
kira001
შენ კიდე რას ერჩი ილიკოს? -_-
This post has been edited by
D3cember
on 10 May 2019, 13:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
#54637626
· 10 May 2019, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Desmond Miles
Desmond Miles
მოხარულ. როგორ მიდის საქმეები?
კაია ბიჭო ოჯახი. ვაბშე არ ვიხედები სახლიდან თუ სინდისი არ შემაწუხებს
კარგი მეუღლე მყავს რომელიც ჩემთვის ცოლციაა საყვარელიც პაძელნიკიც ძმაკაციც და ყველაფერი ერთად რაც შეიძლება დამჭირდეს და სხვა ადამიანებთან იმ პონტში ვურთიერთობ რომ:
1. რას იზამ საზოგადოება მოითხოვს და რა იცი რაში გამოგადგნენ
2. ხელფასს მიხდიან ამაში
:lol: :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
kira001
Nymphetamine
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 232378
რეგისტრ.: 27-May 17
#54637794
· 10 May 2019, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
D3cember
QUOTE
ხასიათს მიფუჭებს მაქსიმუმ თორე ერთი მაგათიც
პირიქით აზარტი უნდა ჩართო მაგ დროს. რას ქვია გველაძუა დღეაო თქვა და შეუბერო :givi:
ილუშას რაღა რას ვერჩი -_-
ერთმა ეზოთერიკოსმა მიტხრა ერთხელ, ეგრე რელიგიებს და ყველა ეგრეგორულ ძალას რო ეჭიფხები და ეჭიმები, მაგიტო ვერ მიაღწევ ცხოვრებაში ვერაფერსო. მაგრად დავცინე. კაითქო
იმენა რეებს ჯერა ზოგს, მგონია მეღადავებიან ბლიად
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0596 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.