ტყუპები.. ტყუპები...
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
21-დან 31 მაისამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით – გონიერები არიან, მათ გააჩნიათ ინტუიცია, აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისადმი, უანგარონი არიან, ისინი დიდებისა და ფულის უქონლობის გამო სიმშვიდეს რელიგიურ ფიქრებში პოულობენ.
1-დან 10 ივნისამდე დაბადებულების ხასიათი – მარსის გავლენით აგრესიულები არიან, ისინი დამცინავი და მოუსვენარნი, შეწუხებულები არიან.
11-დან 21 ივნისამდე დაბადებულები მზის გავლენით – თავაწყვეტილი, მბრძანებელი, ფიცხი, პატივმოყვარე და მოლაყბეები არიან.
ტყუპები და ქალწულიმერკური, ღმერთების მარდი მსრბოლი, ქალწულსა და მარჩბივს(ტყუპებს) მართავს, მაგრამ ამ ორ ნიშანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ქალწული მიწის ნიშანია და მერკური ქალწულზე ზემოქმედებისას უფრო პრაქტიკულად იქცევა, ვიდრე მარჩბივზე, ჰაერის ნიშანზე მოქმედებისას. აქ იგი ქარაფშუტა და თავნებაა.
მაშინ, როცა ქალწულს მერკურთან ერთად განაგებს პლანეტა ვულკანიც (დევიზი: "მე ვაანალიზებ!"),
ტყუპებს მხოლოდ მერკური მართავს. დევიზი: "მე ვფიქრობ!"
III სახლი - VI სახლიტყუპები - III სახლი
ზოგადად განასახიერებს კომუნიკაციის სტილი.
ადამიანის ორგანოთაგან შეესაბამება ბრონქები, ფილტვები, მთლიანად სასუნთქი სისტემა, ხელები.
ტყუპების ძირითადი დაავადებები შესატყვისად ვითარდება იგივე ორგანოთა სისტემებში.


ქალწული - VI სახლი
განაგებს მომსახურების სფეროს და შეესაბამება ჯანმრთელობას: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური.

მერკური ტყუპებთან და ქალწულთან ერთად, ასევე III და VI სახლები (3-6) წარმოადგენენ ერთად მოდელს: კომუნიკაცია+ჯანმრთელობა, უპირველესად ცნობიერებით, გონებით მართვას, ფიქრით წვდომას. მაგრამ რა არსის ხელში?
"გათიშე და იბატონე" - არაჯანსაღი კომუნიკაციაა. ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობის დაკარგვის შემთხვევაში ეს გულისხმობს ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური, ფიზიკური ჯანმრთელობის ნგრევას და პირიქით.
ჯანმრთელობაში წარმოქნილი პრობლემები იწვევს ჯანსაღი კომუნიკაციების ნაწილობრივ ან სრულ რღვევას, რაც დღეს სახეზეა.
ეშმა გამიწიერდა და საკუთარი წესები: არაჯანსაღი კომუნიკაცია, ჯანრთელობაში წარმოქმნილი პრობლემები დაამკვიდრა დედამიწაზე.
როგორ მატერიალიზდა ბოროტი? - უფლისმიერი ჭეშმარიტება, მისი კანონზომიერებები, უზენაესის წესები დაარღვია: გათიშა და იბატონა, იქ გაწყვიტა ჯანსაღი კომუნიკაციები (დაამკვიდრა მასზე სრული კონტროლი), სადაც საერთოდ არ შეიძლებოდა მისი შევარდნა და სანაცვლოდ იქ გააბა თავისი ინტრიგები - მახეები, სადაც საერთოდ არ შეიძლებოდა მისი ხლართების/მახეების არსებობის დაშვება, რისი საშუალებითაც გამიწიერდა და ჩაიგდო დედამიწის მართვის სადავეები ხელში, ოღონდ ჯერ კიდევ ნაწილობრივ.
ვირუსი კოვიდ19 ძირითად დარტყმას აყენებს სასუნთქ სისტემას, ერთი შეხედვით.
მაგრამ მთავარი გონებაა, ცნს-ია, რომლითაც იმართება ფიზიკური სხეული, ცნობიერებაა, რაც განაგებს პიროვნულ სიმრთელეს ერთობლიობაში.

ვადასტურებ, ყველაფერი (პროცესების შექცევადობა/შეუქცევადობა) იმართება გონებით, სამშვინველით, ცნობიერებით, მერკურით!
და სამწუხაროდ ეხება ფინანსებს, ვაჭრობას, ფულს - გადახდილს და აღებულს თვითკვლელობაში.
მსოფლიოს N1 ბიზნესი: A.I. ეშმას წესებით კომუნიკაციაა, ტოტალური მართვა-კონტროლია. ვაჭრობასაც და ბიზნესსაც ხომ მერკური მფარველობს...
სწორი გზა, გამოსავალიჭეშმარიტი რწმენა, მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების გააზრების შესაძლებლობის დაშვება ცნობიერების ჯანსაღი
ტრანსფორმაციის გზით (ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცვლილებას, პირიქით).
რწმენა და უფლის მსახურება არა ბრმად, ფანატიკურად არამედ ჯანსაღი ანალიტიკური აზროვნების ჩართულობის გზით.
6>3>12>9>6
მერკურიგანაგებს გონებას, სამშვინველს, ცნობიერებას...
"უსქესო" პლანეტების რიცხვს მიეკუთვნება.
მერკური (ღმერთი)
მერკური (ლათ. Mercurius) — რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრების ღმერთი, ასევე მოგზაურთა მფარველი.
მერკურის ხშირად დიდი ქისით გამოსახავდნენ და ეპითეტ „ბედნიერს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით მოხდა მერკურის ბერძნულ ჰერმესთან გაიგივება და მასაც ფრთიანი სანდლებით და ქუდით გამოსახავდნენ, ქისა კი საგზაო ჩანთით შეიცვალა, რომელსაც ღმერთი გვერდზე გადაკიდებულს ატარებდა. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ წლებში მერკურის ფუნქციები გაფართოვდა, მას მიიჩნევდნენ ხელობების, ასტროლოგიის, მაგიის და საიდუმლო სწავლებების ღმერთად. იგი ასევე აცილებდა მიცვალებულებს ქვესკნელში,
მოჰქონდა ამბები და ემსახურებოდა მაღალი რანგის ღმერთებს. 
***
მერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურის სახელწოდება აქვს.
მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.
***
მერკური
L. Mercurius
1. რომ. მით. ვაჭრობის ღმერთი, ვაჭრებისა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების შიკრიკი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერმესი).
2. ასტრ. მზის სისტემის პლანეტა, მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი.
This post has been edited by Катеньки on 27 Oct 2020, 19:39
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.