Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
1
[2]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
"იყო და არა იყო რა" -ფრაზა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#56583968
· 21 Jul 2020, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
მშვენიერება, რომელსაც დღის სინათლე არ უნახავს, რომელიც დაფარულია და ძიებას საჭიროებს.
როგორ არ უნახავს მაშ სულ სიბნელეში იჯდა? … ხომ დაკარგავდა თვალის ჩინს მასე...
აქ უფრო გამომზიურება იგულისხმება მე მგონი რომ ავ თვალს არ ანახვებდენ და არ ჰყავდათ ასე საჩვენებლად
გამომზიურებული, ეხლა ისტაგრამზე რომ დებენ საკუთარ ფოტოებს და ჰგონიათ რომ მზეთუნახავები არიან…
აი ეს გამახსენდა ეხლა:
"მზე შინა და მზე გარეთა მზევ შინ შემოდიო"
ეს ფრაზაც კარგად ასახავს შინაგან მზეს და გარეგანს...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56584018
· 21 Jul 2020, 19:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
როგორ არ უნახავს მაშ სულ სიბნელეში იჯდა? … ხომ დაკარგავდა თვალის ჩინს მასე...
გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი.
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თუშჩი
ქოცია ადამიანი ?!
ჯგუფი: Members
თუშჩი
ქოცია ადამიანი ?!
ჯგუფი: Members
წერილები: 12283
წევრი No.: 23219
რეგისტრ.: 14-September 06
#56586294
· 22 Jul 2020, 03:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
მზეთუნახავზე იმიტომ ვკითხულობ რომ ძალიან ადრე რუსულ რა სად როდიში იყო კითხვა კონკრეტულად ქართულ ენაში არსებულ მზეთუნახავზე
პასუხი საინტერესო იყო მაგრამ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს და მაინტერესებდა სწორი ვერსია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56586334
· 22 Jul 2020, 04:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუშჩი
QUOTE
მზეთუნახავზე იმიტომ ვკითხულობ რომ ძალიან ადრე რუსულ რა სად როდიში იყო კითხვა კონკრეტულად ქართულ ენაში არსებულ მზეთუნახავზე
პასუხი საინტერესო იყო მაგრამ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს და მაინტერესებდა სწორი ვერსია
ბუნდოვანება ჩვეულებრივი ამბავია გინდა ქართული ზღაპრებისთვის და გინდა ფოლკლორის სხვა მიმართულებისთვისაც.
ზოგადად მარტო ქართულ ფოლკლორში კი არა სხვა ტრადიციებშიც იმდენად დიდი წყვეტა იყო წარსულთან და იმდენი მასალაა დაკარგული, იმდენად დაიკარგა აღქმა თუ რა სიტყვაში რა დატვირთვა იყო ჩადებული, რომ დღეს შეიძლება ითქვას ნაწილობრივ ხელახლა ვქმნით სისტემას, როცა ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ზღაპარს, მითს, ლეგენდას. სიმბოლოების ინტერპრეტაცია რაც ვიცით, ისიც მეცნიერების მოცემულია გაცილებით გვიან იმის მერე რაც ზღაპრები შეიქმნა.
როცა ზღაპრის სიმბოლოს უკეთებ ინტერპრეტაციას კომპლექსურად უნდა შეხედო. აქ უნდა ჩართო ბევრი დარგი: ისტორია, ფოლკლორისტიკა, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, რელიგია, ფილოსოფია... უნდა ჩართო საკუთარი შინაგანი სამყარო მთლიანად. ზღაპარი შეკუმშული ვერსიაა ადამიანის ცნობიერება-განცდების. შენ შეიძლება არ იყო სპეციალური განათლების მქონე, მაგრამ შეიძლება ისე ჩაუღრმავდე ზღაპრის აზრს რომ ამოზიდო ისეთი აზრები, რაც ბევრს არ დაუნახავს ან დავიწყებული ჰქონიათ იმ ზღაპარში...
ზღაპარი ადამიანის ერთიანობის სიმბოლოა. ეს ერთიანობა ოდესღაც დაირღვა და გაიფანტა ნამსხვრევებად, და შესაბამისად გაფანტულია სხვადასხვა დარგებშიც. ჯერ ყველა დარგში მოძიებით და მერე გამთელებით თუ აღადგენ იმ პირველ აზრს, რისი თქმაც უნდა ზღაპარს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#56586931
· 22 Jul 2020, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი.
გასაგებია.
* * *
პს.
არის რა თქმა უნდა ახალი ზღაპრებიც, იშვიათად მაგრამ არიან მეზღაპრეები, რომლებიც წერენ თავისი
ფანტაზიის ნაყოფს…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თუშჩი
ქოცია ადამიანი ?!
ჯგუფი: Members
თუშჩი
ქოცია ადამიანი ?!
ჯგუფი: Members
წერილები: 12283
წევრი No.: 23219
რეგისტრ.: 14-September 06
#56592136
· 23 Jul 2020, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
" ერთ ერთ ძველთაძველი ცივილიზაციაში შეიძლება შუმერები, შეიძლება სხვა არ მახსოვს. მეფეები საკუთარ ქალიშვილებს გათხოვებამდე "ამწყვევდნენ" მათთვის აშენებულ კოშკებშიო, სადაც მზის სხივებიც არ შედიოდაო არათუ ფანჯრები და კარები"
აი მიახლოებით ესეთი რაღაც იყო
და ქართულში სიტყვა მზეთუნახავი
ოღონდ შუმერები იყვნენ თუ სხვა არმახსოვს, არც კონტექსტი, ის რომ შუმერების "შთამომავლობა" ზე იყო კითხვა თუ ფაქტზე რომ ეს წესი მართლა ქონდათო, აბა მზეთუნახავი სუფთა ლინგვისტურად უცნაურია
ანუ რაღაც ესეთი ტიპის საკითხი იყო და ვინმემ თუიცოდით იმიტომვიკითხე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56592529
· 23 Jul 2020, 08:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
არის რა თქმა უნდა ახალი ზღაპრებიც, იშვიათად მაგრამ არიან მეზღაპრეები, რომლებიც წერენ თავისი
ფანტაზიის ნაყოფს…
ფოლკლორი ყოველთვის ახალ-ახალი მეზღაპრეების დამატებებია. თავდაპირველი სახით არც აღწევს ჩვენამდე.
თუშჩი
QUOTE
" ერთ ერთ ძველთაძველი ცივილიზაციაში შეიძლება შუმერები, შეიძლება სხვა არ მახსოვს. მეფეები საკუთარ ქალიშვილებს გათხოვებამდე "ამწყვევდნენ" მათთვის აშენებულ კოშკებშიო, სადაც მზის სხივებიც არ შედიოდაო არათუ ფანჯრები და კარები"
გადატანითი მნიშვნელობით უნდა იყოს ნათქვამი. მზის სხივი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის განვითარებისათვის და ეგრე რომ გამოეკეტათ და მზე მართლა არ ენახათ, ჯანმრთელობაზე აისახებოდა. მზის სხივები დე ვიტამინის ძირითადი წყაროა, რაც არ უნდა ჭამო დე ვიტამინით მდიდარი საკვები მაინც ვერ ჩაანაცვლებ მზის სხივს. ის, რაც ანტიკურ ტექსტებში და გადმოცემებში წერია, ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გვესმოდეს. კი, განსაკუთრებით კასტური და სოციალური მკაცრი დაყოფის პირობებში ადამიანები ერთმანეთს მართლა არ ენახვებოდნენ, მაგრამ ეს შემდეგ იქცა სიმბოლურ მნიშვნელობად, სხვათა შორის ეგ სიმბოლო "ვეფხისტყაოსანშიც" გამოიყენება, როცა ნესტან-დარეჯანი ფარდაგით არის დაფარული ტარიელისაგან, მაგრამ რაღაც მომენტში დურაჯებს რომ მიართმევს ფარსადანს ტარიელი და ფარდაგს აწევენ, ნესტანის სილამაზე მზის სხივივით ეცემა კაცს, და დაიბნიდება. სუფთა სიმბოლური ენაა, არც ის არის შემთხვევითი, ტარიელი რომ ამბობს:
"სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი..."
პირდაპირი მინიშნებაა ინიციაციის იმ ძველ წესზე როცა სამი დღის განმავლობაში ადამიანი სიმბოლურად დაფლული იყო, ან მას ათავსებდნენ დარბაზში, სადაც მისი ცნობიერება სიკვდილს გადიოდა და ხვდებოდა იმას, რასაც მანამდე ვერასოდეს მიმხვდარა.
ანუ მზეთუნახავის მოტივი მეთორმეტე საუკუნეშიც კი გამოიყენება მისტერიის აღსანიშნავად. ის ჯერ ტექსტში არ ჩანს, ანუ გონება ჯერ ემზადება მის შესაცნობად, შემდეგ კი ნელნელა ვეცნობით, ანუ ვუღრმავდებით მას, რადგან ქალი, მზეთუნახავი ადამიანის ღრმა ემოციურ შრეებს აღნიშნავს.
ის, რაც ოდესღაც კასტური წეს-ჩვეულება იყო, ადამიანებმა გამოიყენეს ლიტერატურულად უკვე როგორც მეტაფორა. ის წეს-ჩვეულებები კი ქრებოდა, კარგავდნენ თავის ძალას და მნიშვნელობას და გაცილებით გვიანაც გვხვდება, ოღონდ ძალიან სუსტი გამოხატულებით. მაგალითად მსახურის მხრიდან თავდახრილი საუბარი, როცა ვერ უბედავდნენ მმართველებს თვალებში შეხედვას, ან ოსმალთა იმპერიის ეტიკეტშიც იყო როცა ქალი სულთნები გაივლიდნენ ან იდგნენ მსახურების თანდასწრებით, მსახურები ან ზურგშექცევით დგებოდნენ, ან თავს დაბლა ხრიდნენ, ანუ მათი როგორც მსახურის თვალი - იგივე სინათლე არ უნდა მოხვედროდა მის მზერას, მის სინათლეს. თვალი კი იგივე მზე და ნათელია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#56593772
· 23 Jul 2020, 14:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
თავდაპირველი სახით არც აღწევს ჩვენამდე.
როგორ არ აღწევს მე რომ ზღაპარი დავწერე თავდაპირველი სახით გამოვეცი წიგნად…
* * *
QUOTE
ან მას ათავსებდნენ დარბაზში, სადაც მისი ცნობიერება სიკვდილს გადიოდა და ხვდებოდა იმას, რასაც მანამდე ვერასოდეს მიმხვდარა.
ხელთდასხმის პროცესია ეს…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56593807
· 23 Jul 2020, 14:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
როგორ არ აღწევს მე რომ ზღაპარი დავწერე თავდაპირველი სახით გამოვეცი წიგნად…
და რა იცი, რომ ის რაც შენ დააფიქსირე სულ პირველად, ის თავდაპირველი ამბავი მანამდე არ იყო შეცვლილი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#56599435
· 24 Jul 2020, 16:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
და რა იცი, რომ ის რაც შენ დააფიქსირე სულ პირველად, ის თავდაპირველი ამბავი მანამდე არ იყო შეცვლილი?
ჩემი ფანტზია მე არ ვიცი? მანამდე ვინ შეცვლიდა... რაღაცას ბუნდოვნად ამბობ… აბა ჩამოაყალიბე რისი თქმა გსურს?
* * *
პს.
მე ახალ დაწერილ ზღაპარზე ვამბობ, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა ზღაპარს… ანდა ავიღოთ ჰარი-პოტერი
ესეც ხომ ახალი დაწერილია … რომელიც ადრე არ იყო ზღაპრად…
This post has been edited by
Artist
on 24 Jul 2020, 16:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aquarius_A888
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Aquarius_A888
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6308
წევრი No.: 130195
რეგისტრ.: 17-April 11
#56599872
· 24 Jul 2020, 17:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"იყო და არა იყო რა"
ეს უნდა განიხილოთ 4-5 ჭიქის შემდეგ, მერე გაირკვევა სიმართლე
--------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56604250
· 25 Jul 2020, 20:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
მე ახალ დაწერილ ზღაპარზე ვამბობ, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა ზღაპარს… ანდა ავიღოთ ჰარი-პოტერი
ესეც ხომ ახალი დაწერილია … რომელიც ადრე არ იყო ზღაპრად…
არ ვგულისხმობ თანამედროვე ეპოქაში შექმნილს.
ის ზღაპრები და მითები რაც მე19-მე20 საუკუნეებში დააფიქსირეს და გაანალიზეს, ისიც ეპოქიდან ეპოქამდე იცვლებოდა.
რაც შეეხება შენს ან სხვა თანამედროვეების მიერ დაწერილ ზღაპრებს: ახლა ისეთ დროში ვართ, რომ ავტორის ვინაობაც და დაწერილის პირველი ვერსიაც უფრო ადვილი შესანარჩუნებელია, მაგრამ ოდესღაც ეგ დაწერილიც შეიძენს სხვა მნიშვნელობას, ან ვერსიას, ან ინტერპრეტაციას და შესაბამისად ეგ ზღაპრებიც რომელიღაც სხვა ზღაპრების პროტოტიპები გახდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#56606891
· 26 Jul 2020, 14:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
ახლა ისეთ დროში ვართ, რომ ავტორის ვინაობაც და დაწერილის პირველი ვერსიაც უფრო ადვილი შესანარჩუნებელია, მაგრამ ოდესღაც ეგ დაწერილიც შეიძენს სხვა მნიშვნელობას,
ან ვერსიას, ან ინტერპრეტაციას და შესაბამისად ეგ ზღაპრებიც რომელიღაც სხვა ზღაპრების პროტოტიპები გახდება.
ეგ გასაგებია, მაგრამ ეხლა ხომ არაა სახეცვლილი''? აი ამას ვამბობ მე…
თორემ მოპარული ზღაპრებიც არსებობს... მაგ. ბურატინო . პინოქიოდან არის მოპარული და ა.შ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(2)
1
[2]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0353 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.