დიახ... ანდა ჯერ გაღმერთება და შემდგომ მისი ჯვარცმა...
აქ ერთი პატარა მოთხრობა გამახსენდა მგონი რიჩარდ ბახის:
მდინარის ქვეშ ქვებზე მოკიდებულ ხავსზე ცხოვრობდენ პატარა არსებები, ერთუჯრედიანები თუ რაღაც მაგის მაგვარები და ისინი იკვებებოდნენ
ამ ხავსით და მათი მთავარი პრინციპი იყო ამ ხავსზე დაკიდებულად ყოფნა... ხოდა ერთ ასეთ არსებას მობეზრდა ეს ერთფეროვანი ცხოვრება და გადაწყვიტა
ხელი გაეშვა ამ ხავსისთვის და დინებას მიჰყოლოდა... ყველანი შიშით ეუბნებოდნენ რომ მდინარე მას ქვებს მიაჯახებდა და დაიღუპებოდა ამის ჩადენა არ
შეიძლებოდა ასეთი დიდი შიშის ქვეშ ცხოვრობდენ, ხოდა იმ მამაცმა ადგა და გარისკა... გაუშვა ხელი ხავსს, თავიდან მდინარემ მართლაც ქვებს მიაჯახა ცოტა
გვერდები დაებეჟა, მაგრამ შემდგომ მდინარემ ის ზემოთ აიტაცა და ასე გადაუფრინა მან სხვა ასეთ არსებებს, რომლებიც ხავსს იყვნენ ჩაჭიდებულნი... იმათმა
კი ეს რომ დაინახეს ატეხეს ყვირილი აი ერთ ერთი ჩვენთაგანი დაფრინავსო და ეს ხომ მესიააო...