myth
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 256300
რეგისტრ.: 17-April 20
|
#58353443 · 11 Sep 2021, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. საკითხი ვალიდური და მნიშვნელოვანი რომ იყოს, არ არის საჭირო მეცნიერების სტატუსი ჰქონდეს.
არსებობს მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა. არც ერთი მათგანია მეცნიერება, მაგრამ მოგვწონს, დიდ დროს ვუთმობთ, ცხოვრებას გვიმარტივებს და მოკლედ, მნიშვნელოვანია, ჰო?
ეს ყოველივე ჩამოთვლილი შემოქმედებითი სფეროა, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როგორც რიცხვები, ფაქტები, ლოგიკა, და მატერიალურის განცდა - ანუ რასაც მეცნიერებას ვეძახით. ისიც ვიცით, რომ მხოლოდ IQ-თი ადამიანი დიდხანს ვერ გასტანს, EQ-ც სჭირდება რომ გადარჩეს რეალობაში. ჰომ ასეა? შემოქმედებითობა ბუსტავს ემოციურ ინტელექტს. შემოქმედებითობა, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო აბსტრაქტული, გამოიგონო რაღაცები, დაუკაბშორდე სამყაროს წარმოსახვით, ადამიანებს, უთანაგრძნო, გაუგო, თავი კარგად იგრძნო. აქედან ყველაფერი "შეუცდომელი" არ იქნება. ადამიანი უნდა შეეეგუოს, რომ ყველაფერში რაციონალური და ლოგიკური არ იქნება. შეუცდომლობა არ არის ადამიანის გამოცდილების ნაწილი. 100% ლოგიკურობაც არ არის, არც ფაქტები, მაგრამ კი, გვეხმარება პრაქტიკულობაში ექსტრემალურ სიტუაციებში. მოკლედ, მე ვიტყოდი, რომ მეცნიერებისა და შემოქმედებითობის ბალანსი ადამიანს უნარჩუნებს გახსნილ გონებას, რომ რეალობას არ ასცდეს. რელიგიები ჩნდება რადიკალისტური აზროვნებით - 100% ვინც შემოქმედებისკენაა და მეორე ნაწილი, 100% ვინც მეცნიერებისკენ - მე ვთვლი, რომ არც ერთი წარმოადგენს სრულ ჭეშმარიტებას ადამიანისთვის.
მოდი ახლა ასტროლოგიას მივუბრუნდეთ. რამდენიმე წელია ვსწავლობ და ერთ გეტყვით ზუსტად - ასტროლოგია მეცნიერება არ არის. მაგრამ იცით რა? ეს მას არაფერს აკლებს. ასტროლოგია შემოქმედებითი და სისტემებით აზროვნებას ასწავლის ადამიანს. ეს არის აზროვნებსი სტილი, რომელიც სოციალურ სიმბოლოებთან და არქეტიპებთანაა დაკავშირებული (იუნგის ფსიქოლოგიასთან ყველაზე ახლოს) და სამყაროს დანახვის ერთ პერსპექტივას გაძლევს. ისე, ძალიან ჰგავს ფსიქოანალიზს. არც ფსიქოანალიზი მიიჩნევა მეცნიერებად, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ფროიდის სიმბოლოები - ეგო, იდი, სუპერეგო, არაცნობიერი, ტრანსფერი - ყოველივე ეს ფროიდს არ დაუმტკიცებია, მან შექმნა მეთოდი ამ სიმბოლოების დახმარებით. ეს სიმბოლოები კიდე პირობითად ასახავს იმ გამოცდილებებს ადამიანებში, რომლებიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. ვინც აქამდე დარწმუნებული იყავით რომ "ეგო" და "იდი" არსებობდა, გეტყვით, რომ სიმბოლოებია, რომლებიც შეიძლება უფრო პრაქტიკული ცნებებიტაც კი ჩანაცვლდეს დროთა განმავლობაში, როცა ადამიანის გამოცდილება შეიცვლება. ასტროლოგიაც იმ სიმბოლოებზეა, რომელიც ათასობით წლის მანძილზე შექმნეს ადამიანებმა და ამ სიმბოლოებს კოსმოსთან აღარ აქვს კავშირი. ესაა კოლექტიური გამოცდილების საცავი, რომელიც ძალიან ბევრ შემოქმედებით ადამიანს აძლევს საშუალებას პერსპექტივა მისცეს თავის ცხოვრებას (პოზიტიურ ფსიქოლოგიაში თუ ერკვევით გეცოდინებათ, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანი თავისი თავისთვის ქმნიდეს სასურველ წარმოდგეენბს და მიყვებოდეს მას, რადგან კარგად გრძნობს თავს; ჩვენი აბოლუტური უმრავლესობა, ვინც ნორმალურად ვცხოვრობთ - გვაქვს სახლი, ვსწავლობთ, ვშოულობთ ფულს, ვყიდულობთ ნივთებს - იმ რწმენებზე ვდგავართ, რაც თქვენ გგონიათ რომ ჭეშმარიტებაა, მაგრამ რეალურად ათასწლეულების მანძილზე შექმნილი ილუზიებია, რომლებიც "რეალობად" იქცა. შეგვიძლია განვსაჯოთ ის? არავტარ შემთხვევაში. ესეც ისაა,რაც ადამაინს ცხოვრებას უმარტივებს და უფრო ბედნიერს ხდის).
შევაჯამებ: ასტროლოგია მეცნიერება არ არის, ის შემოქმედებით ერთ-ერთი სფეროა ხელოვნების დარგებთან ერთად, რომლებიცადამიანების ადამაინურ გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის.
რაც შეეხება შენს ნათქვამს "ასტროლოგია აფერისტებისააო" , ვერ დაგეთანხმები. ადამიანი თვითონ წყვეტს, ასტროლოგიით გაერთობა თუ მუსიკით. სხვისთვის ასტროლოგია შეიძლება ისეთივე უინტერესო ჩანდეს, როგორც ჩემთვის რეპ-მუსიკა. მთავარია იაზრებდეს ადამიანი, რომ თავად მართავს თავის გონებას და არა რომელიმე სისტემა. დანარჩენი სხვა ადამიანის ინტერპრეტაციის სახეა, რომელიც სფეროს განსჯის მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კარგად არ იცის (არც დაუთმია დრო გაეგო - კაცო ნეტა რა არის ასტროლოგია ასეთი, მოდი ჩავუჯდე და წავიკითხო უფრო კომპეტენტური ლიტერატურა) და არც ესმის.
|