Aquarius_A888მეც არ ვინტერესდებოდი წლების მანძილზე. ნათალური, პროგნოსტიკა, სინასტრია გადავღეჭე წლების მანძილზე, საერთოდ არ ვიხედებოდი ჰორარულისკენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამაინტერესა.

ჰორარულის ის მომწონს რომ თუ კარგად დაამუღებ, სწრაფად ამოიღებ საჭირო ინფოს და კიდევ უფრო მეტად ის მომწონს რომ ყველაზე მარტივად გადამოწმებადია მუშაობს თუ არა, რადგან ჰორარები უმეტესად მიმდინარე სიტუაციებისთვის კეთდება და რამდენიმე დღის თუ არა, კვირის შემდეგ მაინც ხდება შესაძლებელი იმის გადამოწმება სწორი იყო თუ არა პროგნოზი. ზოგ სიტუაციებში რამდენიმე საათშიც შეიძლება გადაამოწმო. გადამოწმება კი გაძლევს საშუალებას დაიხვეწო და შეცდომებიც გამოასწორო.
* * *
andamat3რომ ვწუხდებოდე, ამ თემას არ გავხსნიდი.

რამდენჯერაც დაგჭირდებათ, იმდენჯერ შეგიძლიათ დასვათ კითხვა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, სამი წელი ძალიან დიდი ვადაა ჰორარისთვის, როგორც დავწერე წინა პოსტში ჰორარული რუკა კეთდება უმეტესად მიმდინარე სიტუაციების და უახლოესი მომავლის აღწერის და პროგნოზირებისთვის. შეძლებს თუ არა ზოგადად ადამიანი ემიგრაციაში წასვლას როდესმე ან უახლოესი წლების მანძილზე ეს უკვე ნათალური (ანუ დაბადების) რუკით და ასევე სხვადასხვა პროგნოსტიკული მეთოდებით უნდა ინახოს, რასაც მე არ ვაკეთებ, რადგან შრომატევადია და ბევრი დრო მიაქვს.
თქვენი შვილის შემთხვევაში, ჰორარული რუკით შესაძლებელია პასუხის გაცემა თუ დავუშვათ, როცა შემდეგ ჯერზე შეავსებს გრინქარდზე (ან დააპირებს შევსებას), მაშინ მომწერთ და ვნახავთ რა შედეგს შეიძლება ველოდოთ, მოიგებს თუ ვერ.
როდის ხდება გრინზე შევსება?