TO ALLმოკლედ 1 გვერდძე რაც წერია, ყველაფერი თანმიმდევრობით შევასრულე, მაგრამ არანაირი შედეგი (N80).მერე Google და იმის ჯანი. ეხა ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ

1. თქვენს 9.1 -იანზე დააყენეთ რამე File Browser -ი
2. სეტინგეში ჩაურთეთ რომ გამოჩნდეს ყველა სახის მეხსიერება (დეფაულტ მარტო C: და D: -ს აჩვენებს)
3. ჩემთან Z: ე.წ. ROM -ში არის ადგილი: /Resource/Fonts/ და იქ არის 4 ფაილი გაფართოებით .ttf , ამოწერეთ ზუსტად ამ ფილების სრული სახელები (ფურცელზე)

.
4. აიღეთ Sylfaen.ttf (ან ნებისმიერი ქართული იუნიკოდის შემცველი) ფონტი და კომპიუტერში გააკეთეთ მისი 4 კოპია
5. კოპირებულ ფილებს დაარქვით მობილიდან ამოწერილი ფაილის სახელები ზუსტად.
6. მობილური შეაერთეთ კომპთან DataTransfer რეჟიმში, (კომპი დაინახავს მობილურის ჩიპს მარტო და გაგიხსნით როგორც 'ფლეშკას', ჩიპზე (პირველსავე დონეზე) შექმენით Resource/Fonts/ ადგილი და შიგნით ჩაყარეთ დაკოპირებული და სახელ გადარქმეული 4 Sylfaen.ttf ფონტები.
7. ამის შემდეგ გადატვირთეთ მობილური და ...
P.S. არ არის საჭირო მობილის საკუთარი ფონტების (რომლის სახელებიც ამოვიწერეთ და ჩვენ ფაილებს დავარქვით) წაშლა, ისაო და კონფლიქტში არ მოვიდესო

. უფრო სწორედ ვერ წაშლით და თავი დაანებეთ საერთოდ.
... ხო კიდე C: , ROM და RAM - ში არ დაიწყოთ ფოლდერების და ფილების ჩაყრა (თუ მოახერხეთ საერთოდ), ეს ყველაფერი კეთდება ჩიპზე და ძალიან კარგად მუშაობს.
სულ ეს არის.
აბა წარმატებები
* * *
_SisterofNight_კი data transfer-ში რო რთავ offline -ში უნდა იყოს
This post has been edited by Colobot on 23 Oct 2007, 14:53