გამარჯობათ

რამდენიმე თვეა მაქვს ეს ტელეფონი და მეტ-ნაკლებად გავიცანით ერთმანეთი

ახლა არ დავიწყებ სხვა ფორუმებიდან ამ მოდელზე რეცენზიების კოპირებას ჩვენს ფორუმზე
და მოგახსენებთ ჩემს,სუბიექტურ აზრს NOKIA N73-ზე...
ჯერ მინუსები:
1.ჯოისტიკი ცოტა დაბალი მეჩვენება,ამიტომ მისით ცოტა არადამაჯერებლად ვსარგებლობ.
2.თუ რაღაცაა და
დაkeypad locked-ება დაგავიწყდა და ჯიბეში ჩაიდე,ჯოისტიკის "დამსახურებით" შეიძლება რეკო და რეკო ნებისმიერი "მიმართულებით". ანგარიშს რა მოუვა ახსნას არ დავიწყებ.
თუმცა ამის გამოსწორება პროგრამულად შეიძლება.არის პროგრამები,რომლებიც ამტომატურად აkeypad locked-ებს.
3.ახლა მინუსი messaging-ში.
ვთქვათ,დაწერე sms და დააჭირე send-ს...ამ დროს მაღლა ეკრანზე ეხატება გაგზავნის მაჩვენებელი ისარი პატარა კონვერტთან ერთად...ამ დროს,რაც დაახლოებით 10 წამი გრძელდება მობილურის ვერც ერთი ფუნქციით ვერ ისარგებლებ...მენიუში ვერც შეხვალ,ვერც გამოხვალ...თითქოს მობილური გაიყინაო...
ახლა პლუსები:
1.ფანტასტიური,სუპერ ფოტო კამერა.
მობილურისთვის საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტოს იღებს,რომლის ბეჭდვა უპრობლემოდ შეიძლება....სურათები ისეთი გამოდის,რომ სიამაყით შეგიძლია აჩვენო სხვას....
2.საუბრის დროს ძალიან ხარისხიანი სმენადობა...მოსაუბრეს ხმა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე ისმის
3.შემომავალი ზარი ხმა საკმაოდ მაღალია და თუ ყრუ არ ხარ,ყველა ვარიანტში გაიგებ.
4.დიზაინი ვფიქრობ პრესტიჟულია...

ჯერჯერობით რაც გამახსენდა ეს არის.
თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი,არ მოგერიდოთ...
This post has been edited by DiamondMan on 16 Jan 2007, 20:50
მიმაგრებული სურათი