ფოტო ჩვეულებრივი,რაც 3.2 უნდა იყოს
ვიდეო კარგი,საკმაოდ კარგი ხარისხის (640X3480/30fps)
ფოტოს დათვალიერება: Landscape-ში არც ავსებს მთელ ეკრანს
მულტიტაჩი რო არაა ვიცით და გადაფურცვლა შეგიძლია მარტო თითით,დანარჩენი ოპერაციების ჩასატარებლად Options
ფოტო+ვიდეო ედიტორი დევს საკმაოდ კარგი,ნორმალური
არც ჭედავს დამუშავებისთვის
+ შეგვიძლია მხოლოდ ვიდეოზე დავუწეროთ
დანარჩენი იგივეა რაც ადრე
თუ ტელეფონს ქვია Xpress
Music,მაშინ Music-ს ცოტა მეტი უნდა მოვთხოვოთ,მარა ნურას უკაცრავად
ის Library რაც iPhone-ში მქონდა:780 ტრეკი ACC ფორმატი 3GB-მდე (წესიერად დატეგილი ყველა + თავთავიანთა Album Artwork-ებით) გადავიტანე აქ
თვითონ გადატანის პროცესი:Nokia Music-ით ნერვები მომეშალა და შევეშვი(Nokia-ს საკუთარი პლეიერი,არ ვაღიარებ ჯერ,არა ინტუიტური,არა user friendlity და სხვა მინუსები,იმედი მაქვს დროთა განმავლობაში დაიხვეწება) Windows Media Player-თან სინქრონი (არა iPhone-ური და iTunes-ური გაგებით) უკავშირდება თუ USB-ზე Media Transfer mode-ს ჩართავს,აქაც არაფერი ბევრი და განსაკუთრებული,ნორმალურად აკეთებს ყველაფერს,ამით გადავიტანე ბევრი ძალიან.მესამე ვარიანტი პირდაპირ მემორიზე Music-ში ჩადო ტრეკები (ესეც გამოვიყენე)
ჰოდა ახლა ის Library რასაც iPhone დიდი წარმატებით უკრავდა,აქ უკვე ჭედავს (3GB არაა იმხელა კონტენტი რო ძალიან უნდა შეეტყოს ტელეფონს),Artist-ებს არ წერს ბევრ ტრეკზე (არადა ყველა ტრეკი დატეგილია წესიერად),Album Artwork-ებს არ აჩვენებს და ზოგი ტრეკის სახელსაც კი არ წერს.
თუ ძალიან ბევრი მოინდომე და ინტენსიურად Player-ში იარე,გადართე-გადმორთე,Playlist-ები აკეთე,მაშინ დიდი შანსია რო საერთოდ დაეკიდოს ტელეფონი და გამოსართველი გახდეს.
როცა აჩვენებს Artwork-ებს,მაშინაც პატარაა,რა იყო ეკრანი დაენანათ?!

პლეიერი რო იგივე დარჩა რაც წინა ვერსიებში იყო კი გითხარით,არადა უკვე თაჩი გვაქვს და არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო წესით Now Playing-ის ეკრანზევე რო გამოეტანათ მინიმუმ Shuffle play (off/on) და Repeat-ის ჩართვა გამორთვა,Add to playlist-იც არ გვაწყენდა.
Equaliser Default preset-ზე მიყენია,მარა Bass booster და Stereo Widening მაქვს ჩართული
Bass booster და Stereo Widening -ის ჩართვის მერე ნაუშნიკებში ცოტა ხმა დაეწმინდა,დინამიკებში დაუდაბლდა (ტელეფონს ნუ დავაბრალებთ,ჩვეულებრივი ამბავია)
Bluetooth სტერეო ნაუშნიკები მაქვს Nokia BH-604 და ხშირად კონექტისას პრობლემებია,არ მუშაობს ნაუშნიკის play/stop/forward,ზოგჯერ პირველი კონექტისას საერთოდ არ ისმის ხმა და დისკონექტის,მერე ისევ კონექტისას აღუდგება
ამ ყველაფერს მე ვაბრალებ პრაშივკას,აი პირველი აფდეითის მერე თუ ამ პრობლემების უმეტესობა მოუგვარებელი დარჩა,მაშინ ლოგიკურად გამოდის რო მეორე აფდეით უნდა დაველოდო

P/S:მეგობრებო,ჩემი ტელეფონი და ჩემი მოხმარების სტილი შეიძლება განსხვავდება თქვენი 5800-ს და თქვენი მოხმარების სტილისგან.რაც დაიწერა არის მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება,ამიტომ ჩემს ქეისზე დაყრდნობით გთხოვთ ნუ გამოიტანთ პირდაპირ უარყოფით დასკვნებს.
P/P/S:ჩვენ,მომხმარებლები ცუდს ვწერთ უფრო ხშირად ვიდრე კარგს