მოვაგვარე ეგ საქმე, ქვერთი გავაქართულე, ალბატ ხვალ დავწერ დაწვრილებით და ინსტრუმენტებსაც დავყრი, იმუშავებს თაჩსკრინიან სიმბიან 9.4 ზე. ვისაც ენის შერჩევის ლისტში მესამე ენად გერმანული აქვს განსაკუთრებით გაუმართლათ, საწვალებელი გაცილებით ნაკლები დარჩათ )))
* * *
მოკლედ დაპირებისამებრ ვდებ QWERTY კლავიატურის გაქართულების დაწვრილებით აღწერას.
Symbian 9.4 თაჩსკრინ აპარატებისთვის (ნოკია 5800, 5230, 5530, X6, N97, C6.... სონიერიქსონ Satio (idou), სამსუნგ Omnia HD i8910 და ა.შ. უშეცდომოდ მიყოლისა და შესრულების შემთხვევაში მუშაობს 100% ით.
აუცილებელი პირობება:1. სისტემა უნდა იყოს "გატეხილი" და გაქართულებული. (იხ. შესაბამის თემებში)
2. მობილურზე უნდა ეყენოს რაიმე ფაილმენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა რესურსთთან მიწვდომადობას (ვთქვათ X-Plore).
კლავიატურის წყობის ფაილის მოძიება და რედაქტირება:QWERTY გასაქართულებლად უნდა მოხდეს რომელიმე, უკვე არსებული განლაგების ფაილის შეცვლა. ამ ენას ირჩევთ თქვენი გემოვნებით (გერმანული ავირჩიე, იმიტომ რომ არც მჭირდება და სამმა დამატებითმა ასომ მომცა საშუალება "თ" "შ" და "ძ" ვიხმარო შიფტის გარეშე "ჭ" "ჟ" და "ძ" მიბმულია შიფტზე)
მოკლედ, ვირჩევთ რამელ ენას ვაქართულებთ და (ვთქვათ მესიჯების ფანჯარაში) ვითვლით მერამდენეა ეს ენა, ჩემთან გერმანული იყო მესამე, ამ შემთხვევაში მობილურიდან ვიწერთ ფაილს z:\resource\plugins\peninputvkbwindowconfiginfo_03 .rsc ასეთი ფაილი მობილურში იმდენია, რამდენი ენაც აყენია წერისთვის და ნომრები შეესაბამება რიგითობას არჩევის ფანჯარაში.
ვაგდებთ ამ ფაილს კომპიუტერში რედაქტირებისთვის.
ახლა გვჭირდება ორი ინსტრუმენტი
1. ჰექსრედაქტორი (ვაინსტალირებთ კომპზე)ქართული კოდები უნიკოდისთვის (საიტი) ან
PDF ამოსაბეჭდადჰექსრედაქტორით ხსნით მობილურიდან გადმოწერილ ფაილს peninputvkbwindowconfiginfo_03 .rsc გახსნისას ექნება თითქმის ასეთი სახე

მარცხენა კოლონას შევეშვათ.
მარჯვენა კოლონაში მოცემულია კოდების ტექსტური ფორმა სადაც ხედავთ რომ ბრჭყალების შემდეგ მოდის <<q.q...............w.w................e.e..... და ასე შემდეგ , ამას მოყვება ციფრების და დიდი (სათავე) ასონიშნების მწკრივები. ორ ორად დალაგებული ასონიშნებიდან პირველი ნიშნავს თუ რა ასო გამოისახება კლავიატურაზე, მეორე კი იმას თუ რა დაიწერება, მაგრამ ეს მწკრივი გვჭირდება ასოების მოსაძებნად, რედაქტირება აქ არ ხდება, რედაქტირებას ვაკეთებთ შუა კოლონაში სადაც თექვსმეტობითი კოდებია მოცემული (ზედა სურათზე წითელი მართკუთხედებით მონიშნულია ასონიშნების შესაბამისი კოდები)
ვთქვათ "q" უნდა შევცვალოთ "ქ"-თი
1. ვხსნით ზემოთმოცემულ საიტს და ვპოულობთ "ქ"-ს შესაბამის UCS2 კოდს (E510) ეს კოდი შებრუნებულია იმისა, რაც ქვეშ უწერიათ, ანუ ქ-თვის წერია 10E5 ესეიგი E510
ვსვამთ კურსორს მარჯვენა კოლონის პირველი "q" ს წინ, შუა ლოლონაში თავისით მოინიშნება ის კოდი საიდანაც უნდა დაიწყოთ რედაქტირება. გადმოგაქვთ კურსორი და ორჯერ წერთ 10E5-ს, ნახავთ რომ მარჯვენა კოლონაში "q" შეიცვლება სხვა რამით (ქართულად არ დაეწერება და არ შეგეშინდეთ, უმრავლესობა რუსულისმაგვარი ასოები დაეწერება

)

ასე ვცვლით ყველა ასოს თქვენი გემოვნებით, ვინახავთ მიღებულ ფაილს ყოველგვარი სახელის შეცვლის გარეშე და ვიწერთ მობილურში c:\resource\plugins\ საქაღალდეში,
ეს საქაღალდე თუ არ დაგჭირვებიათ არ იარსებებს და შექმენით.ამის შემდეგ უნდა გავუშვათ პაჩი c2z რომელიც ყველა ტელეფონისთვის ინდივიდუალურად, მაგრამ მარტივად მზადდება
1. ვიწერთ
ამ არქივს 2. თქვენი (და არა სხვისი) ტელეფონიდან ვაკოპირებთ ფაილს Z:\sys\bin\EFSrv.dll4 და ვაგდებთფოლდერში, რომელიც ამოვიღეთ არქივიდან.
3. ვუშვებთ C2Z.### რის შემდეგაც ავტომატურად დამზადდება ფაილი c2z.rmp
დაყენება:
1. მიღებულ c2z.rmp ფაილს ვაკოპირებთ ტელეფონის ფოლდერში რომელზეც მუშაობს რომპაჩერი (ძირითადად Е:\patches\)
2. ვუშვებთ რომპაჩერიდან და ძლიერ გვიხარია.
როდესაც ტელეფონი დაყენებულია ქართული წერის ენაზე გამორთვა–ჩართვის შემდეგ დიდი ალბათობით, ასოებს არევს ეკრანზე, ამ დროს გადაიყვანთ ძირითად ენაზე და გამორთეთ>ჩართეთ. თუ არ დაგავიწყდებათ გამორთვის წინ ყოველთვის გადაიყვანეთ ძირითადზე და ეგაა.
ვიმეორებ დატესტილია და 100% მუშა