გადავწყიტე გავხსნა ერთი ისეთი თემა სადაც ვისაუბრებთ მხოლოდ SonyEricsson-ის X-სერიის მოდელებზე
არავითარი VS პოსტები სხვა მწარმოებლებთან
არავითარი შეურაწყოფა
და არავითარი offtopic-ები
ეს ჩემი თხოვნაა
შევეცდები თემა გავაფორმო ლამაზად
აი Bluetooth_a-მ რომ შემოიღო პირველად ფორუმზე იმ სტილში
(იმედია არ ეწყინება კოპირაიტს რომ ვარღვევ

)
მიმოხილვა და საჭირო ლინკები:რა არის HARD SPL და რისთვისაა საჭირო?
მოკლედ რომ ვთქვათ ეს საჭიროა იმისთვის რომ თქვენს X1-ზე ჩაწეროთ დეველოპერების მიერ შექმნილი არაოფიციალური პრაშივკები. ანუ TF3D, LEO-ს და სხვა და სხვა პრაშივკები.
ამ ეტაპზე hard spl-ს ვერ გაუკეთებთ იმ X1-ს რომლების SPL ვერსია 0.78-ია. ჩემსაზეც ეგ ვერსიაა

hard spl-ს იხილავთ აქ:
http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=431218ყველა არსებული ოფიციალური პრაშივკის გადმოწერა შესაძლებელია აქედან:
http://www.rapidgsm.com/sony-ericsson/sony...-download-free/როგორ დავაპრაშივკოთ კომპიუტერის გარეშე X1?
იმისთვის რომ დააპრაშივკოთ ჩიპით X1 ამისათვის საჭიროა
დააფორმატოთ ჩიპი fat32-ფორმატში, ამისათვის X1 მიუერთეთ კომპიუტერს disk drive რეჟიმით და my computer-ში დააფორმატეთ
fat32-ად. შემდეგ გადმოწერილი პრაშივკა რომელსაც ერქმევა !#@#@$@.nbh გადავარქმევთ სახელს და დავარქმევთ kovskimg.nbh და ამ ფაილს ჩავაგდებთ ეგრევე X1-ის ჩიპზე.
შემდეგ გამოვრთავთ X1-ს და დავაწვებით ხმის ჩაწევის ღილაკს და ჩართვის ღილაკს. ამ ღილაკებზე გვეჭირება იქამდე სანამ არ გამოჩნდება ეკანზე ფერები შემდეგ მივყვებით ინსტრუქციას და პრასივკაც ჩაიწერება

არ დაგავიწყდეთ თუ აყენებთ არაოფიციალურ პრასივკას მანამდე გაუკეთოთ hard spl.
ეს ლინკი დაპრაშივკებასთან დაკავშირებით
http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=445662მათთვის ვისაც თეორიულ ცოდნას ვიდეო გამოსახულებით მიღებული ცოდნა ურჩევნია
ვიდეო ტუტორიალები:
http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=497511QWERTY კლავიატურა როგორც ვიცით გერმანიასი არის QWERTZ ასევე განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონისათვის გამოშვებული X1-ის სიმბოლოები კლავიატურაზე.
შესაბამისად როდესაც წერთ სხვადასხვა ქვეყნის პრაშივკას საჭიროა კნოპკების შესაბამისობა მის სიმბოლოებთან.
კოდების ჩამონათვალი იხილეთ აქ
http://msdn.microsoft.com/en-us/goglobal/bb895996.aspxხოლო ის თუ როგორ და სად უნდა შეცვალოთ ეს რეგისტრი იხილეთ აქ:
http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=446449აქაც ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს ყველაფერი X1-ს რაც შეეხება თავმოყრილია აქ:
http://wiki.xda-developers.com/index.php?p...tfrom=HTC_Venusარ დაგეზაროთ წაიკითხეთ ყველაფერი

მაშ ასე დავიწყეთ.
XPERIA X1 (X1) ეს არის SonyEricsson-ის (SE) ერთ-ერთი პირველი Windows Mobile-ზე მომუშავე Hi-End კლასის სმარტფონი, რომელიც ფირმა HTC-მ დაამზადა სპეციალუად SE-სათვის. ბევრი კამათობს იმაზე ეს მართლა ასე იყო თუ არა მაგრამ აბა HTC Kovsky რომელი მოდელია? დიახ HTC Kovsky სწორედ ასე დაარქვეს ამ მოდელს
სხვაობა ისაა რომ აქამდე თუკი HTC თავისი სახელითაც უშვებდა ხოლმე მის მიერ დამზადებულ დევაისებს ამ ეტაპზე მან უარი განაცხადა X1-ის ანალოგიური მოდელი საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოეშვა და X1 მთლიანად SE-ს დაუთმო.
ფაქტი ერთია HTC-ს გარეშე SE-ს გაუჭირდებოდა ამ სეგმენტზე გასვლა. HTC-მ დაუმზადა მას ძირითადი გარსი და მისცა SE-ს საშუალება დაემატებინა მისთვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც მომავალში გამოიხატა მის ინტერფეისში, კერძოდ X-პანელებში და SE-ს დამახასიათებელ media Xperiance-ში.
ამ მოდელში გარდა Windows Mobile-სათვის (WM) დამახასიათებელი ინტერფეისისა, ვხვდებით SE-ს ინტერფეისსაც რაც ძალიან მიმზიდველს ხდის ამ ტელეფონს.
X1 ტოვებს ყველა WM-ისაგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას.
ეს სრულიად ახალი სიტყვაა WM-ების წარმოებაში.
მისი განმასხვავებელი ნიშანია ე.წ. X-პანელები რომელიც მხოლოდ X-სერიაში გვხვდება. პანელები საშუალებას იძლევა სწრაფად გადავერთოთ იმ აპლიკაციებზე რომელიც იმ მომენტში ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელია.
პრომო ვიდეო X პანელების სადემონსტრაციოდ.
ასევე ვიდეოში ნაჩვენებია touch focus-ის მუშაობის პრინციპი რითაც X1 გამოირჩევა მის კონკურენტებისაგან.
X1-ის შესახებ ინფორმაცია მის გამოსვლამდე გაცილებით ადრე გავრცელდა. მომხმარებლისათვის მხოლოდ ის იყო ცნობილი რომ იგი იმუშავებდა WM-ის პლატფორმაზე. ეს სწორედ SE-ს კრიზისულ პერიოდს დაემთხვა და ამის გამო X სერიის გამოსვლა გაჭიანურდა. გავრცელდა ხმები ასევე იმასთან დაკავშირებით რომ micrsoft-ი და SE ვერ თანხმდებოდნენ WM-თან დაკავშირებულ საკითხებთან.
ასევე გავრცელდა მეორე ჭორიც რომ SE-მ უარი განაცხადა HTC-სთან თანამშრომლობით შეექმნა ეს მოდელიო. საბოლოოდ ორივე მოსაზრება მცადი აღმოჩნდა.
შედეგად X1 პირველად გამოჩნდა 2008 წელს Moble World Congres-ზე (MWC).
განსაკუთრებულ ყურადღებას მისი გამორჩეული და მიმზიდველი დიზაინი იქცევდა. მომხარებელში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ე.წ. რკალური სლაიდის კონსტრუქცია რომელიც მანამდე არც ერთ მოდელში არ იყო გამოყენებული

სლაიდის ასეთი კონსტრუქცია მომხმარებელს ტექსტის აკრეფისას მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა, ეკრანი ისეთი კუთხით დგება რომლის მისაღებადაც აქამდე არსებულ ჩვეულებრივ სწორ სლაიდერებისათვის დახრა იყო საჭირო, რაც არაკომფორტულს ხდიდა ტექსტის აკრეფას. ამაში ალბათ ინ WM-ის მფლობელები დამეთანხმებიან ვისაც ქონდათ სწორ სლაიდიანი WM-ი და ახალ X1-ის მფლობელები არიან.
თავდაპირველად X1-ში გამოიყენეს 128MB ოპერატიული რაც აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა მისი გიგანტური ზომის და გრაფიკული ინტერფეისის მქონე დევაისისათვის.

ამ მოდელის მიმართ განწყობილი სეპტიმისტები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თითქოს მოდელი ძალიან ნელა მუშაობდა რომ მისი ოპერატიული მეხსიერება არასაკმარისი იყო. თუმცა ეს მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ძველ firmware-ზე მომუშავე X1-ებისათვის იყო დამახასიათებელი.
საბოლოოდ დასრულებული X1 მსოფლიოს მოევლინა 2008 წლის 30 სექტემბერს. იგი სსეპტიმისტების გულის გასახეთქად ბევრად უფრო სწრაფად მუშაობდა ვიდრე აქამდე
მიზეზი კი ის გახლავთ რომ SE-მ მასში ახალი 256MB-იანი ოპერატილული მეხსიერება გამოიყენა.

სეპტიმისტებთან ერთად გამოცნდნენ ოპტიმისტებიც რომლებიც ამტკიცებდნენ და დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ X1 384MB-იანი ოპერატიული მეხსიერებით გამოვიდოდა. მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა რომ 256MB-ც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა X1-ის სწრაფად მუშაობისათვის.
ინტერნეტში ოფიციალურად გავრცელებული კომერციული რეკლამიდან ჩანს რომ ამ დროისათვისაც კი არ იყო X1-ის საბოლოო სახე დამუშავებული
როგორც ვიდეოდან ჩანს X1-ის X-panel-ის კნოპკის ადგილას მწარმოებლებმა windows-ის ლოგო გამოიყენეს.
საინტერესოა ის ფაქტიც რომ X-პანელების ფოტოები სატესტო რეჟიმამდე გაცილებით ადრე გავრცელდა
მისი ინტერფეისიდან WM-ის მოყვარულებმა გამოიტანეს დასკვნა რომ იგი WM 6.1-ზე იმუშავებდა
ერთ-ერთი ფოტო საიდანაც ეს ჩანს

ტელეფონის მახასიათებლები ასე გამოიყურება:
ეკრანი 3" WVGA 480*800 წერტილი,
ATI-ის 3D ვიდეო ამაჩქარებელი
ფერები TFT 65536
WI-FI b/g
bluetooth
QWERTY
light sensor
HSDPA/HSUPA/ 3,5G
RAM 256MB
ROM 512MB
CPU Qualcomm MSM7200A, სტრუქტურა ARM 11
ტელეფონი თავდაპირველად გამოდიოდა შავ ფერებში
ამჟამად იგი 2 ფერში გვხვდება
შავში და ვერცხლისფერში.
ბევრი საუბრობ იმაზეც რომ X1-მა არ გაამართლაო, ეს SE-ს შეცდომა იყოვო
მაგრამ თავად განსაჯეთ გაამართლა თუ არა ამ მოდელმა
ჩემს თვალში X1-ის გამოსვლის შემდეგ SE-ს იმიჯი ბევრა ამაღლდა
გარდა ამისა X1 აღმოჩნდა სწორედ ის მოდელი რომელმაც გადამიყვანა SE-ზე და ნოკიასკენ გახდვაც აღარ მინდა
შედარებისთვის ინტერნეტი X1-ზე და N95 8GB-ზე

ასევე გთავაზობთ რამდენიმე სკრინს ჩემი X1-ის ეკრანიდან რათა უფრო ახლოს გაიცნოთ ეს მოდელი:
Xperiance პანელი დღისით ღია ფერებშია

ღამით ავტომატურად მუქდება ფონი

ჩემი ფავორიტი პანელი
ნახეთ რა ულამაზესია

ამაზე როგორ უნდა თქვა ცუდი
ე.წ. landsacape mode

ე.წ. portrate mode

X2-ის მთავარი პანელი X1-ზე ლამაზად გადაიციმციმებს ხოლმე

მუსიკა

ფორუმი X1-ის ეკრანზე

SPB TV X1-ზე (SPB => Sankt Peter Burg)

და ბოლოს რაღა თქმა უნდა მხიარული ნოტა
X-სერიის მომავალი
X2 Vulcan
ამ ტელეფონმა აჩვენა დღემდე არსებულ ტელეფონებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი jbenchmark-ში.
ATI ვიდეო კარტას იყენებს ისევე როგორც X1

ეს მოდელი სხვათაშორის საქართველოში აქვს ერთ ფორუმელს.
სავარაუდოდ არის სატესტო ვერსია როგორც X1-ზე იყო

ოფიციალურად იანვარსი გამოდის
და SE-ს ანდროიდი X10. გამოვა 2010 წლის 1 ნახევარში
P.S. ამ გოგოს ლამაზი სახე აქვს
ფორუმმა არ მომცა უფლება და სურათEბის ნახევარი ვერ ავტტვირთე თორე თემა გაცილებით ლამაზად მქონდა გაკეთEბული

ყველა საჭირო ფაილი და ლინკი განახლდება და დაიდება ხოლმე ასე რომ ამ თემას არ მოეშვათ
X-სერიის მფლობელებო გპირდებით ბევრს საჭირო და საინტერესო ფაილებით შევავსებ ხოლმე
წავედი დავიძინო
თვალები უკვე ხელით მიჭირავს
This post has been edited by simensfun on 13 Dec 2009, 01:28