donvasoგამარჯობა...

მოკლედ ამ სიმბიანზე და ნოკიაზე მიჯაჭვული ხარ ისევ არა ?

ნოკიას ბოლო ვითომ ფლაგმანები არც ერთი არ არის ისეთი რომ კონკურენცია გაუწიოს სერიოზული სხვა ბრენდის მოდელებს,გინდ სამსუნგის გალაქსი სერია თქვი.არც ნ8 და არც ნ9 რომლებიც ორივე მქონდა და უბრალოდ არც შეედრება ანდროიდს...კერძოდ გალაქსი ს2-ს რომელიც ახლა მაქვს.ანდროიდის მერე სიმბიანი როგორ უნდა დაიჭირო ხელში,მისი ბელეთი,ანათი და მაყვალათი თუ გინდა

რაც შეეხება ნ8-ს თითიდან გამოწოვილ კამერაფონობას,ვაღიარებ რომ კარგი განათების პირობებში ნორმალურ ფოტოებს იღებს,განსაკუთრებით დეტალიზაციის მხრივ,სჯობს ჩემს გალაქსის

.მაგრამ კამერაფონის წოდებისთვის ეგ ცოტაა.ნ8 მისი 680 მგჰც-იანი პროცით უნდა ღირდეს 500-600 ლარი.ეს ფასი ნორმალურია ამ მოდლისთვის და არანაიარად არ მიეკუთვენბა ჰაი ენდ კლასის მოდელთა კლასს თუ კი გადავხედავთ სხვა ბრენდების ჰაი ენდ კლასის მოდელებს

ნოკია წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ბრენდი იყო და უამრავი მოდელი მქონია მისი,მაგრამ კარგა ხანია იგრძნობა დეფიციტი,როგორც ხარისხის,ასე ნოვატორული იდეების და განვითარების მხრივ.ამ საცოდავ სიმბიანს ავითარებს,არქმევენ ხან ბელლეს,ხან ანნა და კაცმა არ იცის სანამდე ავლიას ასე

მაგრამ არ შველის მაგას სახელების ცვლა,ეგეთი მოდიფიკაციები წლების უკან მომგებიანი იქნებოდა,ანდროს გარიჟრაჟზე,მაგრამ ახლა როცა ასეთი კარგი ოსებია :ანდრო.ეპლ ოსი ( მინდა ბოდიში მოვუხადო ეპლს შედარებისთვის

) არა მგონია ნოკიას საკუთარი ძალებით შეძლოს ძველი დიდების დაბრუნება,უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ტოვებს ნოკიას და არჩევანს სხვა ბრენდებზე აკეთებს.რადგან კარგი ტელეფონი დიდი სიამოვნებაა,ხოლო ამას კი ნოკია უკვე კარგა ხანია არ სთავაზობს მის "ფანებს" თან ეს უაზროდ გაბერილი ფასები.ნუ ახალ პლატფორმაზე გამოსული დევაისები არ ვიცი როგორი იქნება,მაგრამ სავარაუდოდ განვითარებისთვის საკმაო დრო დასჭირდება,იმდენი რომ სხვები ალბად სრულ ჰოლოგრაფიულ ეკრანებზე გადავლენ

ნახეთ ახალი გალაქსი ს3-ის მონაცემები ინტში...მართალია ჯერ გამოსული არ არის,მაგრამ თუ კი სამსუნგის გამოცდილებას და ბოლო დროის წარმატებებს გავითვალისწინებთ,საკმაოდ მაგარი მოდელი იქნება 10 მგფ კამერით და 60 კადრი წამში ფრეიმით