გამარჯობა. ვისაც pixel 6a აქვს, google-მა ბოლო განახლების შემდეგ ზოგიერთ pixel 6a-ზე ელემენტის მოცულობა პროგრამულად შეამცირა, რადგამ ელემენტი ხურდებოდა და აალების შემთხვევები იყო. ამის გამო ელემენტი სწრაფად იცლება და გამოცვლის რეკომენდაციას გვაძლევს. ამიტომ შეგიძლიათ კომპენსაცია მოითხოვოთ. ამისთვის უნდა შეხვიდეთ საიტზე(
https://support.google.com/pixelphone/answe...123831699103-EU ) ან ეს დასერჩეთ "Pixel 6a Battery Performance Program", შემდეგ დააჭირეთ "check pixel 6a eligibility"-ს და მიჰყევით ინსტრუქციას. imei კოდის მიხედვით გეტყვით გეკუთვნით თუ არა 100$-ის კომპენსაცია. თუ გეკუთვნით, მაშინ დარეგისტრირდით Payoneer-ზე(თქვენი მონაცემები სწორად შეიყვანეთ, მათ შორის ბოლოს საბანკო ანგარიშის ნომერიც). რეგისტრაციის შემდეგ 1-2 საათში მეილი მოგივათ, რომ Payoneer-ი დაგიდასტურდათ. ამის შემდეგ, ისევ შედით იმ ზედა ლინკზე (იმ მეილით/ექაუნთით რაც Payoneer-ზე მიუთითეთ) და ისევ მიჰყევით ინსტრუქციას. ბოლოს გადააბით Payoneer-ის ანგარიში. წესით Payoneer-ზე მალევე უნდა გამოჩნდეს google-სგან 100$ ტრანზაქცია, რომელიც ავტომატურად დაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე(საკომისიოს გამოკლებით).