სილქტივი" "სეტანტა სპორტის" მაუწყებლობას იწყებს
"სილქტივი" პოპულარული სპორტული არხის "სეტანტა სპორტის" მაუწყებლობას იწყებს.
1-ლი სექტემბრიდან სპორტის მოყვარულებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ მრავალფეროვან ჩემპიონატებს "სილქტივის" მეშვეობით. პოპულარული და რეიტინგული არხი "სეტანტა სპორტი" "სილქტივის" მომხმარებლებს 800 მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სთავაზობს:
ევროპის ხუთივე წამყვანი საფეხბურთო პირველობა (ინგლისის პრემიერლიგა (პლუს ასოციაციის თასი), ესპანეთის "ლა ლიგა", იტალიის სერია "ა", საფრანგეთის "ლიგა ერთი", გერმანიის ბუნდესლიგა), ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგა (MLS), საფრანგეთის მორაგბეთა ელიტური დივიზიონი (TOP-14) და სხვა ჩემპიონატის მატჩები მაღალკვალიფიციური კომენტარების თანხლებით მიმდინარეობს.
"სეტანტა სპორტის" არხი 24-საათიან რეჟიმში "სილქტივის" მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება HD (მაღალი გარჩევადობის) ხარისხით.
ამჟამად "სილქტივი" 120-ზე მეტი არხით მაუწყებლობს, მათ შორის 15-ზე მეტ სპორტული არხს აერთიანებს. "სილქნეტის" სატელევიზიო სერვისით 65 000 აბონენტი სარგებლობს. კომპანიას დანერგილი აქვს ასევე სატელეფონო, ინტერნეტ და მობილური სერვისები და ემსახურება 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/market/60128-qsilqtiv...l#ixzz25UDbQBv7