#26022409 · 17 Jun 2011, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (emzo1970 @ 7 Jun 2011, 21:51 ) | მოდერატორი რომ მაშინ ჩნდება როცა ვინმე შენ შეგეხება ეს რა ტკუილია? |
როდესაც PM მომდის დარღვევის შესახებ შემოვდივარ და ვაკონტროლებ, შენთვისაც არაერთხელ მითქვამს, თუ რამე დარღვევა იქნება შეგიძლია მომწერო და მივხედავთქო მაგრამ შენ ეშმაკებისკენ იყურები და რა გიყო?
ელემენტარულ წესებს არ იცავთ. ქცევაც მე გასწავლოთ? * * *
| QUOTE (avto68 @ 7 Jun 2011, 22:44 ) | რა თქმა უნდა უცენზურო ტექსტი უნდა წაშლილიყო და იუზერს ბანი აეკიდა განმარტების მითითებით, მაგრამ ჩემი აზრით თემა უნდა გაგრძელებულიყო, რადგან მანდ განიხილებოდა მოდერის მიკერძოება-არმიკერძოების საკითხი. |
მომხმარებელს ყოველთვის ვუგზავნი მიზეზს და ფორუმის წესების ჩამონათვალს, რომელიც კონკრეტულად დაარღვია და მიკერძოაბა არაფერ შუაში არაა. უფრო მეტიც, ალბათ ზედმეტად რბილი მოდერატორი ვარ, რომ ზოგიერთებს ასე ადვილად ვპატიობ თავხედობას და უზრდელობას ფორუმის გვერდებზე.
ადამიანს რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე მისცე გაფრთხილება და რამდენჯერ შეიძლება თვალი დახუჭო? და რაღაც უაზრო თემის დახურვა გიკვირთ, რომელიც ამასთან ართად ასევე ფორუმის წესის დარღვევაა და ეგეთი პოსტებისთვის არსებობს შესაბამისი განყოფილება!?
ერთად ერთი რასაც მოვითხოვ, აქ არ გაიხსნას ამ განყოფილებისათვის შეუსაბამო თემები, შეწყდეს უაზრო დემაგოგიები და არანაირი უცენზურო ლექსიკა, მათშორის ანტიმატის გამოყენებითაც. დღეიდან უფრო მკაცრად გაკონტროლდება ფორუმის ყველა წესი და მცირევადიანი ვორნებით აღარ გავანებივრებ არავის. ზოგიერთებზე 3 დღიანი და 1 კვირიანი ვორნები ეტყობა არ მოქმედებს.
|