ციტატა ხელშეკრულებიდან:
4.1. მომსახურება და მისი სახეები, მათ შორის დამატებითი
მომსახურებების სახეები, მათი მიწოდების პირობები და მიღების
შესაძლებლობა განისაზღვრება ოპერატორის მოქმედი ლიცენზიების,
სატარიფო გეგმის, ქსელის შესაძლებლობების, საშუალებებისა და
აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად.
ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს - რა არხებსაც გვინდა მაგეებს ჩავრთავთ, არანაირი პასუხისმგებლობა პაკეტების შევსებაზე და ასე შემდეგ
* * *
კიდევ ერთი საინტერესო:
7.2.11. უზრუნველყოს ოპერატორის უფლებამოსილი წამომადგენლის
დაშვება მომსახურების მიწოდების ადგილზე მომსახურების
მიწოდებისათვის საჭირო აპარატურის მონტაჟისათვის და ყოველნაირად
ხელი შეუწყოს მას. ოპერატორი პასუხისმგებელია, მხოლოდ ოპერატორის
წარმომადგენლის მიერ შესრულებული მონტაჟის ხარისხზე და
მომსახურების მიღებაზე.
თარგმანი: მარტო ჩვენ მანტიორს დავაყენებინებთ, თქვენით არ მოგცემთ დასაყენებლად

მაგრამ ეს პუნქტი ძალიან მომეწონა:
7.2.14. არ მოახდინოს მიღებული მომსახურების შემდგომი გადაცემა,
საჯარო ჩვენება, ხელახალი ტრანსლაცია, ჩაწერა, ასლის გადაღება
და სხვა ნებისმიერი საშუალებით მომსახურების კომერციული მიზნით
გამოყენება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თარგმანი: რახან იკრძალება მხოლოდ კომერციული გამოყენება, ეს ნიშნავს რომ არაკომერციული - ნებადართულია, ხო ასეა?
ანუ მე რო ახლობელს გავუყო მაგთისატი უფასოდ, ნოუ პრობლემს?
ნიკი გაუქმებულია, მსურველებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ, პაროლი ამ ტექსტშივეა.