მოკლედ მეგობრებო მთელი ეს თემა წავიკითხე არ დამეზარა

ვაპირებ ტელევიზორის შეძენას და მაინც ძნელი გადასაწყვეტია როგორ არის უმჯობესი... ძირითადი დასკვნა უფრო ასეთია: ბოლო მოდელების გამოკიდებას აზრი ნაკლებად აქვს, რადგან დასახვეწია 3დ ტექნოლოგია (მათ შორის უსათვალო) და ძვირის გადახდა ახლა არ ღირს მერე ისევ საყიდელი გახდება.
ვფიქრობ რომ ტელევიზორში დავხარჯო 2500 ლარის ფარგლებში, შეიძლება ცოტა მეტი ცოტა ნაკლები. ძალიან დამავალებთ თუ მირჩევთ ამ ფასში 46 დიუმიან ტელევიზორს...
მაქვს ნტვ+ სატელიტული არხები, მათ შორის ჰდ არხები და ერთი 3დ არხი... ასე რომ 3დ მაინც მინდა

ვფიქრობდი ლგ-ს რადგან პასიური 3დ სათვალეები უნდა და თვალებს ნაკლედ ღლისო... მართალია ისე?

ასევე ვერ ვაკეთებ არჩევანს პლაზმასა და ლედ-ს შორის - ოთახი ნათელი არაა მაინდამაინც და თუ რამეა პლაზმაც შეიძლება წავიდეს.
სხვადასხვა რევიუები რომ ვნახე ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ფილიპს 46PFL8606H. ასეა ეს? ჩვენთან შესაძლებელია ამ მოდელის ყიდვა?
და კიდევ ერთი კითხვა: არის ისეთი ტელევიზორი სატელიტური რესივერი რომ აღარ დამჭირდეს? ანუ შარინგი რომ თვითონ ტვ-ში გაკეთდეს?
მადლობა წინასწარ