#49854386 · 4 Feb 2017, 03:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Temo_x
QUOTE | ვინმემ გამარკვიეთ რისი ყიდვა ჯობს, მაქვს თეფში და ძველი რესივერი რომელსაც DVB T2 ის მხარდაჭერა არაქვს ,ფაქტიურად აგარაფერს იჭერს. რავქნა სეტ ტოპ ბოქსი ვიყიდო თუ სხვა რესივერი რომლითაც ციფრულ არხებს მივიგებ? |
DVB T2 რესივერს ჩვეულებრივი ანტენა სჭირდება, ქართულ არხებს მიიღებს და მაგას ეძახიან სწორედ სეტ ტოპ ბოქსს. ეგ თეფშით ვერაფერს დაიჭერს. არსებობენ კომბო რესივერები რომლებსაც აქვთ როგორც DVB T2 ის ასევე DVB S2-ს მხარდაჭერა, ანუ ანტენით ადგილობრივი მაუწყებლობის ქართულ არხებსაც მიიღებს და თეფშით სატელიტურ არხებსაც. თქვენ გადაწყვიტეთ რომელი გჭირდებათ. ციფრულს რაც შეეხება დღესდღეობით უკვე ყველა არხი ციფრულია, სატელიტიდანაც და ადგილობრივიც, ანალოგური მაუწყებლობა აღარ არის.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|