უნდა იყოს 4 სახ. მუქსის და 20 სტერეოპლუსის. სინამდვილეში რა იქნება ალაჰმა უწყის
კანონის მიხედვით 17 ივნისს 00სთ 00წთზე საქართველოში 42 ძირითად გადამცემ საიტზე მთლიანად უნდა გაითიშოს ანალოგური მაუწყებლობა. დღეისთვის ყველა ამ 42 საიტზე უკვე ჩართულია სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის ციფრული გადამცემები, ბოლო იყო მესტია, რომელიც ჩაირთო რამდენიმე დღის წინ.
ანუ სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის ქსელი მზად არის ASO-სთვის.კანონის მიხედვით 17 ივნისის შემდეგ ეს მუქსი მთლიანად უნდა დაეთმოს საზმაუს. ანუ GPB 1,2,3 და Ajara TV-ს გარდა იქ სხვა არხი არ უნდა დარჩეს.
ასევე ლიცენზიის პირობები ავალდებულებს სტერეოპლუსს ზუსტად ამ დროს დაიწყოს ციფრული საეთერო მაუწყებლობა თავისი სამივე მუქსით საქართველოში 42 ძირითად გადამცემ საიტზე.
მაგრამ იმ მიზეზების გამო რაზედაც მე ადრე დავწერე ამ თემაში, სტერეოპლუსი სრულად ამ პირობის შესრულებას ვერანაირად ვერ შეძლებს. სტერეოპლუსის მუქსების ყველა 42 გადამცემ საიტზე ჩართვისთვის საჭიროა ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა, სხვაგვარად ეს ტექნიკურად ვერ ხერხდება.
მინიმუმ 10 დან 20 დღემდე დრო დაჭირდებათ მათ ყველა 42 საიტის გაშვებისთვის. ჰოდა რას უნდა უყუროს რეგიონებში მოსახლეობამ ამ პერიოდში? ანალოგური მაუწყებლობა უკვე გათიშული იქნება, ანუ მხოლოდ სახ მუქსის 4 არხს?
მე ვფიქრობ დიდი ალბათობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება რომ სახ. მუქსში შემავალი ყველა 8 არხი დარჩეს უცვლელად სანამ სრულად არ ამოქმედდება სტერეოპლუსის ქსელი მთელ საქართველოში. გამორიცხული არ არის რომ თუ საკანონმდებლო დონეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ პერიოდში პირიქით გაიზარდოს კიდევაც სახ მუქსში არხების რაოდენობა. ტექნიკურად აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს: ქსელი გათვლილია 15 SD არხზე.
ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ არ გააგრძელეს სიმულკასტი...
This post has been edited by frost on 3 Jun 2015, 00:34
640Kbytes should be enough for everything! (c) Bill Gates, 1981.