angelw7
The truth is in Immortality of Spirit

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1235
წევრი No.: 108400
რეგისტრ.: 5-January 10
|
#40270169 · 20 Mar 2014, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ პოსტს ვდებ სპეციალურად, იმისათვის რომ ნათელი წარმოდგენა შევქმნა რა იყო საქართველოში ციფრული, როდის და რატომ. მისი წაკითხვის შემდეგ აღარ გაგიჭირდებათ გაიაზროთ თუ რა მოხდება უახლოეს დარჩენილ წელიწადში ამ კუთხით, რამეთუ არც ერთი მსგავსი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული მავანთა მიერ ახალ შემოთავაზებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ, როცა შეიძლებოდა ყველაფერი მარტივად და ძალიან სწრაფად დაწყებულიყო და უწყვეტ რეჟიმში მომხდარიყო ტრანსფორმაცია პროცესი წარიმართა გაურკვეველი იურიდიულ მერკანტილური ელფერით თუმცა ეს სხვას გონია რომ "გაურკვეველი", თორე ჩვენთვის დიდი ხანია ყველაფერი გარკვეულია დრო დაიკარგა, ამ ვადებში არ მოესწრება და ასე შემდეგ....
ძვირფასო კოლეგებო, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საქართველოს მედია სივრცეში, 2008 წელს, ჩვენდა საბედნიეროდ შეიქმნა და არსებობს პირველი პრეცენდენტი DVB-თ საცდელი მაუწყებლობის პლატფორმის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, რა მიზნითაც შეძენილ იქნა ციფრული, გამოსავალზე 400 ვატი სიმძლავრის DVB-თ გადამცემი, (თრანსმიტერ Hსერიეს თV 400D (400ჭ DVB-თ/H,) თV-400D маломощный DVB-თ/H передатчик предназначенный для высококачественного цифрового შD/HD ТВ вещания в ДМВ (IV-V) диапазонах ც номинальной выходной мощностью до 400 Вт), აგრეთვე განხორციელდა მაღალი გარჩევადობის (HD) ტრაქტის _ საეთერო სტუდია-ანძა-გადამცემი-მიმღები აწყობა-გაშვების ტრაქტი, რაც მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს: • AირBოხ HD მოდულით აღჭურვილი საეთერო-სასტუდიო კომპიუტერის და თიტლეBოხ HD მოდულით აღჭურვილი გრაფიკული საეთერო კომპიუტერის HDშDI Pროგრამ და Kეყ გამოსავალების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება საეთერო ვიდეო მიქშერთან სინქრონიზაციით. • MPEG 4/H-264 ფორმატის ენკოდერის ინსტალაცია, საეთერო ვიდეო მიქშერიდან HDშDI სიგნალის შეშვება ენკოდერში და გამოსავალზე AშI ფორმატის სიგნალის მიღება. • ენკოდერის გამოსავალზე მიღებული ერთარხიანი AშI სიგნალის მოდულირება DVB-შ2 ფორმატით Aთ2900UშB მოდულატორის მეშვეობით, ამ მოდულატორის ინსტალაცია კომპიუტერში და გამოსავალზე ღF სიგნალის მიღება 1265 მგჰ სიხშირეზე. • სატელევიზიო ანძაზე ღF სიგნალის მიღება 1265 მგჰ სიხშირეზე და დეკოდირება ისევ AშI სიგნალის დონეზე და ამ სიგნალის გასხივება DVB-თ გადამცემის და სამსართულიანი 9 პანელიანი ანტენების სისტემის მეშვეობით თბილისის მასშტაბით. • თბილისის სხვადასხვა რაიონში DVB-თ მიმღებებით (სეტ-ტოპ ბოხ) აღნიშნული სიგნალის მიღება მაღალი გარჩევადობის ტელევიზორებში და მისი სტაბილურობის დაკვირვება-ტესტირება ჩრდილოვანი ადგილების მაქსიმალური ათვლის გათვალისწინებით,
თავს უფლებას ვაძლევთ, თქვენის ნებართვით, როგორც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე მომუშავე საექსპერტო საბჭოს წევრებმა გამოვხატოთ გარკვეული სარეკომენდაციო შენიშვნები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის სადისკუსიო მასალაში განხილული ზოგიერთი მოსაზრებისა და რეკომენდაციების მიმართ.
1. ისევ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება დასახული ამოცანის განხორციელების გზაზე, რაც გვაძლევს უფლებას დასაწყისშივე გამოვხატოთ შემდეგი შენიშვნები:
მოგვყავს ციტატა სადისკუსიო მასალიდან, გვ. 32 მუხლი 3.4.4, ციტატის ამონარიდი: `ამასთანავე, ანალოგიური სიხშირეები არ მოდის შესაბამისობაში GE06 ხელშეკრულებასთან. მაგალითად, არხი 10 გამოყოფილია ციფრული მაუწყებლობისათვის თბილისის ზონაში, მაგრამ შეუძებელია ამ არხის გამოყენება, რადგან მეზობელი არხი 9 გამოიყენება ანალოგიური ტელევიზიისათვის~. მოგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული გადამცემი 2 კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 36 არხზე, სპეციალური სპექტრალური ფილტრის გამოყენებით, მაშინ, როცა ფიზიკურადაც კი მის გვერდით მდგარი 2კვტ სიმძლავრის ანალოგური გადამცემი, მუშაობდა 35 არხზე, ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი უფილტროდაც კი და შედეგი იგივე იყო: ორივე გადამცემი ანალოგურიც და მაღალი გარჩევადობის ციფრულიც, თავისუფლად ასხივებდა თბილისს გვერდიგვერდ სიხშირეებზე. თქვენის ნებართვით შესაძლებელია ამ სიტუაციის ხელახალი გამეორება მეტი თვალსაჩინოებისთვის. ასე, რომ, მასალაში მოყვანილი მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას.
2. მოგვყავს ციტატა სადისკუსიო მასალიდან, გვ. 7 მუხლი 2., ციტატის ამონარიდი: `ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობა აწარმოებს 3 პროგრამას, მაგრამ ავრცელებს მხოლოდ პირველს და მეორეს მიწისზედა ტელევიზიით, ხოლო მესამეს - თანამგზავრით. მაღალი გამოსახულების ტელევიზია აგრეთვე ხორციელდება~.
ამ მუხლში ზუსტად არის ჩამოთვლილი საქართველოში არსებული მაუწყებლების რაოდენობა, გავრცელების არეალი და სხვა, მაგრამ, ამასთან ერთად, იმ დროს, როცა ცალკეა გამოყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული არსი და გავრცელების პლატფორმა განხორციელების პროცესში მყოფი მაღალი გარჩევადობის ტრაქტის მითითებით, რატომღაც არაფერია ნათქვამი იმ კოლოსალურ შრომაზე და მიღწეულ შედეგებზე, რაც უკვე ბოლო სამი წლის განმავლობაში დაინერგა ჩვენი ჯგუფის მიერ და მდგომარეობს შემდეგში: საქართველოში პირველად, 2008 წლიდან დაიწყო, შემდეგ კი შეიქმნა და საკუთარი მაღალი გარჩევადობის კონტენტით მაუწყებლობენ შემდეგი ტელეკომპანიები: შპს `ალანია~, შემდგომში `რეგიონტვ~, მედია ცენტრი `ღია აფხაზეთისათვის~, შპს `ჯდს~ და აგრეთვე მე-9 არხიც, რომლის მთელი საეთერო-სასტუდიო ტექნიკური ბაზაც მაღალი გარჩევადობის პროდუქციისათვისაა განკუთვნილი. ტელეკომპანია `აფხაზეთის ხმა~-მ პირველად საქართველოში საკუთარი სახსრებით ააწყო უნიკალური, მთლიანად ციფრული, 16 კამერიანი მოძრავი სატელევიზიო სადგური და ახორციელებს მიმდინარე ეტაპზეც კი სპორტული გადაცემების მაღალი გარჩევადობის ტრანსლიაციებს პირდაპირ ეთერში მაგალითად მთელი დღის (12-დან 20 საათამდე) განმავლობაში. ცნობისთვის აქვე ავღნიშნავთ, რომ მაღალი გარჩევადობის სიგნალი თავისი არსით მხოლოდ ციფრული პლატფორმით შეიძლება `მოძრაობდეს~ სატელევიზიო ან სასტუდიო ეთერში, ვინაიდან HDთV სიგნალი ანალოგურ პლატფორმაზე მიუღწევად რესურსებს მოითხოვს და შესაბამისად ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, რომ შენიშვნების სახით ძალიან ძნელია ერთბაშად გადმოვცეთ ყველა ნიუანსი და ამიტომ ჩვენ მზად ვართ ის კოლოსალური ინფორმაცია და გამოცდილება, რაც ბუნებრივია დაგროვდა ამ ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტის პროცესში, წლების განმავლობაში, მთლიანად მოვახმაროთ სადისკუსიო ამოცანის გადაწყვეტას მომავალში.
3. სადისკუსიო მასალა შესანიშნავად გადმოსცემს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ასპექტებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკისთვის, განხორციელების გეგმას და სხვადასხვა საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი სახის დოკუმენტს, მაგრამ, ამასთან ერთად, აშკარად იგრძნობა დანერგვითი სახის ტექნიკური საკითხებისადმი არასიღრმისეული დამოკიდებულება, რაც რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საინიციატივო ჯგუფის დამსახურების, ან მათ მიერ გაწეული, თუ მომავალში გასაწევი შრომის დაუფასებლობას ჩვენი მხრიდან, პირიქით, ასეთი გახსნილი ანალიზი და მიზანსწრაფულობა ჩვენ, ტექნიკური დარგის ექსპერტებს მეტ არეალს გვიხსნის იმისთვის, რომ უფრო ღრმა კონცენტრაცია მოვახდინოთ კონკრეტულ საკითხებზე და დეტალურად ჩავუღრმავდეთ ყველა ასპექტს, რათა მივიღოთ სწრაფი და სასარგებლო შედეგი ამ საუკუნებრივ პროექტში. სწორედ ამიტომ, ეფექტურობის გამო, ავირჩიეთ ციტატების კრიტიკის რეჟიმი.
მოგვყავს ციტატა სადისკუსიო მასალიდან, გვ. 4 მუხლი 1 (შესავალი): ` ...ინტერნეტისა თუ საკაბელო ქსელების საშუალებით და შესაძლებელი ხდება შეუზღუდავი კონტენტისა თუ ინფორმაციის გატარება. ასეთ პლატფორმებზე ბაზარზე დაშვების რეგულირება საჭირო არ არის. სიხშირე ძალიან მწირე რესურსს წარმოადგენს, ამდენად, აუცილებელია მისი ეფექტურად მართვა ობიექტური, არადისკრიმინაციური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე. ახალი კანონები უნდა შეიცავდეს ასეთ პრინციპებს; ისინი უნდა შეიცავდეს დებულებებს მიწისზედა ციფრული ტელევიზიის მულტიპლექსური პლატფორმების ლიცენზირების თაობაზე~.
`მულტიპლექსური პლატფორმა~ _ ეს ტერმინი, ჩვენის აზრით, ხშირ განმარტება-დაზუსტებას უნდა საჭიროებდეს მავანთათვის, მაშინ, როცა ასეთი პლატფორმები გააჩნია თითქმის ყველა სატელიტურ პროვაიდერს (დავაკვირდეთ: პროვაიდერს გააჩნია მულტიპლექსური პლატფორმა) და საკაბელო ოპერატორებსაც კი (იგულისხმება ანალოგური მოდულატორების ერთობლიობა, რომლებიც ასრულებენ მულტიპლექსორის როლს ამჟამად). თუ საჭიროა, მსგავსი ტერმინის დამკვიდრება ციფრული სიხშირული მიწისზედა მაუწყებლობის პროცესში ინფორმაციის სიმოკლის თვალსაზრისით, მაშინ გასაგებია, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ლიცენზირება აპარატურის ან პლატფორმის, როცა ვლაპარაკობთ სიხშირეებზე? და რეგულირებას ექვემდებარება მხოლოდ სიხშირული რესურსი და არა აპარატურული? ამას გარდა რეგულირებას დაქვემდებარებულ სიხშირეებს არა აქვთ არავითარი შეხება მულტიპლექსორთან!
მოგვყავს ციტატა: გვ. 28, მუხლი 3.4.3: `მულტიპლექსი - სხვადასხვა პროგრამების გაერთიანება ერთ ნაკადში~ სად ჩანს აქ სიხშირე? ამ შემთხვევაში ან ჩვენ არ გვესმის რაიმე ტერმინი და ვერ ვათვითცნობიერებთ რა იგულისხმება "მულტიპლექსური პლატფორმის ლიცენზირებაში", ან ეს ტერმინოლოგია და იურიდიული ასპექტები დაზუსტებას მოითხოვს. ჩვენი აზრით არ არის საჭირო ასეთი განზოგადოება და ტერმინი "მულტიპლექსის" წინა პლანზე წამოწევა, მაშინ, როცა აღნიშნული პლატფორმა შეიცავს არანაკლებ მნიშვნელოვან აპარატურულ კვანძებს როგორიცაა: გადამცემი, ანტენები, დეკოდერები, ენკოდერები, გამაძლიერებლები, გარდამქმნელები და სხვა, და ტერმინებს: `მიწისზედა~, `ციფრული~. მოკლედ რომ ვთქვათ, ლიცენზირებას აქამდეც და მერეც ექვემდებარება სიხშირე და არა პალტფორმა ან სხვა რაიმე მსგავსი წარმონაქმნი. ეს არის წინაპირობა იმისა, თუ რატომ გავამახვილეთ ამ საკითხზე ყურადღება გარდა იურიდიული კაზუსისა, ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა. ხომ არ აჯობებს ტერმინი `მულტიპლექსური პლატფორმა~ შეიცვალოს ტერმინით _ `მიწისზედა ციფრული მაუწყებლობის პროვაიდერით~?
4. მოგვყავს ციტატა: გვ. 14, მუხლი 3.2: `საქართველოში ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის არსებულ პრაქტიკაში, კონტენტის პროდიუსერები/მაუწყებლები ხშირად ისინი არიან, ვინც სიგნალის გადაცემით არის დაკავებული. ეს ასახულიც არის ლიცენზირების შესახებ კანონში, რომელიც სიხშირეების ლიცენზიას გასცემს მაუწყებელზე. ციფრულ მაუწყებლობაში კონტენტის შექმნას და სიგნალის გადაცემას სხვადასხვა კომპანიები განახორციელებენ, რადგან ციფრული პლატფორმა იმდენი არხის გამტარებელია, რომ ერთი კომპანია ვერ მოახერხებს პლატფორმის შევსებას საკუთარი კონტენტით.~
აქ ისმის ის ძირითადი კითხვა, რაც ამჟამად არსებულ ყველა სამაუწყებლო სიხშირის ლიცენზიის მფლობელს აწუხებს: კი, მაგრამ მაგალითად მთავარ ანძაზე ან ნებისმიერ სატელიტურ თუ საკაბელო ოპერატორ-პროვაიდერთან ამჟამად უპრობლემოდ იყრიან თავს თითქმის ყველა დედაქალაქის თუ რეგიონალური არხები, შემდეგ ეს სიგნალები შედიან მულტიპლექსორზე და სხივდებიან ან თანამგზავრიდან, ან გადამცემებიდან (გლობალ ტვ-ს და ბლექსისატის მიტრისის სიხშირეებით), ეს ყველაფერი ხდება ციფრულ რეჟიმში, და თუ ეს პროვაიდერები ემსახურებიან მაუწყებლებს იმიტომ, რომ თვითონ ფლობენ სიხშირეების ლიცენზიას და აქედან გამომდინარე გააჩნიათ შესაბამისი აპარატურული უზრუნველყოფა, ის მაუწყებლები, რომლებსაც გააჩნიათ 10 წლიანი ლიცენზიები (რაც გრძელდება 2015 წლის შემდეგაც) რა, ვერ შეძლებენ გადამცემის გამოცვლას? მულტიპლექსორის შეძენას? ერთმანეთში შეთანხმებას და კოლექტიურ პროვაიდერობას? რა თქმა უნდა თავისუფლად შეძლებენ. მითუმეტეს, როცა საკითხი ეხება საკუთრების ხელყოფას ლიცენზიის სახით. ეს საკითხი საკმაოდ დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. რა საჭიროა დამატებითი მოთამაშის შემოყვანა ბაზარზე გარდა აუქციონის შემთხვევისა? ტელეკომპანია ალანიას ბაზაზე ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა _ აპარატურა შეიცვალა ციფრულით, დაემატა ერთი მრავალარხიანი მოწყობილობა (მულტიპლექსორი) და ეს კომპანია ხდება სამართლებრივად გამართული ოპერატორი, პროვაიდერი ან, რაც გნებავთ ის დაარქვით. სიხშირული შეზღუდვები ამ შემთხვევაში გარკვეულ დისკრიმინაციულ ელფერს ატარებს და სწორედ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას ამ ასპექტებზე, რომ არ მოხდეს საკუთრების უფლების შეზღუდვა ან შელახვა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, ნებაყოფლობით.
მოგვყავს ციტატა: გვ. 25, მუხლი 3.3: `ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებდა ”სილამაზის კონკურსებს”. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებმაც გამიჯნეს ტელეკომისა და მაუწყებლების მარეგულირებლები და სადაც ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დარჩა მაუწყებლობის მარეგულირებელის კომპეტენციებში, რომელსაც აქვს სილამაზის კონკურსების გამოცდილება~.
ჩვენც სრულად ვიზიარებთ ამ შეხედულებას.
5. მოგვყავს ციტატა: გვ. 18, მუხლი 3.4.2: `წარმოვიდგინოთ, რომ პირველი მულტიპლექსური ოპერატორი იყენებს 21 და 26 არხებს თბილისის სამაუწყებლო ანძიდან, რომელიც გათვლილია 2 მულტიპლექსურ პლატფორმაზე, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 15 სატელევიზიო პროგრამის გატარება. გამოდის, რომ მთლიანად თბილისი მასშტაბით, მოსახლეობას შეუძლია მიიღოს 30 პროგრამა. რეალურად, ყველა პოპულარული პროგრამა. თუმცა, ეს შესაძლებელი იქნება, თუ ისინი ცხოვრობენ სამაუწყებლო ანძის კვანძის მიმართულებით. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მთის ძირში არ მიიღებენ არანაირ პროგრამას. მულტიპლექსური ოპერატორი შეეცდება გააფართოვოს დაფარვის ზონა და სხვა სამაუწყებლო კვანძზე მოითხოვს არხებს 38 და 40.~
არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა, კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ზედაზენის, მახათის, კოჯორის ანძები სწორედ მსგავსი ჩრდილების ამოსავსებად გამოდგებიან ერთსიხშირიანი მოდელის გათვალისწინებით. ექსპერიმენტის მაგალითად გამოდგება ისევ "გლობალტვ" და "ბლექსისატ", რომლებიც ზუსტად ამ მიმართულებებს იყენებენ ჩრდილების ამოსავსებად და ამ ანძებზე აქვთ განთავსებული გადამცემები. გარდა ამისა, არსებობს უფრო სკრუპულოზური, მაგრამ განხორციელებადი გზაც ე.წ. მცირე სიმძლავრის "რეტრანსლიატორების" გამოყენება ჩრდილოვან ადგილებში. აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს კომპანია "სტერეო+"-ის დამსახურებაც გაციფრების პროცესში. ამ კომპანიას გააჩნია სრულყოფილი აპარატურული ბაზა მულტიპლექსური პროვაიდერობის გასაწევად და ახორციელებს კიდეც წარმატებით, თუმცა არასტანდარტულ და ტექნიკურად გაუმართლებელ სიხშირულ 12-21 დიაპაზონში. მათი გამოცდილება აშკარად ანგარიშგასაწევია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ჩვენი ჯგუფის და ამ კომპანიის პერსონალის მიერ ჩატარებულია სასიკეთო ექსპერიმენტი ციფრული მაუწყებლობის დანერგვის პროცესში ტექნიკური თვალსაზრისით.
6. მოგვყავს ციტატა: გვ. 34, მუხლი 3.5.1: `2009 წელს გამოჩნდა ამ სტანდარტის მეორე თაობა, DVB-თ2. ეს სტანდარტი იძლევა უფრო ეფექტიანი მოდულაციის საშუალებას. მას აქვს კიდევ სხვა ტექნიკური მახასიათებლები და იძლევა საშუალებას, გადასცეს დაახლოებით 50-70%-ით მეტი ინფორმაცია 8 MHზ არხით ვიდრე ეს შეუძლია DVB-თ.~ DVB-თ2 -ს არა დაახლოებით, არამედ ზუსტად მინიმუმ 30% მაქსიმუმ 50% -ის ეფექტურობა გააჩნია და თან დასაზუსტებელია რაში მდგომარეობს ეს. მაგრამ, სანამ ამას გავაკეთებდეთ, უდავოდ უნდა ხაზი გავუსვათ, რომ
გვ.36: საქართველოში რეკომენდირებულია, DVB-თ2 სტანდარტებისა და MPEG-4 გამოყენება, როცა დაიწყება ციფრული მაუწყებლობა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საბჭოს წევრებს უფრო მეტი ფუნდამენტური ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 2008-2009 წლებში კონსორციუმმა DVB გამოუშვა ახალი სპეციფიკაცია მიწისზედა საეთერო ციფრული ტელევიზიის სტანდარტისა DVB-თ2, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ უფრო მაღალი სასარგებლო სიჩქარე ნაკადისა სატელევიზიო სიხშირულ ზოლში საშუალოდ 30...60%-ის ფარგლებში DVB-თ-სთან შედარებით. როგორი იქნება მაინც უპირატესობა დამოკიდებულია გამოყენებული მოდულაციის რეჟიმებსა და სამაუწყებლო ქსელის ტიპზე. მაქსიმალური ასეთი მოგება მაინც იქნება ერთსიხშირიან ქსელებში. ახალ სპეციფიკიაციას ძველთან შედარებით გააჩნია რამდენიმე განსხვავება, კერძოდ ინფორმაციის ინკაფსულაციისთვის გამოიყენება არა მარტო სატრანსპორტო ნაკადი MPEG, არამედ ზოგადი დანიშნულების სატრანსპორტო ნაკადი (გენერიც ტრანსპორტ სტრეამ). ამ უკანასკნელში გამოიყენება პაკეტის ცვლადი სიდიდე და არა ფიქსირებული, როგორც MPEG-ში. ეს კი საშუალებას იძლევა შემცირდეს გადასაცემი მომსახურე მონაცემების მოცულობა და მოხდეს ტრანსპორტის ადაპტაცია ქსელთან უფრო მოქნილად. ასე, რომ წინამორბედთან შედარებით რაიმე სახის სტრუქტურულ მონაცემებთან მიჯაჭვულობა ტრანსპორტის დონეზე უკვე აღარ არსებობს. შემდეგ, შემოღებულ იქნა ჩOFDM-ის მატარებლების განაწილება ინფორმაციის ლოგიკურ ნაკადებს შორის ე.წ. PLP (Pჰყსიცალ Lაყერ პიპეს - ფიზიკური დონის არხები). DVB-თ-ში მთლიანი ზოლი ემსახურებოდა ერთი სატრანსპორტო ნაკადის გადაცემას, DVB-თ2 -ში კი შესაძლებელია რამდენიმე სატრასპორტო ნაკადის გადაცემა, რომელთაგან თითოეული თავსდება საკუთარ ფიზიკური დონის არხში. არსებობს ორი რეჟიმი, ერთი არხის გადაცემის და რამდენიმე არხის გადაცემის. ასეთი მექანიზმის გამოყენება პირველ რიგში იწვევს სააბონენტო მოწყობილობის ენერგორესურსის შემცირებას, რამდენადაც მას შეუძლია გამოირთოს იმ მომენტში, როდესაც გადაიცემა აბონენტისთვის უსარგებლო არხი. მსგავსი მექანიზმი გამოიყენება DVB-H პროცესებში. ერთსიხშირიან ქსელებში შემოღებულია რეჟიმი MIშO (მულტიპლე ინპუტ სინგლე ოუტპუტ - მრავალი შემავალი, ერთი გამომავალი) რაც საშუალებას იძლევა მივაღწიოთ 70%-იან მოგებას გატარების ზოლში. ერთსიხშირიანი ქსელების ექსპლუატაციის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სინქრონიზირებული სიგნალების შეკრების შემთხვევაშიც კი ჩOFDM-ის რეზულტატური სპექტრი განიცდის დამახინჯებას მატარებლების ჩავარდნების სახით. შედეგად ასეთი ჩავარდნების საკომპენსაციოდ, ანუ სიგნალი/ხმაურის შეფარდების შესანარჩუნებლად, აუცილებელია გადამცემების უფრო მაღალი სიმძლავრე. MIშO რეჟიმი კი საშუალებას იძლევა ავიცილოთ ეს უხერხულობა. ძირითადი იდეა ამ შემთხვევაში ისაა, რომ გადამცემები ერთსიხშირიან ქსელში ამ რეჟიმში ასხივებენ არაერთნაერ სიგნალებს, რის შედეგადაც სხვადასხვა გადამცემების სიგნალების შეკრებისას მომვლების "ჩავარდნები" აღარ წარმოიქმნება და გადამცემების სიმძლავრის მომატება აღარ ხდება საჭირო. რომ აღარ გავაგრძელოთ, DVB-თ2 -ის შემთხვევაში ძნელია მონაცემების ცხრილური წარმოდგენა და შედეგად არხის ტევადობის გამოსათვლელად გამოიყენება მოცულობითი ფორმულა, რომლის მოყვანასაც აქ აზრი არა აქვს. საჭიროა მხოლოდ აღინიშნოს დამატებით კიდევ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ამ ნაკადის სიჩქარეზე: მოდულაციის ტიპი, მატარებლების რაოდენობა, LDPჩ და BჩH კოდების პარამეტრები, პილოტ სიგნალების სქემა, შერევის რეჟიმი, მოდულაციის რეჟიმი _ გაფართოებული და ჩვეულებრივი, FEჩ -ბლოკის ტიპი და სხვა. მაქსიმალური წარმადობა მიიღწევა 32K რეჟიმის დროს დაცვის ინტერვალში 1/128 და PP7 პილოტ სიგნალების გამოყენებისას. ცხადია, რომ სტანდარტით გათვალისწინებული ალგორითმები, მასიურ წარმოებაში მარტივად უნდა იქნენ რეალიზებულნი და შესაბამისად არ უნდა მიგვიყვანონ სააბონენტო მოწყობილობის ძალიან ძვირ ვარიანტამდე. აღნიშნული სტანდარტის არჩევანი უდავოა და გვაყენებს ციფრული მაუწყებლობის ავანგარდულ რეჟიმში.
7. მოგვყავს ციტატა: გვ. 37 მუხლი 3.5.3: `საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს HDთV-ის დანერგვას, სხვა მაუწყებლებიც განიხილავენ ამ ვარიანტს, თუმცა არ არის მოსალოდნელი საქართველოში მოცემულ სისტემაში (HDთV) შეიქმნას პროგრამების დიდი რიცხვი მომდევნო წლების განმავლობაში მაინც~.
კი, მაგრამ როცა ეს მასალა იწერებოდა (გასული წლის მაისის თვეში), 3 ტელევიზია უკვე სრული დატვირთვით მუშაობდა ამ რეჟიმში და ქმნიდა საკუთარ კონტენტს, მაგალითად სუპერლიგის მატჩების ტრანსლიაციის სახით. ამას გარდა "აფხაზეთის ხმის" გადაცემები თითქმის 7 თვის განმავლობაში სხივდებოდა DVB-თ რეჟიმში, HDთV ფორმატში, MPEG 4-ით, 240 მჰც სიხშირეზე კომპანია "სტერეო+"-ის ლიცენზირებულ არხზე და რატომ არ მიაქცია ამას ყურადღება არავინ? ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჩანაწერების სახით რეალური მასალები, სადაც, მაგალითად საკალათბურთო სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის ტრანსლიაციის დროს ტექნიკური საშუალებების ისეთი არსენალი გამომჟღავნდა "აფხაზეთის ხმაზე", რომ ვეტერანმა კალათბურთელებმა ნაციონალურ საკალათბურთო მატჩის ტრასნლიაციასაც კი შეადარეს! ძვირფასო კოლეგებო, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე სხდომისთვის, შენიშვნების აღწერას აღარ გავაგრძელებთ და ვიტყვით მხოლოდ შეთავაზების სახით შემდეგს:
მოგვყავს ციტატა: გვ. 41 მუხლი 3.7ბ: `თუმცა, თუ მაუწყებელები შეთანხმდებიან საერთი პლატფორმაზე, სამაუწყებლო კანონმდებლობამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს. გაერთიანების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზმები უნდა შევიდეს კანონში კონკურენციის შესახებ. კონკურენციის შესახებ პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა გააანალიზონ ერთობლივი საწარმო კონკურენციის კანონის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და შეაფასონ, ექნება თუ არა ამას ზიანის მომტანი შედეგი იმ ბაზრებზე, რომლებიც მონაწილეობს პროცესში.~UU
ჩვენი გუნდი შემოდის წინადადებით, ტექნიკური საკითხების უმტკივნეულოდ და სწრაფად გავლის მიზნით, სატესტო რეჟიმში რეგულირების ნებართვით, საპარლამენტო ინიციატივით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდეს არსებული გადამცემის მოდულატორის DVB-თ2 მოდულატორით შეცვლა, მულტიპლექსორის შეძენა და ამოქმედება ყველა მსურველი მაუწყებლის განთავსებით ამ პლატფორმაზე დროებით რეჟიმში მანამ, სანამ მიმდინარეობს საკანონმდებლო-მარეგულირებელ-ტექნიკური საკითხების შეთანხმება დახვეწის პროცესი. მსგავსი სატესტო ექსპერიმენტი ძალიან გაადვილებს ყველა იმ სადისკუსიო, პროექტში ჩამოთვლილი ასპექტების გადაჭრის პროცესს, რაც აუცილებლად ახლავს რაიმე სიახლის დანერგვას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როგორც სამომხმარებლო, ისე სამაუწყებლო კონტინგენტი დადებითად მოეკიდება ამგვარ წინადადებას, რამეთუ არც ერთ ქვეყანაში აქამდე მსგავსი ფუფუნების საშუალება არ ქონიათ _ მათ არ ქონდათ საშუალება წინასწარ გაეტესტათ და შეეფასებინათ მიწისზედა ციფრული პლატფორმის ავკარგიანობა საკუთარ ბაზაზე, თითქმის შეუზღუდავ რეჟიმში. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, მოდით, ნუ გავუშვებთ ასეთ შანსს! ეს ხომ როგორც მინიმუმ შეგვიმცირებს ამ ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვის ვადებს, სხვა დივიდენდებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც ეხლა ბუნდოვანია, მაგრამ ტესტურ რეჟიმში გამოიკვეთება.
გმადლობთ ყურადღებისთვის,
გიორგი ასათიანი, ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" დირექტორის მოადგილე, ტელეკომპანია "ელკო ნავიგატორის" დამფუძნებელი ფიზიკის პროფესორი, ნობელიანტის თანაავტორი
ოთარ ჩხარტიშვილი, ტელეკომპანია, "ევრიკის" გენერალური დირექტორი, დამსახურებული ინჟინერი კომუნიკაციის დარგში
|