მე დავწერე
მოწყობილობები არსებობს უამრავი
ალბათ მარტიდან უკვე კერძო პირებიც შემოყრიან DVB-t2 ტუნერებს
ერთმა ლილოში მითხრა რომ საწყობში გვიწყვია ეს ტუნერებიო და როდესაც ჩაირთვება სატესტო რეჟიმი დავიწყებთ გაყიდვასო
მარა როგორც ჩანს ბაზარზე ძირითადად KONKA ჩინური ნაწარმი იქნება
„როგორც ცნობილია დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვის პროცესი. სააგენტოს მუშაობის შედეგად, აღნიშნულ სამომხმარებლო ტექნიკაზე დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დაბალი ფასი, ვიდრე ეს დადგენილი იყო პირველადი სტრატეგიით, - განაცხადა უჩა სეთურმა.
„სეთ - თოფ ბოქსების“ მომწოდებელ კომპანიასთან და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა მიაწოდა.
„რამდენიმე დღის წინ ტექნიკის მომწოდებელ ჩინურ კომპანია „KONKA“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავრობა 210 858 „სეთ- თოფ ბოქსს“ შეისყიდის. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უძლიერესი მწარმოებელია. მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ ის ჩინეთში სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების პირველ სამეულში შედის. ამ ეტაპზე შესყიდვის პროცესი დასრულებულია და ველოდებით აპარატურის შემოტანას“, - განაცხადა ქუბინიძემ.
მისივე თქმით, გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანიაც და ამ მიმართულებით სააგენტო ასევე გადასულია მონიტორინგის რეჟიმში. ამ დროისთვის დასრულებულია საინფორმაციო კამპანიის მზადების პროცესი, მათ შორის ცხელი ხაზის მოწყობა, ბეჭდვითი და ვიდეომასალების მომზადება. PR კამპანიის აქტიური ფაზა 2015 წლის იანვრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა და ამ დღიდან სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული მიწისზედა სიგნალის მეშვეობით გადაიცემა.
მიმაგრებული სურათი