jmm75თუ პირადად შენ ვერ ამჩნევ ვიზუალურად (ეს ბევრს ჭირს, განსაკუთრებით ქართველებს, იმიტომ რომ მოტივია - "მე მაგარი როჟა ვარ, მე ცუდი არფერი არ მექნება") რომ კადრები ატორმუზებს, შიგადაშიგ აკვადრატებს, ხმას აქვს წყვეტა და სხვა პრობლემები, ეგ იმას არ ნიშნავს რომ სხვა ვერ ხედავს მაგ პრობლემას.
შარინგი 6 წელია კი არა, 10 წელია მქონდა

ის კი არა, აქ ფორუმელებს ვუშარინგებდი უფასოთ ბარათებს, ასე რომ, კარგად ვიცი ეგ სიტუაცია.
პ.ს. დავაყენე კავკაზუსის აიპი ტელევიზია.
ნუ რა შეიძლება ითქვას, გლობალური მაშტაბით დიდი ვერაფერია, მაგრამ საქართველოა და რასაც ვიხდით, ხარისხიც ისეთია. კონკრეტულად კი:
1. არხიდან არხზე გადართვა ნელია
2. ზოგიერთ არხზე მარტო ხმაა, გამოსახულება არ ჩანს (სტერეო+), ზოგიერთ არხზე ხმა ცდება გამოსახულებას (კომედი არხი), ზოგიერთი არხი საერთოდ არ მუშაობს (chasse & peche), თან რატომღაც მაგ არხზე რო დადგები, მენუში გაგდებს (ენკი-ბენკი).
3. პულტის და მენიუს დიზაინერი ჩამოსახრჩობია
4. პაკეტები არ არის დაბალანსებული, მაგალითად არ არის პაკეტი - "მუსიკა".
მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალიან კარგია!
ვისაც გაქვთ როუტერები WRT პლატფორმაზე (DD-WRT, OpenWRT, Tomato USB). შეგიძლიათ მნიშვნელოვნად ააჩქაროთ არხების გადართვა და დაკუბიკება მოსპოთ თუ კავკაზუსის სვიჩს რო აყენებენ, მაგას მოაძრობთ და თქვენ როუტერზე ჩართავთ დეკოდერს, ოღონდაც ტერმინალით ეს უნდა გაუკეთოთ:
nvram set manual_boot_nv=1
nvram set vlan1ports="4 3 2 8*"
nvram set vlan2ports="0 1 8"
nvram commit
reboot
ამის შემდეგ, თქვენი როუტერის მეოთხე პორტი გახდება აიპი ტელევიზიის პორტი, პირდაპირ ზედ შეარეთეთ დეკოდერი, და კავკაზუსის რეპოტეკი მოაშთეთ

მაგრამ მთლიანობაში, ფასიდან გამომდინარე, მაგარი შემოთავაზებაა და იგივე მაგთისატს ჰაერში დღნამს!