გილოცავთ ყველას 2013 წლის დადგომას, მშვიდობა და ჯანმრთელობა ყველა ამ თემელს და სრულიად დედამიწას
H2NO3მე მაქვს 5507, ანუ მე-5 სერიის ფილიპსი, ზუსტად წინა სამშაბათს ვიყიდე, hotspot.ge-დან 1944 ლარად, 46 ინჩიანი.
შენი მე-6 სერია, ერთი თვალის მოვლებით გადავხედე მონაცემებს და ცოტათი განსხვავდება ერთმანეთისგან, შენს კიდევ პლიუსი აქვს რომ სკაიპიც აქვს დამატებული.
მინდა ცოტაოდენი რამ გაგიზიარო ჩემი შეხედულებები ამ ტვ-ს შესახებ.
პლიუსები:
1.დიზაინი არის ძალიან ლამაზი
2.გამოსახულება, ფერები არის სუპერი, ერთი სიტყვით ამაზე მაგარი გამოსახულება რაღა უნდა ინატრო ტვ-სგან.
3. დღეს მკვ ფაილი გავუშვი რიბოს დადებული, და ისეთი მაგარი ხარისხით იყო რომ გაშტერებული ვუყურებდი.
4. 3D სათვალეები არ მაქვს და შესაბამისად 3D ფილმიც არ მინახია, მაგრამ რუსულ ფორუმებზე წავიკითხე უძაანმაგრესად უშვებს 3D-სო.
5. პულტი საიდანაც გინდა დაუმიზნე, ყველა კუტხიდან კარგად აწვდის სიგნალს ტელევიზორს. თან რბილი კლავიშები, ადვილად რთავ მოკლედ.(მენიუც არ აქვს რთული, მიუხედავად იმისა რომ აქ ზოგიერთს არ ევასება მისი პულტი)
6. SimplyShare სისტემა, ანუ კომპიდან ყოველგვარი კაბელის და შნურების გარეშე შეგიძლია გაუშვა, ფილმი, მოუსმინო მუსიკას და დაათვალიერო სურათები, ანუ შენი კომპის ფოლდერს უკავშირდება. (ძააან მოსახერხებელი და მაგრა რომ კაიფობ ეგეთი რამეა)
მინუსები:
1. Smart TV აქვს ნელი და ხშირად დებილდება, ანუ ჭედავს, მე ისედაც ნელი ნეტი მაქვს და ეგ რომ ემატება საერთოდ, ყოველგვარ ხალისს ვკარგად სმარტ ტვ-ს ჩართვის.
2. ქართული საიტების გახსნისას იმედგაცრუებული დარჩები, რადგან ქართულ ფონტს ვერ აღიქვამს და კუბიკებად გამოსახავს ეკრანზე.
3. ფოტოაპარატით გადაღებული ვიდეო, რომელიც ქვიქფლეიერის ფორმატით მქონდა, ფლეშკით გადავიტანე ტვ-ში მაგრამ ვერ აღიქვა. avi და mkv ფორმატით ფილმებს ხსნის ჩვეულებრივად, მაგრამ avi ფორმატით ფოტოაპარატით გადაღებული ფაილი არ გაუშვა ერთ ფორუმელთან.
4. SimplyShare-ით ფილმის ყურებისას გადახვევა-გადმოხვევა ვერ დავუმუღამე, სავარაუდოდ არ აქვს, დაპაუზება აქვს მხოლოდ.
5. ეს რასაც აქ დავწერ პლიუსში დასაწერია წესით მაგრამ მე მინუსში ვუწერ ჩემი სუბიექტური გემოვნების გამო.
400 ჰერციანი Clear Motion Rate-ს წყალობით ფილმების ყურებისას დინამიური სცენები ისეთი რეალისტურია რომ გგონია მონიტორში შეხვალ, ან პირიქით ადამიანი გადმოხტება ეკრანიდან

აი როგორ გითხრა, ფილმს რომ უყურებ იმდენად სუფთა გამოსახულება აქვს რომ კაი სატელევიზიო დადგმა გეგონება, აი სერიალები რომ არის თითქოს ეგეთი რა

ჩემებს მაგრა ევასებათ და მეუბნებიან გოიმი ხარო

ეს როგორ არ გევასებაო, აი მე ვერ ვგუობ რა ჯერჯერობით. უბრალოდ ზოგადად ისეთი მაგარია რომ რავიცი....
ვარ კმაყოფილი მაინც ჩემი ტვ-თ?
- დიახ, (ფერების და გამოსახულების ხარისხის ხარჯზე)
ჯერ რომ ნაყიდი არ მქონდეს ტვ, ისევ ვიყიდიდი იგივე მოდელს?
- არა, არამგონია.
ინტერნეტმაღაზიით ვიყიდი აწი ტელევიზორს?
- არა, სანამ იგივე მოდელს სადმე მაღაზიაში ფლეშკაზე ჩაწერილი ფაილებით არ დავესტავ და აგრეთვე სმარტ ტვ-ის ყველა ნიუანსს.
მინდა ეს ბოლო პუნქტი ყველა აქაურმა იუზერმა გაითვალისწინოს.