„მეცხრე არხმა“ სატელიტური მაუწყებლობა განაახლა
ტელეკომოანია „მეცხრე არხმა“ 4 ილისს განაახლა სატელიტური მაუწყებლობა. ტელეკომპანია „თურქსატის“ (თურქეთი) თანამგზავრზე დააბრუნა „ბლექ სი სატმა“, საქართველოში თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორმა , რომელსაც პარტნიორი კომპანიის სატელიტზე გარკვეული ადგილი აქვს გამოყოფილი.
„მეცხრე არხის“ სატელიტური მაუწყებლობა 2013 წლის აპრილში თურქულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდა.
„ბლექ სი სატის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ცქიტიშვილმა Media.Ge-ს განუცხადა, რომ „მეცხრე არხის“ თანამგზავრული მაუწყებლობა ჯერ საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს. ტელეკომპანიასთან სამწლიანია კონტრაქტის გაფორმება დამოკიდებული იქნება გადაიცემის ხარისხზე. ცქიტიშვილმა ასევე განმარტა, რომ ყველა ქართულ ტელეკომპანიას, რომელსაც „თუქრსატთან“ ხელშეკრულება დაუმთავრდება, თანამგზავრზე გასვლა მხოლოდ მისი კომპანიის საშუალებით შეეძლებათ.
„თურქსატს“ თანამგზავრზე ადგილი გამოელია. მან არამარტო ქართული, არამედ თურქული არხებიც კი გამოაგზავნა ჩვენთან. თუ აქვს „ბლექ სი სატს“ საშუალება იმან აგწიოსო“, - აღნიშნა მამუკა ცქიტიშვილმა. „ბლექ სი სატს“ თურქ პარტნიორებთან შვიდწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
ქართული არხების მთავარი პრობლემა მაუწყებლობის კოდირების ფორმატია. მათი უმრავლესობა მოძველებული, MPEG 2 ფორმატით მაუწყებლობს. მამუკა ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას ურჩევნია ის არხები გაიყვანოს სატელიტზე, რომელიც MPEG 4 ფორმატით მაუწყებლობს, ვინაიდან ეს ციფრული ფორმატია და უფრო მეტი ტელეკომპანიის ჩართვის საშუალებას იძლევა.
http://www.media.ge/ge/portal/news/300883/*********************************************************************************
ამათ კომპანიაში არავინ ყავთ ცოტა მცოდნე?
ამ ტიპს ასწავლონ MPEG 2 -იც რომ ციფრულია, სულ სისულელეებს რომ ლაპარაკობს.
This post has been edited by vazhatu on 6 Jul 2013, 13:44