მეგობრებო, იქნება მეც დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ.
ჯერ ერთი შესაძლოა სულელურ კითხვას ვსვავ, მაგრამ რადგან ამ საქმეში ბევრი არ გამეგება, მეპატიება.
მოკლედ გადავწყვიტე ტელევიზორის ყიდვა, გუშინ კარფურში შევიარე და დავათვალიერე.
ზოგს ძალიან კარგი ხარისხი ქონდა, გამორჩეულად სონის, მაგრამ ზოგის ხარისხი კატასტროფული იყო.
ფეხბურთი იყო ჩართული და როცა ფეხბურთელები მაღალ სიჩქარეებზე გადადიოდნენ, კადრი იდღაბნებოდა და გარჩევადობა კატასტროფულად ცუდი იყო.
ისეთი ცუდი, რომ საბჭოთა კავშირში რომ ტელევიზორები იყო, მაგათაც არ ქონდა მასეთი ხარვეზი.
რა ხდება იქნებ ამიხსნათ.
ახლა ყველაზე მთავარი. გადავიკითხე თქვენი რჩევები და 32 ინჩიანზე, როგორც თქვით, ნებისმიერი აიღე, ოღონდ fullHD იყოსო, ისე გადავწყვიტე მოქცევა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ fullHD 700-დან 900 ლარამდე ღირს. აქედან გამომდინარე ამ ფასად ვნახე ორი ტელევიზორი 40 ინჩიანი.
ერთი ეს Philips 39PFL3008H/12 3000 series Full HD Ultra Slim LED TV
http://www.hotspot.ge/39pfl3008h-39-99cm-l...y-0f324/p31344/რომელიც ძალიან მომეწონა, ფერებითაც, გარჩევადობითაც, მონაცემებითაც და ფასითაც, 850 ლარი ღირს.
და მეორე Samsung UE40EH5000WXMS
http://alta.ge/index.php?dispatch=products...product_id=5207ეს ფასით კია მისაღები, მაგრამ აი ფერები და გარჩევადობა ძალიან დაბინდული იყო, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თვითონ ტელევიზორს ჭირდა რაღაც.
მირჩიეთ რა ვქნა, მე პირადად ასე ვთქვათ არაფროფესიონალის თვალით ფილიპსი ძალიან მომეწონა.
ამ ფასში სხვა 40 ინჩიანის ყიდვა თუა შესაძლებელი ესეც მითხარით.
წინასწარ დიდი მადლობა.
ისე რაღაც საეჭვო ამბავია, ეგ ფილიპსი უცხოურ საიტებზე გაცილებით მეტი ღირს
This post has been edited by dixdavid on 25 Apr 2014, 10:55