Dutch PS43F4000AW ეს მოდელი იკითხა, 852 x 480 ამ გაფართოებით და ამაზე ამბობ EH5000-სს ჯობიაო? LED-ია და FULL HD -ია ბოლო ბოლო და მაგ ფასში მისაღებია. არა აქვს მეტი კაცს და 1500 ლარიანს ხო არ ვურჩევთ. ის პლაზმა რო აჩუქონ მაინც არ უნდა აიღოს ისეთი ნაგავია და HD-ც არაა და საერთოდ რათ უნდა? აი 4500-ი სერიის პლაზმა კი ბატონო ცოტა არაუშავს და 4900 მთლად უკეთესია თავისი 3D-თი
* * *
და მაინც ამ ეტაპზე გინდაც გქონდეთ ფული გირჩევდით არ იყიდოთ 4K ტელევიზორები, რომლებიც ალბათ გამოჩნდება თბილისშიც მალე. კონტენტზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც რეალურად არ არსებობს, ეს ახალი და პირველი თაობის 4K ტელევიზორები დადგენილ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ანი პიკსელების რაოდენობაში კი არაა საქმე არამედ გამოსახულების სიღრმეში,ფერთა სიმკვეთრეში და პალიტრაში და კონტრასტულობაში. ძველი სტანდარტი არის Rec. 709, რომელიც შემდეგ პარამეტრებს მოიცავს:
1) გაფართოება 1280 x 720 (HD) ან 1920 x 1080 (FHD) პიკსელი
2) 8-ბიტი ფერთა სიღრმე თითოეულ არხზე
3) ფერთა სუბდისკრეტიზაცია 4:2:0
4) პროგრესული გაშლა 60 კადრი წამში
5) ფერების მომცველობა Rec. 709
ეხლა ვნახოთ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი სტანდარტი, რომელიც განისაზღვრა როგორც Rec. 2020 და გამოსახულების სასწაულ თვისებებს უნდა იძლეოდეს. მაშ ასე :
1) გაფართოება 3840 x 2160 (4K) ან 7680 × 4320 (8K) პიკსელი
2) 10/12-ბიტი ფერთა სიღრმე თითოეულ არხზე
3) ფერთა სუბდისკრეტიზაცია 4:2:0, 4:2:2 ან 4:4:4
4) პროგრესული გაშლა 60—120 კადრი წამში
5) ფერების მომცველობა Rec. 2020
აქედან გამომდინარე ეხლანდელი UHD ტელევიზორები 1.4 HDMI კაბელის ბუდით ვერ შეძლებენ ამ გამოსახულების მიღებას , რომელსაც Rec. 2020 სტანდარტი ითხოვს. გაფართოება კი ბატონო, მაგრამ ამ პირველი UHD ტელევიზორებში მინიმუმ 2.0 HDMI ბუდე უნდა იყოს და მაშინ მიიღებენ შესაბამის სიგნალს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი საფეხურიც არაა განმსაზღვრელი. ამ ტელევიზორებში შეიცვალა გაფართოება მაგრამ არა გამოსახულების არსი. დაველოდოთ, იმედია ზემოთმოყვანილ სტანდარტს ფეხს აუწყობენ, თორემ რა გამოდის, გაფართოება კი შეცვალეს, მაგრამ სტანდარტი ძველია. კი გამოჩნდა ტელევიზორები 2.0 HDMI-ით, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ნედლია. ევროპაში კი უკვე გამოჩნდა ახალი 4K არხები და სწორედ ამ არხების მისაღებად საჭიროა რო ეს ტელევიზორები აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს. ვინც უკვე იყიდა ევროპაში რათქმაუნდა გაწბილებული იქნება მარაარა უშავს ფული აქვთ შეცვლიან.. ჩვენ კი ყურადღებით ვიყოთ და უკვე დალაგებულ და ჩამოყალიბებულ სიტუაციაში ვიფიქროთ 4K-ზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლისათვის ჯერ მაინც ძალიან შორეული პერსპექტივაა...
This post has been edited by iosebovich on 25 May 2014, 15:12
მიმაგრებული სურათი