მოკლედ სამსუნგმა წარმოადგინა ჩვეულებრივი UHD 4K ტელევიზორი სერიით Samsung JU7500. ეს არაა კვანტურ წერტილებზე აგებული მოდელი , რომელიც SUHD - ი ნიშნით იწარმოება. აქ გამოიყენება პროცესორი Quad Core რომელიც თმობს პოზიციებს უფრო მძლავრ პროცესორებთან რომლებიც გამოიყენება უფრო მაღალ სერიებში. მაგრამ ამ ტელევიზორსაც აქვს საინტერესო ფუნქციები და არცთუ ისე ცუდი ვარიანტია 4K-ს მსურველთათვის. მაგალითად AutoDepth Enhancer, PurColor Precision Black ან Peak Illuminator, ასევე კოდეკი HEVC. მივყვეთ რიგითობით.
Samsung JU7500 -ში გამოიყენება გვერდითა მინათების სისტემა აღჭურვილი მოძრაობის კომპენსაციის სისტემით Clear Motion Rate (CMR) 240. კომპანიის მესვეურები ირწმუნებიან რომ ამ ტელევიზორს შეუძლია გადმოსცეს უფრო უკეთესი ფერთა გამა ვიდრე კლასიკურ LED ტელევიზორებს.
Samsung JU7500 ითავსებს Peak Illuminator ტექნოლოგიას. სტანდარტულ ვარიანტში ის ნაკლებ ეფექტურია ვიდრე ვერსიებში Pro და მაქსიმალური , რომლებიც გამოყენება JS9500 და JS8500 -ებში. ცნობილი ტექნოლოგია Auto Depth Enhancer აუმჯობესებს კონტრასტულობას კადრის შიგნით და განსაკუთრებით ფონის დეტალებს რათა უკეთესად გადმოსცეს გამოსახულების სიღრმე და რელიეფი. Samsung JU7500 იყენებს Micro Dimming UHD ოპტიმალური კონტრასტულობის მისაღწევად.
სმარტ პლატფორმა აგებულია ახალ სისტემაზე Tizen და 4 ბირთვიან პროცესორზე. ასევე JU7500 იყენებს ბლოკს Mini One Connect, რომელიც უფრო კომპაქტურია ვიდრე ადრინდელი One Connect -ი.
Samsung JU7500-ის წინასწარი მახასიათებლები:
- Ultra HD (3840 x 2160 პიკსელი)
- Peak Illuminator
- Clear Motion Rate 240
- Micro Dimming UHD
- Auto Depth Enhancer გამოსახულების სიღრმის გასაუმჯობესებლად და ჩაღრმავების ეფექტისათვის
- არაა Quantum Dot, სამაგიეროდ არის PurColor ფერთა გამის გაფართოებისათვის (უარესია ვიდრე S-UHD -ში)
- პროცესორი Quad Core (აუმჯობესებს 3D ეფექტს და მრავალფუნქციონალობას)
- აქტიური 3D
- სრული სესაბამისობა HEVC / H.265 -თან.
- HDMI 2.0 და HDCP 2.2
- ორარხიანი ტუნერები (AVC / HEVC) DVB-T2, DVB-C, DVB-S2
- ჩაწერა პორტებიდან USB, Timeshift, EPG
- PIP, შესაძლებელია გარე წყაროდან
- შესაბამისობა Wireless Audio System (WISA)
- DTS Premium Sound 5.1 (5.1 DTS ბიტ წყარო HDMI და ოპტიკური გამომავალის მეშვეობით)
- DLNA 1.5 ჩაშენებული Wi-Fi და HbbTV
- Smart TV 2014 Tizen: VOD 4K, 3D + Smart TV Smart Hub, AllSare Play, სხვადასხვა დამატებები, Internet და TV, Samsung Apps, ვებ-ბრაუზერი, Skype 720p, -- - VOD 3D
- ახალი ინტერფეისი Tizen -ის
- მხარდაჭერა PlayStation Now
- Smart Interaction: ჟესტებით და ხმით მართვა, სახის სკანირება-ამოცნობა
- Smart View: + კონტენტის გაცვლა მეორე ეკრანთან
- ახალი სენსორული პულტი Smart Touch Remote
2015 წლის აპრილიდან გაყიდვაში გამოვა Samsung UE40JU7500 (102 სმ), Samsung UE48JU7500 (122 სმ), Samsung UE55JU7500 (140 სმ), Samsung UE65JU7500 (165 სმ) და Samsung UE75JU7500 (190 სმ).
სავარაუდო ფასები :
Samsung UE48JU7500: €1790
Samsung UE55JU7500: € 2290
Samsung UE65JU7500: € 3990
Samsung UE78JU7500: € 9990
ესეც სურათები :



