გამარჯობათ.
მოკლედ, დამიდგა ტვ-ს ყიდვის აუცილებლობა, როგორც ყოველთვის , გათვლილ დროზე ადრე.
ძირითად ტვ-დ მოვიაზრებ LG-ს UB9500 -ის ამერიკულ ვარიანტს და ალბათ, ასეც მოვიქცევი, მაგრამ ეხლა სხვა აუცილებლობაა :
დაიწყო ყველაფერი იმით, რომ ბავშვს ამას წინათ ვუყიდე XBOX-ი. კინექტის სენსორის მოთხოვნებმა მეორე ტვ-ს ყიდვის აუცილებლობამდე მიმიყვანა:
-მოთხოვნები ზოგადად ერთნაირია - დიდი დიაგონალი, კარგი ჩვენება, ხარისხიანი სოფთი და ა.შ. - ნუ, როგორც ყოველთვის.
ტექნიკაში მაქვს გარკვეული გამოცდილება და ერთი დაუწერელი კანონი - არ ვეკარები ნახმარ და განაკეთებ აპარატურას, ამასთან არ არსებობს იაფი და კარგი.
- თუ დიაგონალი დიდია და იაფი, ე.ი. პანელია სუსტი, მცირე ჰერცებით, პატარა ხედვის კუთხით ,ან სხვა ნაკლოვანებით და ა.შ. დაუსრულებლად...
ჩემი მოთხოვნები ტვ-ს მიმართ შემდეგია: დიაგონალი - 48-50", თუ 4K, მაშინ 100Hz მაინც და MCI ან UCI 1000 მაინც, თუ FHD, მაშინ 200Hz და იგივე ინდექსებით, IPS პანელი...
დანიშნულება: სათამაშო და გასართობი (ფილმები+სპორტი), აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს დინამიურ სცენებში გამოსახულების სიზუსტეს...
არ ვწერ 3D-ზე. თუ ზემოთჩამოთვლილი პარამეტრები ექნება და+ 3D, რა თქმა უნდა კარგია, თუ არადა კრიტიკული ჩემთვის არაა...
ვეძებე ადგილობრივ ბაზარზე-არაა დიდი არჩევანი, ფასები კი ისეთია, ველურ დასავლეთს შეშურდება...
PS :მე ადრე სონის ვცემდი დიდი პატივს ტვ-ს ამბავში და რამდებიმე ტვ ეხლაც მაქვს აქ თუ სოფელში, თუმცა დღეს პრიორიტეტები შეიცვალა...
ბევრია კარგი ბრენდი, კარგი ტექნიკით. ალბათ მიხვდით, რომ LG რაღაცით გამორჩეული მყავს. ვნახოთ.
აქაურ პოსტებს გადავხედე და მოდერების აზრი იმსახურებს ნდობას, ამიტომაც ვითხოვე რჩევა ამ კუთხით.
-შევხედე სონის 48 და 50-იან W800-იან სერიას, LG -ის 49UB 820, 830 განსაკუთრებით 850-იან მოდელებს (ამ უკანასკნელზე მინდა მოდერს აზრი დავეკითხო - სწორედ დინამიურობის კუთხით, თუ ამის გამოცდილება არის)
ფილიპსს ნაკლებად განვიხილავ და ამაში მოდერის აზრს დავეთანხმები, სამსუნგთან დაკავშირებით ვერ მივედი მწყობრ აზრამდე- თუ რამეს მირჩევთ, მზად ვარ განვიხილო ყველა ვარიანტი.( ასევე შემოთავაზებაც, ოღონდ ჩემი მოთხოვნების გათვალისწინებით


)
წინასწარ მადლობა ფორუმს, მოდერებს და ყველა კომპეტენტური რჩევის მომცემს.
This post has been edited by shifu on 21 Mar 2015, 11:39