მოკლედ, კი მესიკვდილებოდა ჩემი ბოქსის მოხსნა მაგრამ ვძლიე სიზარმაცეს და თქვენი გულისთვის დავდებ დეტალურ ინფოს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ახლა რასაც დავწერ, ეს ეხება
მხოლოდ ახალ ბოქსებს და არ იმუშავებს ძველ, Rockchip პროცესორზე.
ტერმინალთან მუშაობას (როგორ დავაყენოთ აპლიკაცია, როგორ შევიდეთ ფოლდერში) აქ არ განვიხილავ დაგუგლეთ და ისწავლეთ თქვენით! მესმის, რომ ჩემი პირველი გიდი რთული გზა იყო TV ბოქსის რუთის მოსაპოვებლად მაგრამ მე ასე მომწონს და მიხერხდება. თუ ვინმეს ეძნელება ან არ მოსწონს, შეუძლია დააიგნოროს ჩემი წინა და ახალი ხერხიც.
ახლა კი დავიწყოთ...
პირველ რიგში, მინდა ორიოდე სიტვით გითხრათ UART პროტოკოლის შესახებ - UART არის ასინქრონული სერიული კომუნიკაცია, რომელიც უკვე დიდი ხანია სტანდარტია მთელს მსოფლიოში და გვეხმარება მიკროპროცესორებთან კომუნიკაციაში. სწორედ UART-ის მეშვეობით დავუკავშირდებით ჩვენს ბოქსს და განვახორციელებთ ბრძანებებს root მეთოდით.
ასევე, მინდა იცოდეთ ADB-ს შესახებ. ADB არის ანდროიდში ჩაშენებული ფუნქცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვმართოთ აპარატი კონსოლის დონიდან ან უბრალოდ აპლიკაციის მსვლელობას დავაკვირდეთ პრობლემის აღმოსაფხვრელად (Debugging).
არ შეგეშინდეთ თუ ეს უცხოა თქვენთვის. ყველაფერი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ეს თქვენთვის ჩანს.
საჭირო აქსესუარები -
1) პაიალნიკი (არ ვიცი ქართულად როგორ არის)
2) USBtoUART კონვერტერი (2 დოლარი ღირს იბეიზე)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3) წვრილმანი რაღაცები რაც ყველას გვაქვს სახლში))
4) ცოტა ტვინი
---
ბოქსი დამაგრებულია ორი სამაგრით. მოუშვით ორივე, და რაიმე პლასტმასით ამოაგდეთ ჩარჩო. მე მასტერქარდ ბარათს ვიყენებ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გახნის შემდეგ, დაგხვდება შემდეგი სურათი-
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სულ ესაა ჩვენი კიტაიოზი ტვებოქსი)) მე უკვე დაერთებული მაქვს, მაგრამ ქვევიდან აწერია რომელი ფეხი რა არის ამ 4-ს რაზეც დაერთებული მაქვს. მოხსნა რომ არ დაგჭირდეთ, ასეთია ფეხების განლაგება -
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ სურათის მიხედვით, USB to UART-ის RX-ს აერთდებთ ტვბოქსის TX-ს, TX-ს RX-ს და GND პირდაპირ GND-ზე დგება.
სურათზე უფრო მიხდებით -
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სულ ესაა. ამის შემდეგ, ვიწერთ putty-ს
აქედან და ვაყენებთ შემდეგნაირად -
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(კომ პორტი თქვენთან შესაძლოა სხვა იყოს, ნახეთ დევაის მენეჯერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამის შემდეგ, იხსნება ანდროიდის ტერმინალი root პრივილეგიებით, რა თქმა უნდა su-ს ბრძანების შემდეგ))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ ჩააკოპიროთ USBზე ნოვა ლაუნჩერი ან რაიმე სხვა და დააყენოთ "install app.apk' ბრძანებით. როგორც კი დაყენდება, გადატვირთეთ ბოქსი და თვითონ მოგთხოვთ რა გამოიყენოს მთავარ აპლიკაციად. მიუთითეთ ლაუნჩერი და საქმე გაკეთებულია
სულ ესაა, დატკბით თავისუფლებით
This post has been edited by midler on 17 Feb 2017, 00:41