პირადად რაც გადამხდა იმას დავწერ... საბურთალოს ალტაში ვიყიდე ჩემი სონი

მაღაზიაში მისვლამდე "შევისწავლე" საკითხი და მომზადებული მივედი... 4 სათვალე 2 პულტი ვიცი რო უნდა მოყვეს

ხოდა ვიყიდე და მომიტანეს და სათვალეები არ არის და პულტი ერთია

ხოდა ამას 4 სათვალე და ორი პულტი უნდა მოყვებოდეს მეთქი

არა რას ლაპარაკობთ სათვალეები ცალკე იყიდება და პულტი კიდე ორი ვის გაუგონიაო და თან პულტი ორი ვის გაუგონია დამცინავად მითხრა რა... მომასხა ფაქტიურად თავის ჭკუით

ხოდა კაი დავრეკავ მენეჯერთან მითხარი ნომერი მეთქი

ხოდა ფერი ეცვალა ეგრევე

მოიცა მე თვითონ გავარკვევო... წავიდა... მოვიდა ერთ 10 წუთში და ველაპარაკე უფროსს და ორ სათვალეს გაჩუქებთო!! იმიტომ რომ ეს ტელევიზორი მარტო ერთი ცალი დაგვრჩა რომელიც სტენდზე გვეკიდა გახსნილი მარტო ის გვაქვსო და მაგ პონტშიო... მეთქი მაჩუქებ 2 კი არა 4 მეკუთვნის მეთქი

მენეჯერის ნომერი მომეცითქო... მომცა... დავრეკე...
მეთქი ამადა ამ ტელევიზორს ვყიდულობ და რამდენი სათვალე და რამდენი პულტი უნდა მოყვეს მეთქი? 4 სათვალე და 2 პულტიო... ხოდა ეხლა აგერ ვარ მაღაზიაში და არ მაძლევენ სათვალეებს და 2 პულტს თქო... სად ხარო აგერ საბურთალოს მაღაზიაში მეთქი... მაცალე დავურეკავო...
5 წუთში მოდის ის ბიჭი და უი იცით სხვას ამოუღია ვიღაცას მეორე პულტი და სათვალეები და მაგიტომ გაუგებრობა გამოვიდაო

მოკლედ ესე ვიბრძოლე თორე ვიქნებოდი ეხლა უსათვალებოდ და ერთი პულტით
იმედია დედაში დაბრუნდებიან... ზღარბებით მოფენილი ბილიკით... ზურგზე ჭიპლარის რტყმით და სანაყოფე სითხით სავსე თასებით ხელში...
.............................
I'm pretty sure Romeo just wanted sex...