გუშინ ტექნო ბუმში ნათესავისთვის ვიყიდე ეს ქართული წარმოების სეტ ტოპ ბოქსი თუ რაც ქვია...
დავაყენე სახლის ანტენით და რავი ნორმალურად მუშაობს... მოსკოვის პროსპექტზე ხდება ეს ყველაფერი სამ სართულიანში
ანუ ანძა როგორც ესეთი არ ჩანს მაგრამ მიუხედავად ამისა ნორმალურად აჩვენებდა მანამდე რაც იყო შედარება არაა ჯობია ნამდვილად...
არხები დაიჭირა ჩვეულებრივად მაგრამ გააორა, ანუ პირველი არხი იმედი რუსთავი და ა.შ. ორჯერ არი დაჭერილი....
აქ ნაწერები რომ წავიკითხე მივხვდი რომ რაღაც სიხშირეების თემაა და გადავამოწმე და მართლაც ეგრე იყო...
ანუ პირველიდან რვის ჩათვლით რა არხებიც არის არი 474 სიხშირეზე.... ეს არხებია პირველი, იმედი, რუსთავი და ა.შ. ყველა არ მახსოვს....
მეცხრე არხიდან ისევ იწყება პირველი, იმედი რუსთავი და ა.შ. ოღონდ ესენი უკვე 490 სიხშირეზეა დაჭერილი...
ანუ ესე იგი გამოდის რომ ორ სიხშირეზე დაიჭირა არხები და გაორდა მაგიტომ.... კიდე რაც მომხვდა თვალში
ის არის რომ 490ზე უფრო მეტი არხი დაიჭირა ვიდრე 474ზე... მაგ. მაესტრო კავკასია 490ზე არის და 474ზე არა... ასევე ზოგი არხი რომელსაც
ჩვეულებრივად ვიჭერდით ანტენით ეხლა ვერ დაიჭირა, მაგ. საპატრიარქოს ტელევიზია, ობიექტივი...
მოკლედ მე როგორც დილეტანტი ამ საკითხებში მითხარით ნორმალურია ეს ყველაფერი?

ანუ ესე უნდა იყოს ორ სიხშირეზე დაჭერილი არხები და გაორებული?
ის ზემოთნახსენები არხები რატო ვერ დავიჭირეთ? სხვა სიხშირეზეა?
ან ეს სხვა სიხშირე რა არის და როგორ უნდა დავიჭირო/შევცვალო?....
ან იქნებ ამავე სიხშირეზე (474, 490) შეიძლება რომ მომავალში დაემატოს ეს და თუნდაც სხვა არხები?
მე მაპატიეთ ერთბაშად ამდენი კითხვისთვის